ძალიან ხშირად პოსტსაბჭოთა სივრცეში სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლებსა და სპორტთან დაკავშირებული პროფესიის მქონე ადამიანებს ნოსტალგიური განწყობები აქვთ. მიზეზიც მარტივია, საბჭოთა სპორტი უფრო წარმატებული იყო, ვიდრე ყოფილი სსრ-ების დღევანდელი შედეგები და სწორედ ამ საკითხზე საუბრისას რუსმა კომენტატორმა ალეკსანდრ ელაგინმა საინტერესო პარალელი გააკეთა.

"ოქტომბრის დიდმა რევოლუციამ საბჭოთა კავშირი შექმნა. სსრკ-ში ძალიან ბევრი პრობლემა იყო, უამრავი ნეგატივი, თუმცა შესანიშნავი ამბების მთელი წყებაც.

საბჭოთა კავშირის დროს მოიპოვეს ჩვენმა სპორტსმენებმა უდიდესი წარმატებები თუნდაც ფეხბურთში. რატომ ხდებოდა ეს? რა იყო მთავარი? რასაც მე სსრკ-ში გამოვყოფდი, ეს სტაბილურობა გახლდათ, ხალხი ხვალინდელ დღეში დარწმუნებული იყო.

არიან ჟურნალისტები, არის ხალხი, რომელსაც მემარცხენე პოლიტიკა არ მოსწონს და ლიბერალიზმს უჭერს მხარს. ისინი "კალბასებზე" (ძეხვი) საუბრობენ, რომ მხოლოდ ორი ტიპისა იყოო, ამას იხსენებენ.

თუმცა არ გვაინტერესებს, როგორი ძეხვი იყო? ბანაკში ვცხოვრობდი, კომუნალურ საცხოვრებელში. ხალხი საექიმო ძეხვს ყიდულობდა და ისეთი სურნელი ჰქონდა, მთელ სახლში იფრქვეოდა.

ახლა კი, ბატონებო, 125 ტიპის ძეხვია, თუმცა გემო არცერთს არ აქვს. სოსისები ხომ საერთოდ საშინელებაა, ხორციც - იგივე. ყველაფერი ისეთია, არანამდვილი. პომიდვრებსაც კი არ აქვს გემო და სურნელი.

ამის შემდეგ რაზე მელაპარაკებით? დღეს, რაც საზოგადოებას არ აქვს, ეს სწორედ ხვალინდელი დღის რწმენაა. ეს არის ის, რაც სპორტშიც გვაკლია და წარმატებაში გვიშლის ხელს", - განაცხადა ელაგინმა.

მომზადებულია sports-ის მიხედვით

გრიშა
რა ძეხვი რის ტუშონკა ვაი თქვენ პატრონს.....
გრიშა
ძეხვი მოხვდა მაგას დინგში....
აბა.აბა...
როდესაც არ გინახავს კაპიტალიზზმა ფერმერს რა ცხოვრება მოუტანა და კომუნიზმში თოხ-გუთანზე შემხტარი გაძვალტყავებული ბატრაკის ცხოვრება რომ გხიბლავს.ის მომენტია..
მე
+2
შაკო
ბაზარი არაა, ძეხვი და ნაყინი მართლა გემრიელი იყო საბჭოთა კავშირში
კამენევ-ზინოვიევი
ელაგინის მიერ წაყვანილი პრემიერ ლიგის თამაშები ჯერ რენ ტვ-ზე, შემდეგ სხვა არხებზე 90-იანების ინგლისს ჩემპიონატს ცალკე ხიბლს მატებდა .
გაგა
აჰა, საბჭოთა კავშირში ყოფილა სტაბილურობის განცდა თურმე. კაცმა არ იცოდა ატომური ომი როდის დაიწყებოდა.
zaza
რომელი თანამედროვე საქართველო გზავნილებით შევსებული ბიუჯეტი რომლის გამოგზავნა და შოვა ჩვენს დედებს და დებს ხშირად სიცოცხლის ფასადაც კი უჯდებად შეიძლება განათლებით ვართ წინ ან სოფლის მეურნეობა გვაქ საქებარი წარმოება ნული ერი ვართ მილევადი დაბოლოს თუ სადმე დედას შვილი დაუწყევლია ყველა პოლიტიკოსია.საბჭოთა პერიოდს როცა უკრიტიკებ ხალხს მაშვინ იმაზე უკეთ თუარა უარესად არუნდა აცხოვრო ასეა ეს და ხალხიც აღარ ტყუვდება.ეხლა კიდე ჯობია ისევ სპორტს დაუბრუნდეთ
saba
კი როგორ არა, რაჭის ერთ სოფელში ელექტროენერგია 1964 წლამდე არ ყოფილა, დედაჩემისგან ვიცი და ამ დროს აბუაჩემი, ანუ მამამისი ბერლინშია ნამყოფი 1945 წელს, საბჭოთა ჯარისკაცად, იმ გერმანიაში სადაც ჯერ კიდევ 1936 წლისთვის სოფლეში შუქიც იყო, და ცხელი წყლის ინდივიდუალური სისტემაც. და ამ დროს დღემდე პოსტ-საბჭოთა გლეხობა სოფლებში გათბობა და ცხელი წყალი კია არა "უბორნიებში" დადიან და უნიტაზის არსებობა არ გაუგიათ ":))
L.J.
ავტორ შეეშვი სპორტს.რუს ტარგმნას მეგობარო(ფა თუ არა რამე საინტერესო გადათაგმნე ;))
მოქალაქე
მე ხაზგასმით ავღნიშნე რომ საბოლოოდ კომუნიზმმა გლეხებს კარგი ცხოვრება მოუტანა თქო და თავიდიან რითი დაიწყეს მაგის ლექციებს ნუ წამიკითხავთ, თქვენზე არანაკლებ კარგად ვიცი :) ვისაც არ მოგწონთ ეს აზრი, ისინი უცხოელების ცხოვრებით ნუ გამიბათილებთ, საქართველოს სოფლებს გადახედეთ, გლეხებს დაუგდეთ ყური და მერე მედავეთ….
Alex.F
ავტორს მინდა ვკითხო:რა გაძლევთ იმის საფუძველს იფიქროთ,რომ ერთი არაფრით გამორჩეული ყოფილი კომენტატორის,აშკარად ჩამორჩენილი და სუბიექტურად მოაზროვნე კომუნისტის ნაბოდვარი,თანამედროვე საქართველოში ვინმეს აინტერესებს?!გთხოვთ მიპასუხოდ!!!
zura
აი როცა კომუნიზმს ეგეთი ცხოვრება მოჰქონდა გადახედე ამ ამერიკელ,გერმანელ, ავსტრალიელ და სხვა ქვეყნების გლეხებს როგორი საამური ცხოვრება ჰქონდათ და მერე იმ კომუნიზმში ნაცხოვრები გლეხის ცხოვრებას საამურს აღარ უწოდებ...
პასუხი მოქალაქეს
მოქალაქევ, სანამ ის გლეხი (ჯერ გლეხი უკვე არასწორი ტერმინია) სანამ "ბედნიერი" გახდებოდა რამდენი ?000,000 (მილიონი) გლეხი გაწყვიტეს კომუნისტებმა? და მე2 - ნახეთ განვითარებული ქვეყნები და შეამჩნევთ რომ არჩევანი ახლაც დიდია და კომუნისტების დროსაც დიდი ჰქონდათ, თან არანკლებ ვინმეზე გემრიელი. ხო მართლა რატომ არავინ კითხულობს რატომ არ შედის რუსული ძეხვი ევროპის ბაზარზე? რა რუსებს ბლოკავენ? :) არა ბატონო - ნაგავია და იმიტომ. ხო მართლა, ქართულ ძეხვებზე საუბარი არ მაქვს :(
digela
კალბასის რა მოგახსენოტ მარა სამხედრო ტუშონკა ზეტიანიტ ახლაც მაქვს ნასტალგია
D
გლეხი ვინც შრომა არ ეზარება ახლაც კარგად ცხოვრობს და უბრალო ხალხი მაშინ იპარავდა ყველგან სადაც მუშაობდნენ. ახლა მხოლოდ ბიუჯეტნიკები იპარავენ. სამწუხაროდ უსაქმურების და მოპარვის ნოსტალგია ბევრს ააქვს. ამიტომაცაა ეს მთავრობა რომ შემოგვრჩა ამდენ ხანს))
მოქალაქე
რა არა მოდური და უხერხულიც არ უნდა იყოს ამის აღიარება კომუნიზმმა საბოლოოდ გლეხ და უბრალო ადამიანს ისეთი ცხოვრება მოუტანა მის დღეში რომ არ დასიზმრებია… უბრალოდ ფაქტია თორემ საბჭოთა კავშირს სულაც არ შევნატრი
გიორგი
სადოქტორო არა, საექიმო ჰქვია მაგ ძეხვს. ისე ვის აინტერესებს ამ ბოლშევიკის აზრები?! სპორტული თემები გამოგელიათ? ატყობთ რომ თქვენი ელ-გაზეთი უკან-უკან მიდის? ამდენი საინტერესო ამბავი ხდება მსოფლიო სპორტში. სპორტი მარტო ფეხბურთი არ არის.დაწერეთ კვალიფიციურად კალათბურთზე(ნბა, ჩემპიონთა ლიგა), კრივზე, რაგბიზე.ფორმულა1-ზე და ა.შ. აი მანდ არის განვითარების გზები და არა კომუნისტის ბოდვაში და იკარდის ცოლის თავგადასავლებში. აბა ჰე, დამბლოკეთ
მათე
არ ყოფილა ეს საცოდავი საბჭოთა პერიოდში ხორცკომბინატში, თორემ საბჭოთა ძეხვს ცხოვრებაში არ შეჭამდა.მინიმუმ 3 კილომეტრში იგრძნობოდა ხორცკომბინატის აყროლებული სუნი.
OPTA-ს სუპერკომპიუტერმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
რას ვნახავთ დეკემბერში - პსჟ-ს მატჩები და თბილისის "დინამო" ახალგაზრდულ ლიგაზე
"ვინისიუსის მსგავსი ფეხბურთელი არ უნდა გააბრაზო" - პერესმა ალონსო გააფრთხილა
"ტოტენჰემის" მეკარემ შესაძლოა, კარიერა "ინტერში" გააგრძელოს
"ახლა გუნდებს სჯერათ, რომ ჩვენთან დადებითი შედეგის მიღწევა შეუძლიათ" - სლოტმა "სანდერლენდთან" მატჩი შეაფასა
კიტეიშვილის "შტურმი" სახლში დამარცხდა და ვერ გალიდერდა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
მობილიზაცია შეეხო - უკრაინის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ფრონტის ხაზზე გააგზავნიან
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე