საქართველო-ბელარუსის მატჩის შესახებ არაერთი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ აუცილებელია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კატეგორიული უარი განაცხადოს ამ მატჩის ჩატარებაზე.

გულშემატკივარს არ მოსწონს ის ფაქტი, რომ მატჩი შეიძლება უმაყურებლოდ ჩატარდეს. თუმცა ამ შემთხვევაში სანახაობაზე მეტად უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქროთ.

უეფა არის კომერციული ორგანიზაცია, რომლისთვისაც საფეხბურთო კალენდრის არევა დიდ ფინანსურ დანაკარგებს უკავშირდება. ისინი შეეცდებიან, მაქსიმალურად გაიტანონ თავიანთი აზრი და არ მისცენ პატარა ქვეყნებს საშუალება, რაიმე შეაცვლევინონ. ევროპის ჩემპიონატისთვის მონაწილე ნაკრებების სია მეტწილად დაკომპლექტებულია, მათთვის ამ სანაკრებო პაუზას განსაკუთრებული დატვირთვა არა აქვს. ხოლო იმ მატჩების გადადებამ, რომლებიც მარტის ბოლოს უნდა გაიმართოს, მათ შეიძლება ევრო 2020-ის გეგმები შეუცვალოს.

26 მარტს ჯამში ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაციის 8 მატჩია დაგეგმილი. სასურველია, მონაწილე ქვეყნების ფედერაციებმა ერთიანი უარი განაცხადონ მატჩების ჩატარებაზე, მინიმუმ, მასპინძლებმა გამოხატონ ამის მზაობა.

რატომ არის თბილისური მატჩის უმაყურებლოდაც გამართვა საშიში?

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების სრული უმრავლესობა ლეგიონერია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში თამაშობს. ამ ფეხბურთელებს თბილისში ჩამოსასვლელად არაერთი დაბრკოლების გავლა მოუწევთ. პირველი ის, რომ საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ფრენები მინიმალურია და მათ გადაჯდომით მოუწევთ სხვადასხვა აეროპორტის გავლა. აეროპორტში კი ყოველთვის სხვადასხვა ქვეყნის ხალხი მრავლად ირევა.

საიდან უნდა ჩამოვიდნენ ქართველი ფეხბურთელები?

ესპანეთი - 3146 დაინფიცირებული

ამერიკა - 1762 დაინფიცირებული

შვეიცარია - 868 დაინფიცირებული

შვედეთი - 687 დაინფიცირებული

დანია - 674 დაინფიცირებული

ჰოლანდია - 614 დაინფიცირებული

ბელგია - 399 დაინფიცირებული

ავსტრია - 361 დაინფიცირებული

და ა.შ.

ერთ ფეხბურთელსაც რომ სიცხე აღმოაჩნდეს, იმის მიუხედავად, რომ შეიძლება ის დაინფიცირებული არ იყოს, უნდა შემოწმდეს მთლიანი ნაკრები და თანამშრომლები. ამავდროულად, შეიძლება საჭირო გახდეს თვითიზოლაცია ან კარანტინი.

სრული აბსურდია ამ პირობებში ამ მატჩის მაყურებლით ან უმაყურებლოდ ჩატარება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და საქართველოს მთავრობამ ნებისმიერი სახით მატჩის ჩატარებაზე უარი უნდა თქვას და მოითხოვონ გადადება. უეფას სურვილები პიროვნებების ჯანმრთელობის წინ არ უნდა დადგეს.

უკვე გვაქვს მსოფლიოში შემთხვევები, რომ კორონავირუსისგან არავინ არის დაზღვეული.

aburjga-ს
შენც გაგარტყი რუსოფილო და კრისტინასაც!!!
BOSS
ოფიციალურად ევროპის ჩემპიონატი გადაიდო ერთი წლით და 2021 ჩატარდება
ა?
გორის დილას ვარჯიშზე შენ მიდიოდი?
ჯოყოლა
სკაფანდგრებით რო მივიდეთ ყველა?)))
გიო
პირველ რიგში ფეხბურთის გულშემატკივარი თუ ხართ უნდა გესმოდეთ რამხელა პლაცდარმია ფეხბურთელისთვის ევროპის ჩემპიონატი, პატარა თავის გამოჩენა და ძალიან კარგ კლუბში შეიძლება მოხვდნენ ჩვენი ფეხბურთელები და მერე მეორე თამაშის გადადებას მე პირადად და უამრავი გულშემატკივარი იმიტომ კი არ ითხოვს, რომ არიქა უმაყურებლოდ ბელარუსს ვერ მოვუგებთქო, მე პირადად(და დარწმუნებული ვარ ბევრ სხვას) მინდოდა განმეცადა ის სიხარული რაც ასეთ დიდ გამარჯვებებს სავსე სტადიონზე მოყვება, მეგრძნო მუხტი და გადამდები ბედნიერება, რომელიც რაღაც სხვა და განსაკუთრებულია და ამით რომ არ ვართ ქართვველები განებივრებულები(სპორტული თვალსაზრისით) ყველამ კარგად ვიცით.
ჯერი
დილით ქონდ აგორის დილას ვარჯიში. უკვე დააგვიანე. ხვალ სამის ნახევარზეა და არ არ გამოგრჩეს აბა შენ იცი. თან ხვალ კუთხურებზე ვარჯიშობენ და საინტერესო იქნება. ზეგ აუტებია..
koniaki mindaa
აუ ისე კაი კონიაკი კი გაასწორებდა ეხლა..
Buxrika
ლევან რა გინდა იქნება გვითხრა ?საერთოდ რას ბოდიალობ?
ლევანი
არ გეწყინოს მარა ვერაფერი ვერ გავიგე რა თქვი, მე სულ სხვა რამე ვთქვი, შენ სულ სხვაგან წახვედი. თუ ბელარუსზე უკეთესი გუნდი ვართ სავსე ტრიბუნების იმედად არ უნდა ვიყოთ და თუ ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშის გამო ასეთ მანდრაჟში ვვარდებით (რაც ძალიან სირცხვილი მგონია) მაშინ არც ვართ გასვლის ღირსი. აი სულ ამის თქმა მინდოდა.
ქართველი
ჩატარდეს მაყურებლის გარეშე ბელარუს თუ ვეღარ მოვუგეთ აღარ ყოფილა ჩვენი საშველი მაშინ
მი6 Great British
ლევან ! ჭკვიანი ქართველი ხარ. მართლა თხა და გიგო ქვეყანა ვხდებით.ისევ ჩხუბის შემდომ ვიქნევთ მუშტებს.ყოჩაღი ძლიერი ერი ვიქნებოდით მაშინ, რომ ყველა ერზე ადრ ე აგვეტეხა განგაში ჩვენი მატჩის არჩატარების თაობაზე ხა უეფასაც და ევროპასაც ჩვენი მოწოხებით მიეღო გადაწყვეტილება სხვა მატჩების გადადებისა, მაგრამ უტვინობისა გამო ისევ სხვათა, ევროპის გადაწყვეტილებათა ფარვატერში მივჩანჩალებთ.ლევან,ჭეშმარიტებას ამბობთ. დიდგორის თაობაზე.მართლა დიდი წინაპრების გადაწყვეილება,ამომწურავად გათვლილი იყო,ამ ბრძოლის მიღებისა, ჯერადად მცირედი სპით,იმდრინდელ მტერთან შედარებით, და უნიჭო გადაწყვეტილება 08.08 08 ომის დაწყების შედარებაში თუნდაც დიდგორთან, არჩევანიც მეტი გვქონდა დიდგორში ოფიციალურად სხვამ იწყო საომარი ქმედება აქ კი ჩვენ-ქვეყნის დონეზე ან მერე-დღემდე რომ წავუწექით აგრესორს რიტორიკითაც ბორჯომ-ნუნუათიც, განა უჭკუოთა გადწყვეტილება არაა? მიწები წაგართვეს,შენ კი პოლიტიკური ზეწოლის ნაცვლად,ეკონომიურად, წამრთმევისგან განრიდების ნაცვლად, ეღლაბუცები უვიზობით მან კი დიდი ხანია შემოგიღო,იმპორტ ექსპორტით ეზიარები მტერს,მტერია აბა ვინ არიან,მაღაროების... მანგანუმის,ფეროშენადნობების ,ბორჯომის და სხვათა ...მტერზევე მიყიდვით ისევ უჩოქავ ჭკუანაღრძობთა მეტი ასეთ სისულელეებს არვინ სჩადის და თანაც ხალხისგან მოუკითხავად,დაუსჯელად.ამ შემთხვევაში კი რაღა თქმაუნდა ჯერ ხალხის ჯანმრთელობა და მერე უეფას ფიფას....და ადგილობრივი გაძვალტყავებული ხალხის კისრებზრ შემოსკუპებული ჩინოვნიკების ბიზნესი..
ლევანი
აუუუ არიქააააა გადადეეთ, ან არ გადადოოოთ ვაიმე რა პანიკაა, თქვენ მართლა დიდგორის ბრძოლა ხო არ გგონიათ ეს თამაში, რას იძაბებით. ან რა ფასი აქვს ისეთ გასვლას რომელიც ასე საქვეყნო სჯა-ბაასის ფასად ჯდება, სირცხვლია. ან, რო გავიდეთ მერე რას ვშვებით ევროპაზე - თხა და გიგო ერი ვართ მეთქი და არ გჯერათ და აი რატო: ევროპაზე გასვლა კი არ გაქცევს მაგარ ნაკრებად, პირიქით - მაგარი ნაკრები რო იქნები რა ფორმატშიც გინდა იმ ფორმატით გახვალ ევროპაზეც და მსოფლიოზეც. მოდი აქცენტი გავაკეთოთ თამაშის გაუმჯობესებაზე და არა უეფასთან ინტრიგნულ დაპირისპირებაზე და ვითომ მაგარი ხოდების გათვლაზე რო როგორმე გავიდეთ, ფუუუ სირცხვლიააააა ერთი და იმავე წრეზე როდემდე უნდა ვიტრიალოთ. "ასეთი შანსი აღარ გვექნება" - რატო არ გვექნება, თუ არ გვექნება და ესე იგი არც ვიმსახურებთ, სუ შანსებს დასდევს ხორვატია და ბელგია და ჰოლანდია (ჩვენხელა ქვეყნები) რომ არაფერი ვთქვათ გერმანიაზე, ინგლისზე და ასე შემდეგ
სტატუს ქუო
თქვენ მოძველებული ცნობები გქონიათ,გადაიდო მატჩი.
აბგდ
სომხური ხო არ გავასაღოთ?
asaturyan
გორის დილას დღეს ვარჯიში რომელ საათზე აქვს ხომ არავინ იცის? იქნებ დაწეროთ, რომ დავესწრო. საინტერესოა.
ზურა
თუ თამაში ჩატარდა დაუშვებენ თუ არ დაუშვებენ სტადიონზე მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ხალხი ყველანაირად შეიკრიბება და მაგას ვერ აკრძალავენ. ყველაზე ნორმალური გადაცყვეტილება გადატანააა სხვა შემთხვევაში არაფერზე უარი არ უნდა ვთქვათ დაე ჩატარდეს უმაყურებლოდ!!!
საბა
დისკვალიფიკაციას თორემ,ევროპის ჩემპიონი არ გახდე რა...
mamuka09ze
შეგირცხვათ სინდის-ნამუსი. მატჩები უნდა ჩატარდეს და რათქმაუნდა მაყურებლებით. ხალხმაც და ფეხბურთელებმაც კარგად იციან შესაძლო პრობლემების შესახებ, ამიტომ ვისაც გეშინიათ--ნუ მიიღებტ მონაწილეობას, ნუ მოხვალთ სტადიონზე. გასაგებია???
ავოე
ნიღბებით რომ ითამაშონ არა?
ანრი
მოკლედ, მე ჩემი გამოცდილებით მინდა ყველას გამცნოთ, რომ კორონავირუსს ძალზე კარგად ერევა კონიაკი, არაყი და ვისკი. განსაკუთრებით კონიაკი. ლუდი უშედეგოა და მოერიდეთ!! ასე რომ, სტადიონის შესასვლელში უნდა დავარიგოთ 150 გრამიანი ჭიქებით კონიაკი, ფეხბურთელებმაც თამაშის დაწყების წინ გადაჰკრან თითო ჭიქა და ინფექცია გაქარწყლდება. ნაკრებებიც მშვიდან ითამაშებენ. ..და საერთოდ, ჩვენმა მთავრობამ საზღვრებზე და აეროპორტებშიც უნდა დაიწყოს კონიაკის დარიგება ჩამომსვლელებისათვის. კონიაკის მიღების ფგარეშე არავინ არ უჰდა შემოუშვან საქართველოში! დამიჯერეთ, უებარია.
Michel de Notredame
უეფა "დათვია" მოგერია და "ბაბაია" უძახო?
იამზე, ნელი, თედო, შოთა, არზევან და დანარჩენნი. ახალგაზრდული მეგობრული გუნდი, „სამშობლო განსაცდელშია“
უამრავმა წამოყო თავი. საქართველომ უარი უნდა განაცხადოს. პირველ რიგშია ჩვენი ხალხი, ფებურთელები და უბრალო ადამიანები. ისევ პოლიტიკაა ასეთების მიზანი და თუ მერე რაიმე მოხდა ხელისუფლებას რომ დააბრალონ ყოველივე. ოღონდ თვითონ იყვნენ კარგად და დანარჩენი ფეხებზე ჰკიდიათ ძაღლთავებს.
aburjga
რა შანსი გვაქვს?! თვით კრიშტიანო რონალდოა კარანტინში. ჩვენ რა შანსი გვაქვს?!
ისტორია-ს
თუ არ გექნება უკეთესი სიტუაცია აპრილში და მაისში, მაშინ ევროპის ჩემპიონატიც გადაიდება და ამ თამაშების გადადება რაღა პრობლემაა?
ისტორია
ბიჭო, სად და როდის უნდა გადაიტანონ?! აპრილში და მაისში რა გარანტია გაქვს, რომ უკეთესი ვითარება გექნება?!
korona
წაგების ჟიმ-ჟიმი აქვთ კობიაშვილებს, იაშვილებს, მუჯირებს,რაის ფეხბურთელების ჯანმრთელობა... ჟიმ-ჯიმიმი აქვთ ვაი და ვაისმა არ გაამარტლოს და ცხადაძეს უნამუსოდ გაგდება შეახსენონ ბიჭებს... ამთ ჰგონიატ რომ მაყურებელი მოუგებს ბელორუსს, ვაი ამათ პატრონს,,, ბელორუსი გასულია...
hhh
გასაგებია ყველაფერი, მარა ჩვენ, რომ უარი ვთქვათ მასპინძლობაზე ემანდ ბელარუსმა არ თქვას მე ვუმასპინძლეო და იქ არ გადაიტანონ.
tngh
ყველაზე ლოგიკურია მატჩის მაისის თვეში გადატანა... იმედია ესეც იქნება!!!
გივი
ასეთი ჯინიანობის შედეგად შეიძლება საერთოდ ჩამოგვერთვას მასპინძლობის უფლება და ჩაატარონ სადმე ნეიტრალურ მოედანზე.ამას რატომ არ განიხილავთ?
martlaa-ს
სტატიას არ კითხულობთ და ისე წერთ კომენტარს? მარტო მაყურებლის უსაფრთხოებაზეა მანდ ლაპარაკი?
გიო-გოლი
რეებს მიედ მოედებით,ვირუსი გაივლის და დავრჩებით ჩვენ ხელცარიელები. ესეთი შანსი აღარ გვექნება აღარასდროს. რასაც უეფა გადაწყვეტს ისე უნდა მოვიქცეთ სხვა გზა არაა.
გიზოგ
ერთად-ერთი სწორი გადაწყვეტილებაა მატჩის გადატანა. ამდენი ქვეყნებიდან ფეხბურთელების უსაფრთხო ჩამოყვანა დღევანდელი მდგომარეობით შუძლებელია და 26-ისთვის კიდევ რა იქნება კაცმა არ იცის. ამიტომ მგონია, სწორი იქნება ფედერაციამ კიდევ ერთი წერილი გაუგზავნოს უეფას მტკიცებულებებით, რომ თამაში უნდა იქნეს გადატანილი.
martlaaa
მართლაა. ძალით ვერ ჩაგვატარებიებენ? ხო, უბრალოდ დისკვალიფიკაციას მოგვცემენ. ხომ ვიცით წინასწარ, რომ მოითხოვენ მატჩის უმაყურებლოს ჩატარებას? ამას ჯობია, ჟურნალისტები, ვეტერანები და ე.წ. ფანების ნაწილი შეუშვან. რომლებიც დაიცავენ უსაფრთხოების წესებს. პირბადე, დასხდომა ერთმანეთისგან 2-3 მეტრის დაშორებით, სადეზინფექციო საშუალებების ქონა, ტემპერატურის შემოწმება.
გოჩა
სრულიად ვიზიარებ და ვეთანხმები,პანდემია გამოცხადდა საქმე სერიოზულადაა,უარი ვთქვად ძალით.ვერ ჩაგვატარებინებენ.
თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..