გუნდთან ერთად ხორვატიაში ნუკრი რევიშვილისა და ნიკოლოზ გელაშვილის გამგზავრება საბოლოოდ გამოირიცხა
ეროვნული ნაკრების გუშინდელი ვარჯიში 18-ის ნაცვლად 17 საათზე დაიწყო. მიზეზი ის იყო, რომ 19 საათისთვის ნაკრები სრული შემადგენლობით საპატრიარქოში იყო მიწვეული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შესახვედრად. ილია მეორემ გუნდი დალოცა და წარმატებები უსურვა.

"ბასაზე" გამართულმა ვარჯიშმა კი ამჯერადაც დაახლოებით საათნახევარს გასტანა, საქართველოს ნაკრების შემადგენლობა კი უფრო შევსებული იყო. გუნდს დაემატა "კრასნოდარის" ახალგამოჯანმრთელებული კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილი და სრული დატვირთვითაც ივარჯიშა, "ვოლგას" ქართველები თბილისში გუშინ, გვიან საღამოს ჩამოვიდნენ, ზურაბ ხიზანიშვილი კი ნაკრებს პირდაპირ ხორვატიაში შეუერთდება.

სამწუხაროდ, გამოირიცხა ხორვატიაში ნუკრი რევიშვილის თამაში. საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე მწვრთნელთა განკარგულებაში კი რჩება, მაგრამ რად გინდა – ხელის თითის იოგი აქვს გაწყვეტილი. თუ მინდვრის მოთამაშისთვის ეს საგანგაშო პრობლემა არ იქნებოდა, გოლკიპერისთვის ეს ისეთი ტრავმაა, რომელიც კარში ჩადგომის საშუალებას არ აძლევს.

ამგვარად, სპლიტში ჩვენი გუნდის კარს გიორგი ლორია დაიცავს. მართალია, მიმდინარე შესარჩევ ციკლში რევიშვილმა ყველა შეხვედრა შეუცვლელად და საიმედოდ ჩაატარა, მაგრამ ამხანაგურ მატჩებში საკუთარი შესაძლებლობები ლორიამაც დაამტკიცა. ყველაზე ეფექტური კი "დინამოს" მეკარე სლოვენიასთან გასვლით შეხვედრაში იყო, სადაც თერთმეტმეტრიანი მოიგერია და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წილი დაიდო.

გამოირიცხა ხორვატიაში ნიკოლოზ გელაშვილის გამგზავრებაც. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი "თამაშგარეში" ვარჯიშზე მიღებულმა კოჭის ტრავმამ დატოვა.

Tornike
მთავარია საკუთარ თავში რწმენა ჰქონდეთ ბოლომდე და კონტრშეტევებში ხშირად ჩაერთონ. მაშინ ძალიან ბევრს შეძლებენ
bb king
მიდით ბიჭებო ბოლომდე! თქვენი იმედი გვაქვს!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე