საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ ოფიციალურ ვებგვერდზე კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

Sportall.ge აღნიშნული განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

"მსოფლიოსა და ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გადაწყვეტილებით, სუპერლიგისა და "ა" ლიგის მიმდინარე მატჩები შეჩერებულია. ზემოხსენებული ვითარების გამო ფედერაციას მომავალ ორშაბათს, 16 მარტს დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა სუპერლიგისა და "ა" ლიგის წარმომადგენლებთან.

იმავე დღეს დაგეგმილი იყო ფედერაციის გამგეობის სხდომა, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციების საფუძველზე ჩემპიონატების შეჩერების გადაწყვეტილება ფედერაციამ დღეს მიიღო.

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2 მარტიდან შეაჩერა ყველა ასაკობრივი ლიგა და იმავე დღიდან სუპერლიგისა და "ა" ლიგის მატჩები მიმდინარეობდა მაყურებლის გარეშე. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის სხდომა, ასევე აქტუალურ თემებთან დაკავშირებით გუნდებთან შეხვედრა გაიმართება აქამდე დაგეგმილი თარიღის შესაბამისად - 16 მარტს.

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ასევე მოუწოდებს იმ ქართველ კალათბურთელებს, რომლებიც უცხოეთში თამაშობენ და კორონავირუსის ეპიდემიის საფრთხის გამო სამშობლოში ბრუნდებიან, გამოიჩინონ სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ უცხოეთიდან დაბრუნებული ჩვენი მოქალაქეებისთვის განსაზღვრული ყველა რეკომენდაცია და პროცედურა დაიცვან."

თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელი გოგონები ადვოკატებს შეხვდნენ
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
ფიბა-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მშენებარე დარბაზი დაათვალიერა
ლეგენდარული თბილისის "დინამო" - 60-იანი წლები, ტრიუმფი, ქორქია და საკანდელიძე
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ FIBA-ს ბორდის სხდომას უმასპინძლა
ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - დაგეგმილი ვიზიტები