22 წლის ნახევარმცველმა რატი არდაზიშვილმა ლვოვის "რუხთან" ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი გააფორმა.

რატი თბილისის "ლოკომოტივის" აღზრდილია, ბოლო სეზონში კი იჯარით "ჩიხურაში" ასპარეზობდა.

"რუხი" უკრაინის პერშა ლიგის (რანგით მეორე დივიზიონია) ლიდერი და პრემიერლიგაში გადასვლის რეალური კანდიდატია.

რატიმ განაცხადა, რომ ორ კვირაზე მეტია, ახალ გუნდშია, კლუბს ამბიციური პროექტი აქვს, თანაგუნდელები ადაპტაციაში ეხმარებიან, სპარინგში გოლიც გაიტანა, სეზონის დასაწყისში შესანიშნავ ფორმაში იქნებიან და სურს, გუნდს მიზნის მიღწევაში დაეხმაროს.

არდაზიშვილი "რუხის" სპორტულმა დირექტორმა ვლადიმირ ლაპიცკიმ შეაქო: "ქართველი ფეხბურთელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ტექნიკით. რატი გამონაკლისი არ არის. მას რეკომენდაცია ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა და სატელევიზიო ექსპერტმა მიხეილ მეტრეველმა გაუწია. ის ჩვენი კარგი მეგობარია, კარგად იცნობს ქართულ საფეხბურთო ბაზარს. რატი სინჯებზე მოვიწვიეთ, საქმეში ვნახეთ და ხელშეკრულება გავუფორმეთ. ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიულია. მჯერა, ის დასახული ამოცანების შესრულებაში დაგვეხმარება.

გვესმის, ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, არა მარტო სათამაშო, არამედ ყოფით საკითხებშიც. ენის არცოდნის პრობლემა აქვს. რასაც მწვრთნელი მისგან ითხოვს, ჯერ ყველაფერი არ ესმის, მაგრამ ლვოვში მას უკრაინული ენის რეპეტიტორი ელის.

ჩვენ რატის თამაშები თბილისის "ლოკომოტივში" ვნახეთ. მერწმუნეთ, მაღალ დონეზე შეუძლია ასპარეზობა. ფეხბურთი უზომოდ უყვარს, ძალიან მონდომებულია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ".

კვარა
რა არის ეს მაისურზე სახელების და "კლიჩკების" დაწერა რომ დაიწყეს.რატი,ვაკო,ზურიკო,კვარა.თურქებმა იციან ასე.
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
პსჟ ინგლისის ნაკრების შემტევის შეძენას გეგმავს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
შუქურა-ლოკომოტივი 0:5 - "რკინიგზაში" ფრენაც სცოდნიათ [VIDEO]
ლოკომოტივი-დილა 3:3 - თამაში, რომელმაც ფეხბურთი გაგვახსენა [VIDEO]
რატი არდაზიშვილს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
აზაროვმა შეუცვლელად ითამაშა - "შახტარმა" "რუხს" სძლია
ეროვნული ლიგა. XII ტური: "ლოკომოტივი" "საბურთალოსთან" დამარცხდა [VIDEO]
აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს - კაცნაკლული "შახტარი" ფრეს დასჯერდა
საჩხერის "ჩიხურა" ევროპა ლიგამდე ნახევარმცველით გაძლიერდა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა რუსეთი დაამარცხა [VIDEO]