საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა რაგბი ევროპის „ალაფისთვის“ მზადება დაიწყო, რომელიც ზაფხულში ორ ეტაპად უნდა გაიმართოს, მანამდე კი ორ საერთაშორისო ტურნირს ითამაშებს.

ერთი საწვრთნელი შეკრება, 1-იდან 6 მარტის ჩათვლით, უკვე გაიმართა თურქეთში და მასში საქართველოს გარდა, უკრაინის, ისრაელის, ნორვეგიის და ყაზახეთის (ორი გუნდით) ნაკრებები მონაწილეობდნენ. საქართველოს 7-ქალა ნაკრები შეკრებაზე 16 მორაგბით იყო წარმოდგენილი და მათგანი სამი უფროსი ასაკის გუნდში პირველად მოხვდა – მარიამ ბერნაძე, ნინო წიკლაური და სალომე ჩხაიძე.

„შეკრებაზე 18-წლამდელთა ნაკრებიდან დაწინაურებული სამი გოგონა გვყავდა, რომელთაგან ერთი ჯერ მხოლოდ 17 წლისაა და „ალაფაზე“ ვერ დაგვეხმარება, თუმცა პერსპექტიული მოთამაშეა და დიდ გუნდში ყოფნა დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გოგონები პირველად იყვნენ უფროსი ასაკის გუნდში და ველოდი, გარკვეული ფსიქოლოგიური წნეხი ექნებოდათ, ასე არ მოხდა და დასახულ ამოცანებს თავი კარგად გაართვეს. თურქეთში იმ გუნდებთან ერთად ვიყავით, რომლებთანაც ოფიციალურ ტურნირში მოგვიწევს თამაში. ასევე ორი გუნდით იყო წარმოდგენილი ყაზახეთი, რომლის შემადგენლობაშიც რამდენიმე ისეთი გოგონა თამაშობდა, რომლებსაც 15-ქალა ნაკრებთან ერთად ორ მსოფლიო თასზე აქვთ მონაწილეობა მიღებული“ – განაცხადა გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯაბა მალაღურაძემ.

ყოველდღიური ვარჯიშების პარალელურად, ჩვენს 7-ქალას ორი სათამაშო დღე ჰქონდა. 6 მარტს თამაშებს ტურნირის სახე მიეცა და მალაღურაძე გოგონების გარჯით კმაყოფილი დარჩა:

„ყოველ წელს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობას განვიცდით და ამ კუთხით ეს მნიშვნელოვანი შეკრება იყო. დაწყებული გვაქვს ტაქტიკური მონახაზების დამუშავება, ჩვენს თამაშში გარკვეული ნიუანსები შევცვალეთ და გვსურდა ამ ყველაფრის პრაქტიკაში ხილვა, რათა შემდგომში დეტალების გამოსწორებაზე ვიმუშაოთ. გოგონების თამაშით კმაყოფილი ვარ. აშკარად გაღრმავებულია თამაშის ცოდნა და გაუმჯობესებულია სარაგბო უნარები. ჩვენმა ნაკრებმა საკმარისი გამოცდილება დააგროვა და ეს უკვე თამაშის ხარისხზეც აისახება“.

რაგბი ევროპის „ალაფამდე“ 7-ქალას კიდევ ორ ტურნირში მონაწილეობა აქვს დაგეგმილი – 25 აპრილს ბონში და 13-14 მაისს პარიზში:

„იმედია, ვირუსის გამო ეს ტურნირები არ გადაიდება და ბონში იმ გუნდების წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომელთაც ოფიციალურ ტურნირზე შევხვდებით. ეს კარგია, რადგან გოგონები ეჩვევიან მათ წინააღმდეგ თამაშს; იციან, პარიზის ტრადიციული ტურნირი მასზე ბევრად ძლიერია, რადგან მასში მონაწილეობენ მსოფლიო სერიის მონაწილე გუნდები, მაგალითად, სამხრეთი აფრიკა და უელსი. ეს არის ერთგვარი ინდიკატორი, თუ სად ვიმყოფებით და ამავდროულად, მოთამაშეები თავდაჯერებულობას იძენენ".

შარშან საქართველოს 7-ქალა ნაკრებმა ორი ეტაპის ჯამში „ალაფაზე“ მე-8 ადგილი დაიკავა. მალაღურაძე იმედოვნებს, რომ წელს შედეგი უკეთესი იქნება:

„ორი ეტაპის თამაში მოგვიწევს, რაც ძალიან კარგია. თუ პირველ ეტაპზე რაიმე მიზეზით სასურველ შედეგს ვერ ვაჩვენებთ, მეორეზე სიტუაციის გამოსწორების შანსი გვექნება. შარშან ამ დონეზე პირველად ვითამაშეთ და მე-8 ადგილი დავიკავეთ, თუმცა მეტის მიღწევაც შეიძლებოდა. წელს პროგრამა-მინიმუმი ზედა ექვს გუნდს შორის მოხვედრა იქნება და ვეცდებით, უფრო მაღალი ადგილი დავიკავოთ“.

შეკრებაზე იყვნენ:

ნათია გავაშელი, სალომე მაკასარაშვილი, ირმა გულიაშვილი, თეო ჩიტაიშვილი, ლიკა ხუფენია, ლიკა პერტაია, თაკო მანაგაძე, ანა კაპანაძე, სალომე საღარაძე, მარიამ გოგუაძე, თიკა სიხარულიძე, ანი სირაძე, მანონი საღარაძე, მარიამ ბერნაძე, ნინო წიკლაური, სალომე ჩხაიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა!
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა