ნატალია ოთხმეზური ამერიკის კოლეჯთა ლიგის Region IX კონფერენციის ჩემპიონია. კასპერის კოლეჯის გუნდმა "თანდერბერდსმა", 19 წლის ქართველი ლეგიონერის უდიდესი თანამონაწილეობითა და წინამძღოლობით, სეზონის უმთავრესი ტიტული მოიგო. რეგულარული ჩემპიონატისა და პლეი-ოფის მატჩებში, განსაკუთრებით კი, ფინალურ შეხვედრაში, ნატალია ოთხმეზური დიდი შედეგიანობით გამოირჩეოდა.

საჩემპიონო მატჩი მწირქულიანი გახლდათ და მის დასრულებამდე 2.20 წუთით ადრე კასპერელები 59:56 იგებდნენ, როცა ოთხმეზურმა სამქულიანით თავისიანები 6 ქულით დააწინაურა. მეტოქე ნებრასკის შტატის ვესტერნ კოლეჯის გუნდი გახლდათ, რომელსაც სეზონში მხოლოდ 2 მატჩი ჰქონდა წაგებული და ნაციონალურ რეიტინგში “კასპერზე” გაცილებით მაღლა იყო. მატჩის დასრულებამდე 32 წამით ადრე ნებრასკელებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს – 64:64 და “თანდერბერდსმა” ბოლო შეტევა წამოიწყო.

ევროპული კალათბურთისგან განსხვავებით, ამერიკის სტუდენტურ ლიგაში შეტევისთვის 30 წამია გამოყოფილი. ქართველმა უკანახაზელმა გამოყოფილი დრო თითქმის ბოლომდე ამოწურა და შემდეგ შეუტია. მეტოქეებმა ნატალია ჯარიმით შეაჩერეს, რომელმაც დასრულებამდე 3.6 წამით ადრე ორივე საჯარიმო ზუსტად შეასრულა – “კასპერი” 66:64 დააწინაურა და ჩემპიონობა გაუნაღდა.

მთლიანობაში ქართველმა ლეგიონერმა 14 ქულა, 9 მოხსნა და 2 პასი დააგროვა, რისთვისაც მოედანზე 31 წუთით ყოფნა დასჭირდა. ნატალიამ 3-დან 1 ორქულიანი, 7-დან 2 სამიანი და 7-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. გამარჯვებულთაგან ასევე გამოირჩა მაია ჯონსი 14 ქულითა და 8 მოხსნით.

ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რის შემდეგაც ჩემპიონმა კასპერელებმა ტრადიციული რიტუალი შეასრულეს – კალათს ბადე ჩამოაჭრეს. წარმოდგენილ ვიდეოში გთავაზობთ ზემოთ ნახსენები მატჩის გადამწყვეტ მომენტებს და ნატალიას მიერ ბადის ჩამოჭრისას შესრულებულ საცეკვაო ილეთს. აღსანიშნავია, რომ 7 მარტს, როცა მატჩი გაიმართა, ნატალიას დაბადების დღე იყო და ამ გამარჯვებით პერსპექტიულმა ქართველმა გოგონამ ძვირფასი საჩუქარი მიიღო.

როგორც კონფერენციის ჩემპიონმა, “კასპერ თანდერბერდსმა” მოიპოვა ამერიკის კოლეჯთა ლიგის I დივიზიონის ნაციონალური ჩემპიონატის საგზური, რომელიც 16-21 მარტს ტეხასის შტატის ქალაქ ლუბოკში გაიმართება.

GBF.GE

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ნატალია ოთხმეზურის ბენეფისი ამერიკის სტუდენტურ ლიგაში | 38 ქულა 38 წუთში
ნატალია ოთხმეზურის 18 ქულა "სენტ მერისთან" | "აიონა" კონფერენციის ლიდერია
ნატალია ოთხმეზური ქალთა NCAA-ის Metro Atlantic Athletic კონფერენციის ჩემპიონია
ნატალია ოთხმეზურის ოთხიდან ოთხი სამქულიანი ამერიკის უმაღლეს სტუდენტურ ლიგაში
ნატალია ოთხმეზურმა 22 წუთში ჩაგდებული 20 ქულით "აიონა" ფინალში გაიყვანა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან