უჭირთ ესპანეთში გრანდებს, ოხ, რარიგად უჭირთ

8 მარტს, ლა ლიგას 27-ე ტურში "ბეტისმა" სახლში "რეალს" 2:1 მოუგო.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი, ისევე, როგორც მთელი მატჩი, კარგად ჩაატარეს. ჯერ ბარტრამ ახლო მანძილიდან გადააცილა თავურით ბურთი კარს, შემდეგ კურტუამ ფეკირის დარტყმული ბურთი მოიგერია, ხოლო მე-40 წუთზე სიდნეიმ ანგარიში გახსნა.

უნდა აღინიშნოს, რომ მეკარეს ბურთის მოგერიება მართებდა. თუმცა სტუმრებმა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ საპასუხო გოლი გაიტანეს - მარსელოს მიერ მოპოვებული თერთმეტმეტრიანი ბენზემამ გამოიყენა.

55-ე წუთზე "ბეტისის" ვეტერანმა ნახევარმცველმა ხოაკინმა საგოლე მომენტი გააცუდა. სამაგიეროდ, შანსი ხელიდან არ გაუშვა შეცვლაზე შესულმა ტელიომ, რომელიც გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

"რეალი" 56 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ "ბარსელონას" 2 ქულით ჩამორჩება და 14 მარტს "ეიბარს" უმასპინძლებს.

"ბლანკოსმა" უკანასკნელი 7-დან 4 მატჩი წააგო - იქამდე 32 შეხვედრაში მხოლოდ 2-ჯერ დამარცხდა.

ბენზემამ "რეალში" 241-ე გოლი გაიტანა, პუშკაშს დაეწია და ამ მაჩვენებლით ხუთეულში შევიდა - 450 გოლით საუკეთესო რონალდოა.

38 წლის ხოაკინმა პრიმერაში 544-ე მატჩი ჩაატარა. მასზე წინ მხოლოდ სუბისარეტა (622) და რაული (550) არიან.

სევილია. "ბენიტო ვილამარინი". 51 521 მაყურებელი

ბეტისი - რეალი 2:1

გოლები: 1:0 სიდნეი (40), 1:1 ბენზემა (45+3, პენ), 2:1 ტელო (82)

s s
ბარსას და მესის რო მიწასთან ასწორებენ ხილმე, ამაშია საქმე, მწარე რეალობა, და, ყველაფერზე წამსვლელი სამარცხვინო კაცი, შანტაჟისტი მესი, გგ, კაკო, მწარე სიმართლე, სად ხართ? რატო აღარ ჩანხართ? დაგადუმათ თქვენმა საყვარელმა რეალმა? თუ ინტერნეტი გაგეთიშათ?
barsa
რეალის ფანები არ გამოჩნდებიან კაი ხანი, მითუმეტეს ამ კვირაში ლიგიდანაც ვარდებიან ოფიციალურად!
tata
ნამდვილად, სირცხვილია მართლა. ყველა გუნდმა შეიზლება ნებისმიერთან წააგოს, ბურთი მრგვალია ბოლო-ბოლო. როგორ უნდა მოგიტრიალდეს ენა და მესი ლანძღო, კაცი რომელიც უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს ამდენ ადამიანს თავისი თამაშით (არა მხოლოდ ბარსას გულშემატკივარს) და ამდენს შეაყვარა ფეხბურთი. თუ ფეხბურთი გიყვარს, არ აქვს მნიშვნელობა რომელი გუნდის გულშემატკივარი ხარ, ცუდი არ უნდა თქვა ამ კაცზე. ხო და კიდევ, "ლა ლიგა ჩვენია", "ყველაზე მაგრები ვართ" და ამგვარი გამონათქვამები დაივიწყეთ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება შეიცვალოს სიტუაცია და ეს გუშინდელმა დღემ დაამტკიცა, ასე რომ წინასწარ ტრაბახს მოეშვას ყველა, ცუდად ბრუნდება უკან
barsa mesi
რეალსა და ბარსა უჭირთ გეთანხმები, მაგრამ ბარსას ნაღდად ობიექტური მიზეზი აქვს. ჯერ ვალვერდეს უნიათობა, მერე ბარსას პრეზიდენტის არაფრის მომცემი ტრანსფერები, ეხლა უფრო უარესი შემცვლელი ვალვერდესი, სეტიენი რომელიც არ არის ბარსას დონის. როგორ გგონიათ ასეთი იძულებითი ცვლილებები არ აისახება გუნდზე ? ერთი სავარჯიშო სისტემიდან უცებ გადასვლა სხვა ახალი მწვრთნელის სიტემაზე ძალიან ძნელია. ერთი სიტყვით ბარსას სჭირდება ან გვარდი ან ხავი სასწრაფოდ, და საშუალო დონის ფეხბურთელებისგან გუნდის გამოხშირვა.
levani
ყოჩაღ გოჩა. ნამდვილად ღირსეული კომენტარია.
goCa
აბა რეალის მომხრეებო! სადა ხართ? დავიწყოთ ეხლა ბარსას და მესის მომხრეებმა ლანძღვა გინება თქვენს მიმართ? რასაც თქვენ ბარსას და მესის მიმართ კადრულობთ, უკანასკნელი ნაძირალაც არ იკადრებს. ამით ვამთავრებ. არ დავეცემით თქვენს დონეზე.
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ენცო ფერნანდესმა "რეალში" ტრანსფერთან დაკავშირებით მინიშნება გააკეთა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
ანტონი "ბეტისში" ბრუნდება - ბრაზილიელი ესპანეთში გაემგზავრა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] "რეალმა" "ბეტისი" გაანადგურა, გონსალო გარსიამ ვან ნისტელროის მიღწევა გაიმეორა...
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი
გადავა თუ არა ჰაკიმი "რეალში"? - აგენტმა კითხვაზე უპასუხა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
პსჟ "რეალის" შემტევის შეძენას აპირებს
"მანჩესტერ სიტი" როდრის ახალ კონტრაქტს შესთავაზებს