ფიოლერი ტრანსფერის კატეგორიული წინააღმდეგია

„ლევერკუზენი“ გერმანიის ვიცე-ჩემპიონი რომ გახდა, სხვებთან ერთად, პირველ რიგში ეს ჩილელი საყრდენი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის დამსახურებაა. 24 წლის ჩამშლელმა სეზონი ბრწყინვალედ ჩაატარა - 33 მატჩში 10 გოლი და 12 საგოლე პასი მიითვალა. ახლა კი ირკვევა, რომ ვიდალის გადაბირება არა მარტო მიუნხენის „ბაიერნს“, არამედ იტალიურ „ნაპოლისაც“ უნდა.

როგორც იცით, ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს, გუნდის საევროპოდ გაძლიერების დაწყებას კი ვიდალის ტრანსფერით გეგმავენ.

იტალიელთა დაინტერესებას, რაც „ნაპოლის“ ბოსებმა ოფიციალურადაც დაადასტურეს, გუშინ „ლევერკუზენის“ ბოსი ვოლფგანგ ჰოლცჰოიზერი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „ბაიერს“ ვიდალის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით არაფრის მოსმენა არ სურს. თუმცა „ბილდმა“ მაინც გამოარკვია, რომ „ლევერკუზენის“ სპორტული დირექტორი რუდი ფიოლერი ნეაპოლელ კოლეგა რიკარდო ბიგონს შეხვდა და მას ვიდალის შესახებ ესაუბრა. თუმცა შედეგი უცვლელია: ფიოლერის თქმით, ვიდალის გაყიდვა ფაქტობრივად გამორიცხულია. „ბიგონთან საკმაოდ სასიამოვნო საუბარო მქონდა და მას განვუმარტე, რომ „ლევერკუზენი“ არტურო ვიდალის გაყიდვას არ გეგმავს. ჩვენ გაისადაც გვსურს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება, ამ მიზნის მისაღწევად კი ვიდალი ძალიან გვჭირდება,“ - ამბობს რუდი.

ფიოლერის თქმით, ვიდალის ყიდვა „ნაპოლის“ გარდა კიდევ არაერთ კლუბს უნდა, მაგრამ „ფარმაცევტების“ სპორტული დირექტორი დარწმუნებულია, რომ გუნდის ერთერთი ლიდერის შენარჩუნებას შეძლებს. მეტიც, „ფარმაცევტებს“ ჩილელთან კონტრაქტის გაგრძელებაც უნდათ.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე