7 მარტს, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში პორტუგალიასთან გასამართ მატჩში, "ბორჯღალოსანთა" რიგებს კიდევ ორი მორაგბე შეემატება.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პარიზში, "სტად ჟან ბუენზე" (19:00 საათზე) გასამართი მატჩისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და ორი მათგანი დებიუტანტია.

მესამეხაზელი თორნიკე ჯალაღონია (ქვედა ფოტოზე), რომელმაც თავი 2017-18 წლებში "უმცროსი ბორჯღალოსნების" რიგებში მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშით დაგვამახსოვრა, გაფართოებულ რაზმში ბელგიასთან მატჩის წინაც იყო. მაშინ 21 წლის მორაგბე საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდა, ახლა კი თამაშში მარქაფიდან ჩაერთვება.

მარქაფაშია ქუთაისის "აიასა" და "უმცროსი ბორჯღალოსნების" შუამარბი ლაშა ლომიძე, რომელსაც ეროვნულ გუნდში ასევე დებიუტი ექნება. მას 20-წლამდელთა მსოფლიო თასზე თამაში წელსაც უწევს და ცოტა ხნის წინ საფრანგეთში მასპინძელთა ახალგაზრდული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, მერე კი ეროვნულ გუნდს შეუერთდა და 23-კაციან განაცხადში მოხვდა.

ცვლილებები ძირითადში

ორი კვირის წინ ბელგიასთან 78:6 მოგებული მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად რამდენიმე მორაგბე შეცვალა.

სრულადაა განახლებული შერკინების პირველი ხაზი და თამაშს გიორგი თეთრაშვილი, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა იწყებენ. თეთრაშვილი 2018 წლის შემდეგ პირველადაა ძირითადში. მან ბელგიასთან შეცვლაზე ითამაშა.

დამწყებთა შორის ადგილი შეინარჩუნა მეორეხაზელმა ლაშა ჯაიანმა, რომელსაც "ბორჯღალოსნებში" დებიუტი ორი კვირის წინ, ბელგიასთან ჰქონდა. მას დავით გიგაური შეუწყვილდება, რომელიც ესპანეთთან და ბელგიასთან მარქაფაში იყო, ახლა კი სასტარტო შემადგენლობაშია.

მესამე ხაზში ადგილი შეინარჩუნა გუნდის კაპიტანმა ბექა გორგაძემ, ასევე, ფლანკერმა გიორგი თხილაიშვილმა. მეორე ფლანკერი ბექა საღინაძე იქნება, რომელიც ძირითადში ბრუნდება.

შეცვლილია ღერძი და 9 ნომრის პოზიციაზე თამაშს გიორგი ბეგაძე, ხოლო მგეზავად ლაშა ხმალაძე იწყებს. ბეგაძე წელს სასტარტო შემადგენლობაში პირველადაა. ორი კვირის წინ მან ბელგიასთან მეორე ტაიმში ითამაშა და პირველი სანაკრებო ლელო გაიტანა. ხმალაძემ მგეზავად თამაში ბოლოს 2019 წლის მსოფლიო თასზე, ავსტრალიის ნაკრებთან დაიწყო.

ცენტრში გამოცდილი მორაგბეები – ლაშა მალაღურაძე და დავით კაჭარავა შეწყვილდებიან. მალაღურაძისთვის ეს 99-ე კეპი იქნება და თუ რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში რუსეთის წინააღმდეგაც ითამაშა, მეოთხე ქართველი ცენტურიონი გახდება, ხოლო კაჭარავა საფრანგეთში 122-ე კეპს მოიხვეჭს.

ფრთებზე გამოცდილ ალექსანდრე თოდუას და ახალბედა დემე თაფლაძეს ვიხილავთ. 20-წლამდელთა კაპიტან თაფლაძეს ეროვნულ გუნდში დებიუტი ორი კვირის წინ ბელგიასთან ჰქონდა და მაშინ ცენტრში ითამაშა, ახლა კი ფრთაზე გადაინაცვლა. ფულბეკი წინა შეხვედრის მსგავსად სოსო მათიაშვილია.

დებიუტანტების გარდა, მარქაფაში არიან კვაჭი გიორგი ჭყოიძე, ბურჯები გურამ გოგიჩაშვილი და გიორგი მელიქიძე, გამოცდილი მეორეხაზელი შალვა სუთიაშვილი, ასევე, გელა აფრასიძე და თედო აბჟანდაძე.

რაგბი ევროპის ჩემპიონატი 2020. IV ტური. 7 მარტი

პარიზი (საფრანგეთი). "სტად ჟან ბუენი". 19 საათი (საქ. დრო)

პორტუგალია–საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი), 14. დემე თაფლაძე (ლელო-სარასენსი), 13. დავით კაჭარავა (ენისეი), 12. ლაშა მალაღურაძე (ვევეა), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 9. გიორგი ბეგაძე (ჯიქი)

შერკინება: 1. გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ლევან ჩილაჩავა (მონპელიე), 4. ლაშა ჯაიანი (ექსეთერის უნივერსიტეტი), 5. დავით გიგაური (კოლომიე), 6. ბექა საღინაძე (ორიაკი), 7. გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, კაპ.)

მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე); 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), 20. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე), 22. თედო აბჟანდაძე (ბრივი), 23. ლაშა ლომიძე (აია)

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ერთი ის ვერ გავიგე, ეს დებიუტანტები სხვა ახალგაზრდებთან ერთად ბარემ ძირითადში დაეყენებინა... უკანა ხაზის უმეტესობა ვეტერანია .ჩემი აზრით, უკვე დროა, ახალგაზრდებისაგან ჰქონდეთ ძირითადის მონახაზი
სოსო
დარწმუნებული ვარ,დებიუტანტები კარგად ითამაშებენ.წარმატებები მთელ გუნდს და განსაკუთრებით დებიუტანტებს.აი ტაბუცაძის არ დაყენება კი არა მგონია სწორი იყოს.სჯობდა კიდევ ეთამაშა და ნაკრებში სრულიად შინაურად ეგრძნო თავი.პ.ს.ადმინ,საფრანგეთთან ახალგაზრდული ნაკრების განმეორებით თამაშზე,რატომ ჩაიგუბეთ პირში წყალი?რაღაცა ინფორმაცია მაინც დადეთ,დალოცვილებო.რუგგერ ინფოდან რატომ უნდა ვიგებდე შედეგებს?
შოთო
კარგია ასეთ დროს სხვა პირველხაზელებიც გამოცადონ, მაგალითად გიორგი ნუცუბიძე ბიარიციდან, რომელიც 3 ჯერ იყო დასახელებული ტურის საუკეთესოში. 20 წლამდე ნაკრებშიც აქვს ნათამაშები და ძალიან პერსპექტიული მორაგბეა.
დათო
ტაბუცაძე რატომ არ არის?
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
პსჟ-მ ლიგა 1-ის მატჩის გადატანა მოითხოვა
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | როტაციით ნიდერლანდებთან
[VIDEO] 61:12 - საქართველოს ნაკრებმა ნიდერლანდებსაც უპრობლემოდ მოუგო
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
რაგბი ევროპა | ესპანეთთან მასპინძლობისთვის
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის