ახლოვდება ბელარუსთან ისტორიული მატჩი და აჟიოტაჟი თანდათან მატულობს. ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ ბაზანოვმა ინტერვიუ მისცა pressball-ს და საინტერესო საკითხებზე ისაუბრა. სხვათა შორის, ის პროფესიონალი სამხედროა, არტილერისტი; ავღანეთში მსახურობდა, სადაც ოცმეთაური იყო, ბელარუსში კი საარტილერიო პოლკს, შემდეგ კი სარაკეტო ბრიგადას ხელმძღვანელობდა.

- თქვენი შთაბეჭდილებები ნაკრების ახლახან ჩატარებულ სპარინგებზე...

- ძალიან კარგი. ფიფას რეიტინგში 87-ე ადგილზე ვართ, ორი პიზიციით უზბეკეთს ჩამოვრჩებით. ბულგარეთი კი საერთოდ ჩვენზე ძალიან წინაა - 59-ეზე. ორივე გამარჯვებამ გამახარა. მიხაილ მარხელმა, ცნობილი გარემოებების გათვალისწინებით, ეს შეხვედრები ისე ჩაატარა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა. უზბეკებთან უფრო გამოცდილები ათამაშა, ხოლო ბულგარელებთან საქმეში ახალგაზრდები გამოსცადა და მათი პერსპექტივა ნახა. ვთვლი, რომ სამწვრთნელო შტაბს არც ერთ მატჩში შეცდომა არ დაუშვია.

- კონკრეტულად რამ გაგახარათ?

- თქვენ იცით, რა პრობლემები ჰქონდა ეროვნულ გუნდს წამყვანი მეკარეების ტრავმების გამო, მაგრამ ახალგაზრდა პავლიუჩენკომ უზბეკეთთან თავი ნამდვილ მებრძოლად წარმოაჩინა. ხატკევიჩი კი მარხელმა მხოლოდ მეორედ გამოიძახა და არც შემცდარა - გუნდს სოფიაში ძალიან დაეხმარა. ავიღოთ იგივე პოდსტრელოვი, რომელმაც ბულგარელებთან თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. პლუს, ამ ბიჭს შეუძლია გატანა, არასტანდარტულად მოქმედება.

- ქართველებთან მატჩი ახლოვდება. ალბათ, საქმის კურსში ხართ, როგორი ბუმია იქ, რა ხდება: სტუმრებზე თბილისში ზეწოლა მასპინძელთა მხრიდან გიჟური იქნება...

- ყველაფერი შესანიშნავად გვესმის. ბილეთები თითქმის უკვე კარგა ხანია გაყიდულია, ანშლაგი იქნება. თუმცა ზედმეტი მღელვარება, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას, მწვრთნელებმა თავიანთი უნარიანი მოქმედებებით მინიმუმამდე უნდა დაიყვანონ. ფსიქოლოგიურად ისეა მუშაობა საჭირო, რომ სტუმართა მოედნის და 55-ათასიანი სტადიონის ფაქტორი ძლიერ არ ვიგრძნოთ. რა თქმა უნდა, ამიერკავკასიაში - თბილისში, ერევანსა და ბაქოში თამაში ძნელია და ეს საბჭოთა პერიოდიდანაა ცნობილი, მაგრამ ჩვენ ვაცნობიერებთ, ეს როგორი უნიკალური შესაძლებლობაა - ორი მატჩის შემდეგ ევრო 2020-ზე გასვლა. გულშემატკივართა გასახარებლად გუნდი თავს არ დაზოგავს.

- და რაში მდგომარეობს მისი მთავარი შანსი?

- შემადგენლობა, ტაქტიკა - ეს სამწვრთნელო შტაბის პრეროგატივაა, მის გადაწყვეტილებებში ჩვენ არ ვერევით. დიახ, მეტოქე ძლიერია. ბევრი ქართველი ფეხბურთელი ევროპულ ჩემპიონატებსა და რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობს. ბუნებრივია, კარგი შემსრულებლები საკმაოდ ჰყავთ, მაგრამ ჩვენ თამაში ისე უნდა ავაწყოთ, რომ გავიმარჯვოთ. ყველა 100%-ით კი არა, არამედ 120%-ით უნდა დაიხარჯოს. ტყუილად კი არაა ასეთი გამონათქვამი: "წესრიგი ამარცხებს კლასს".

- ევროპირველობაზე გასული ნაკრებების ფედერაციებს უეფა სოლიდურ პრემიებს უხდის - 9.25 მილიონ ევროს თითოეულს. რამდენი იქნება გუნდის წილი წარმატების შემთხვევაში?

- ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ უკვე გაახმოვანა ეს ციფრი და ჩვენ მის შეცვლას არ ვაპირებთ. თუ ევროზე გავედით, გუნდი თანხის 80%-ს, ანუ 7.4 მილიონს მიიღებს.

დიმა
იქნებ ფედერაციამ გვაცნობოს რამდენ პრემიებს მიიღებენ ჩვენი ფეხბურთელები ამ 9 მილიონიდან.
ოლღა ბებია
ბელორუსულ წესრიგში რა იგულისხმება, ეგ მხოლოდ მაგათ ბატკას თუ ეცოდინება, მერე ჩვენი კლასი სად და ვისთან ნახა ამ შეჩვენებულმა, დეეფსო მაგას მისი თვალები....
გოგა
იცით რა გამწხსენდა. კალათბურთშიც ჯერ ბელარუსებს მოუგეთ პლეიოფი ა დივიზიონში გადავედით და მერე ევრობასკეტზე გავედით. ფეხბურთშიც მასე იქნება ბელარუსების გავლით გავალთ ევროპაზე
დრიმ
ჩვენთან რომ მალავენ მაგ ამბავს? :) :) :)
პაპა
ჩენთან როგორი პრემიებია გასვლის შემთხვევაში?
Gia
ახლა კი დავრწმუნდი, რომ 1000 % ვიგებთ. ამათი ტრაბახა დედაც...
Z.g.
ღმერთო ესენი გაგვაჩუმებინე,საერთოდ არ აქვთ მეტოქის პატივისცემა, არც არსდროს ქონიათ, წარმატებას ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს ,წინ საქართველო, ცოტა გვიჭირს მაგრამ ერთად ბევრი გაგვიტეხია და თუ ერთად დავდგებით კიდევ ბევრს გავტეხავთ წელში, დარასელიასთვის, ყიფიანისათვის, მესხისთვის,შენგელიასთვის, და კიდევ ბევრისთვის გავიმეოროთ 13 მაისი,ღმერთი შეგვეწიოს!!
ემირ
თქვენ რო მოიგებთ ისე მოეგოს საშობაო ღორს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ვლადიმირ ვაისი: თუ ნაკრების დატოვება მომიწევს, ჯობს გამარჯვებული წავიდე
ბეილიმ ყაზანში გაიბრწყინა - ყრუაშვილმა სამი პენალტი დანიშნა [VIDEO]
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების რეაქცია ფანების დახვედრისას
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
თორნიკე ოქრიაშვილი: მაკედონიასთან 3 ქულა უნდა ავიღოთ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრები ზეიმობს - გამარჯვება კალაძემ და კობიაშვილმა მიულოცეს [VIDEO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ყაზახეთის ნაკრებმა ვადამდე მოიპოვა ერთა ლიგის ნახევარფინალის საგზური
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ