86 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი სიმაღლეზე მხტომელი და რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი რობერტ შავლაყაძე.

ოლიმპიური ჩემპიონი 1933 წელს თბილისში დაიბადა. სპორტსმენმა 1955 წელს დაამთავრა ფიზკულტურის უნივერსიტეტი და სწორედ ამ მომენტიდან ეტაპობრივად დაიწყო მისი სპორტული აღმავლობა.

რობერტ შავლაყაძემ 1960 წლის ოლიმპიურ თამაშებზე რომში მოახერხა, რომ დაემარცხებინა ამერიკელი სიმაღლეზე მხტომელი, რომელსაც მანამდე ევროპიდან ვერავინ აჯობა. მან ოლიმპიადაზე 2.16 მეტრი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.

ის იყო ევროპის ჩემპიონატის მესამეპრიზიორი (1962), სსრკ-ის ჩემპიონი (1964) და სამგზის მეორეპრიზიორი (1959, 1960, 1962), ძმები ზნამენსკების საერთაშორისო ტურნირის ხუთგზის ჩემპიონი (1958-62), სოციალისტური ქვეყნების თამაშების შვიდგზის გამარჯვებული (1957, 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1963), „გიგანტთა მატჩში“ (აშშ-სსრკ) გამარჯვებული (1959). საუკეთესო შედეგი — 217 სმ.

რობერტ შავლაყაძე გახდა სპორტის დამსახურებული ოსტატი, ღირსების, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენების კავალერი.

1977–80 წლებში კონგოს მძლეოსანთა ნაკრებს წვრთნიდა.

დიდება მის სახელს! ღმერთმა აცხონოს! ის მართლაც ლეგენდაა!!!!!
ბმბ
ლეგენდები არ კვდებიან!
ჯ.ჩ.
რომში ფურორი მოახდინა. დაამარცხა უძლეველი ამერიკელი თომასი და ლეგენდარული ვალერი ბრუმელი.
tngh
შესანიშნავი სპორტსმენი, რომელმაც მსოფლიოში უდიდესი სენსაცია მოახდინა!!! უფალმა გაანათლოს მისი სული...
მანჩო
ნათელში ამყოფოს უფალმა, ამინ!
emigranti
ნათელში ამყოფოს მისი სული უფალმა.
შალვა 73
ნათელში ამყოფოს ღმერთმა, მადლობა ყველაფრისთვის.
"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა