ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ოთარ გაბელიამ გიორგი ჭანტურია შეკრებიდან გაუშვა

ოთარ გაბელიამ გიორგი ჭანტურია შეკრებიდან გაუშვა

არნემის "ვიტესის" თავდამსხმელი ახალგაზრდულ ნაკრებს შეკრებაზე დაგვიანების გამო ვერ დაეხმარება
დღეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ოთარ გაბელია იმ 18 ფეხბურთელს დაასახელებს, რომლებიც ხორვატიაში გაემგზავრებიან. თუმცა მანამდე ცნობილი გახდა, რომ მან უკვე ხუთი ფეხბურთელი გაუშვა: უგუნდო გიორგი სარალიძე, თბილისის "დინამოს" ნახევარმცველები გიორგი თექთურმანიძე და ირაკლი ლექვთაძე, ზუგდიდის "ბაიას" საყრდენი ნახევარმცველი ზვიად სიხარულია და არნემის "ვიტესის" თავდამსხმელი გიორგი ჭანტურია.

პირველი ოთხი საკუთარი შეხედულებისამებრ, რომ იტყვიან, წმინდა სპორტული პრინციპით დაითხოვა, რაც შეეხება ჭანტურიას, მასთან დაკავშირებით არც ისე სასიამოვნო ამბავი მოხდა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდულის შეკრებაზე გაბელიასა და ჭანტურიას შორის კონფლიქტი მოხდა. გადავამოწმეთ და სინამდვილეში კონფლიქტი არ მომხდარა. საქმე ისაა, რომ გიორგის დიდი ბებია გარდაეცვალა და ნაკრების მთავარ მწვრთნელს გაეთავისუფლა. გიორგი იმ და მეორე დღესაც სახლში დარჩა და სწორედ ამის შემდეგ მოხდა გაუგებრობა - სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დაბრუნებულს უთხრეს, რომ შეკრებიდან გათავისუფლებულია.

ძალიან სამწუხარო ამბავია - თავდამსხმელი, რომელმაც ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების სპარინგისას თავი ყველაზე კარგად წარმოაჩინა, შეკრებაზე აღარ არის და ახალგაზრდულ ნაკრებს ხორვატიაში ვერ დაემხმარება.

მომხდარზე ლაპარაკს გიორგი ჭანტურია მოერიდა, გაბელია კი ამბობს, რომ მისთვის მთავარი ნაკრებში დისციპლინის დამყარებაა, მაგრამ ფეხბურთელის იმედი მაინც აქვს.

- ბატონო ოთარ, შევიტყვეთ, რომ გიორგი ჭანტურია ნაკრებიდან დაითხოვეთ.

- დიახ, ის შეკრებიდან მართლაც გავათავისუფლეთ.

- ვიცით, რომ კონფლიქტი არ მომხდარა, მაგრამ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?

- კონფლიქტი მართლაც არ მოგვსვლია, მე არც ვამბობ, რომ მან რეჟიმი დაარღვია. პანაშვიდზე წინა დღეს გავუშვი, მეორე დღეს კი არავინ გაუფრთხილებია და სასტუმროში ღამე არ გამოცხადდა. მთელი გუნდი შეკრებაზე რომ არის და ფეხბურთელი შეკრების ადგილზე არ გამოცხადდება, მე ხომ არ ვიცი, სად არის და რას აკეთებს?

- და მაინც, ცოტა მკაცრი სასჯელი ხომ არ არის?

- მასზე გადაკიდებული კი არ ვარ, ნაკრებიდან სამუდამოდაც არ მომიკვეთია და მისი საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, უბრალოდ, წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ჩვენ კი შეკრებიდან არავის ვუშვებთ. ერთზე თვალი თუ დახუჭე, მეორეც იმავეს გააკეთებს და ეს გუნდზე უარყოფითად იმოქმედებს. იმედია, ეს გადაწყვეტილება გიორგის სამომავლოდ გამოადგება. ამით სანაკრებო შეხვედრები არ მთავრდება, კიდევ ბევრი მატჩი გველის და თუ კლუბში თავს გამოიჩენს, სიამოვნებით მოვიწვევ.

რომ იცოდეთ, ჭატურიას გაშვებამ საქმეები გვარიანად ამირია, რადგან ხორვატიაში შემადგენლობაში მის დაყენებას ვაპირებდი. მე რომ მაგის ჩაძირვა მდომოდა, შეკრებაზე არც გამოვიძახებდი.

- საბოლოო სიას როდის გამოაქვეყნებთ?

- სიას ხვალ გეტყვით, რადგან კიდევ ორი კაცი უნდა გავუშვათ.

- ძალამიძე ჩამოვიდა?

- დღეს გვიან ჩამოვა. გიორგი მაკარიძე კი უკვე თბილისშია.

- მაკარიძე როგორ ფორმაშია?

- გიორგი გუშინ ჩამოვიდა და ჯერ არ უვარჯიშია. დავაკვირდებით და ვნახავთ.

... შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები ოთარ გაბელაის გაწვრთნილებს 3 ივნისს უმასპინძლებს.

• silibistro zgeria

ოთარს დიდ პატივს ვცემ მისი ცარსულის გამო,მაგრამ მრცვთნელი ვერაა ისეთი,როგორიც საჭიროა/მისი შედეგები ვნახოთ/.ჭანტურიას გუნდში დაბრუნებას ეშველება,მაგრამ კარგი მწვრთნელის გარეშე ამ გუნდს არა.არა და,ეს ისეთი ასაკია,საიდანაც ეროვნულამდე ერთი ნაბიჯია.მე მანდ ცხადაძეს ან კიკნაძეს დავნიშნავდი.

• nino

უბედურებაა ის რომ მწვრთნელობა მარტო ფეხბურთი არ არის. ვაი ჩვენს პატრონს მაგარი ბიჭის როლი ითამაშა. დრონი მეფობენ ჩემო ოთარ

• japaneze

საინტერესოა, რა დამსახურებსი გამო მოხვდა ამ სიაშიი უთამაშებელი თორნიკე ზარქუა (‘დინამო”); ივანე კანდელაკი (“ოლიმპი”), გივი იოსელიანი (“ტორპედო”); ჯამბულ ჯიღაური (ორივე “დინამო”), რაიმე ანგარებას ხომ არ აქვს საქმე? კარგად ვარ ამ ამბებში ჩახედული და მფარველიანი პატრონებსი შვილები შლიგინ-სლიგინით ხვდებიან ამ ბანძ ნაკრებში და ჰოლანდიის ჩემპიონატიდან ფეხბურთელი არ დასჭირდა? ეს შეგნებულად გააკეთა, თავისიანი ირაკლი ქობალია რომ ათამაშოს. ნეტავ ავსტრიაში სიგარეტით კინაღამ სასტუმროში რომ გადაწვა, ეს არ არის რეჟიმის დარღვევა და ბებიის დაკრძალვაზე წასვლა არის?! მალე ამ ფაქტებს საჯაროდ გამოაქვეყნებენ. თვალთვალის და კუდ-ის დაუხმარებლად იშიფრება, რა სქმემები არის აქ. ბატონო ოთარ,

• bb king

კაცი ამბობს დისციპლინის ამბავიაო, და რაღა შუაშია აქ ბებია. ნუ ამართლებთ ამ ბიჭს ნიჭი გასამართლებელი საბუთი არაა. არაფერი შეგეშალოთ ბიჭებო,(გოგუა წანტურია და ა.შ) ნაკრები დიდი პასუხისმგებლოაა და ვინც ვერ აცნობიერებს ამას წავიდეს და ჰოლანდია ესპანეთში და რუსეთში იბლატაოს.... უნახავმა რა ნახაო. თუ პაიკობაზე არ ხართ თანახმა ნაკრების გულისთვის სულ კარგად იყავით. ბარსელონას ყველა რო ვაღიარებთ, იმიტო მიაღწია ამდენს რო უბრალო და თავდადებული ხალხი თამაშობს.

• daviti

ბატონო ოთარ თქვენ ბებია გყავდაათ????

• თემური

ბატონო ოთარ! გამოვხატავ უდიდეს პატივისცემას თქვენი როგორც დიდი ფეხბურთელის მიმართ. მაგრამ ახლა გულდასმით წავიკითხე კიდევ ერთხელ თქვენი ინტერვიუ და გაოცებას ვერ ვმალავ - რას ნიშნავს ნაკრებიდან სამუდამოდ არ მომიკვეთია, მისი ჩაძირვა რომ მდომებოდა... ვინ მოგცათ ასე ლაპარაკის უფლება? სამუდამოდ თქვენ იქნებით ნაკრების მწვრთნელი? თქვენ ხართ საქართველოს ერთ-ერთი ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ვალდებული ხართ პიროვნულზე უფრო წინ ეროვნული დააყენოთ. შესაძლოა მართლა დასასჯელი იყო ჭანტურია, მაგრამ ასე მკაცრად არა.

• Tornike

სრულიად ვეთანხმები თემურს, მკაცრი საუბარი და ასე ვთქვათ, უკანასკნელი გაფრთხილება საკმარისი იქნებოდა. სადა გვყავს დასაკარგი მოთამაშეები?! ამ ფორმაციის 21წლამდელთა ნაკრები ისედაც საკმაოდ შესუსტებულია წინა ციკლის ნაკრებთან შედარებით, და სიმართლე გითხრად, მხოლოდ ჭანტურიას იმედი თუ მქონდა... ეგ ქმედება იმ ტოტის მოჭრას გავს, რომელზეც თვითონ ზიხარ.

• თემური

გაბელიამ მკაცრი მწვრთნელის როლი გაითამაშა. სხვა მიზეზით რომ არ მისულიყო ბაზაზე კიდევ გასაგები იქნებოდა. უნდა დასვათ და აეხსნათ, რომ ამის გამეორება არ შეიძლება. ახლა რომ წუწუნებს უნდა მეთამაშებინა ხორვატიაშიო თავის დაზღვევას უფრო გავს. კარგი მწვრთნელი აღმზრდელიც უნდა იყოს, მითუმეტეს ასეთი ასაკის ფეხბურთელისთვის

• daviti

"ძალიან მაგარია"გაბელია ,კიმაგრამ მაკარიძე საერთოდ რომ არ ჩამოსულა ჯერ და საღამოს რომ ჩამოვა იცის ღამეს სად ათევს?Aხალგაზრდა კაცს ბებია გარდაეცვალა და პანაშვიდიდან დაიგვიანა და შეკრებიდან გააგდო.ვინ იცის რა განცდები ქონდა მას ბებიიის გარგაცვალების გამო, იმის ნაცვლად რომ მასთან ნაკრების ფსიქოლოგს ემუშავა და ბავშვი მდომარეობიდან გამოეყვანა მის გულში ცეცხლზე ნავთი დაასხა.ასეტი მწვრთნელები ნაკრებში არ უნდა იყოს. პირადად მე ვუთანაგრძნობ ამ ახალგაზრდას და ვთხოვ რომ გული არ გაიტეხოს. გაბელიასნაირებს არც გული აქვთ და არც ბებია ყოლიათ ალბათ .

• aka

გასაგებია დისციპლინა და ამბავი, მხარს ვუჭერ ქეცბაიას გადაწყვეტილებას გოგუასთან დაკავშირებით დროებით სასჯელზე... მესმის რომ ცუდი მაგალიტი არ შეიძლება მარაააა, აი ეს მოვლენა მართლა სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს... ბიჭს ბებია დაეგუპა და ერთი დგე დააგვიანა... რა მოხდა მერე?? რობოტები ხოარავართ ... მემგონი გაბელიამ უბრალოდ ქეცბაიას მიბაძა და ნეტი არაფერი... არადა უნდა გაეტვალისწინებინა ჭანტურიას მდგომარეობა... მითუმეტეს, რომ ეს ბიჭი ამ ნაკრების უდავო ლიდერია და შეიძლება ხორვატიასთან თამაშში სწორედ მისი არყოფნა აGმოჩნდეს გადამწყვეტი... მერე ვინ აგებს პასუხს?

• ziteka

გაბელია მაგარია!!! ასე დატოვა თავის დროს ლობანოვსკიმ ბლოხინი (ავტობუსში დააგვიანა). ახალგაზრდა კაცი დისციპლინას თავიდან უნდა შეეჩვიოს, მაგრამ ქართული ამბიცია ბევრს ჭირს უკვე ვარსკვლავები რომ გონიათ თავი

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს

[VIDEO] U21. უშანსოდ - საქართველოს ნაკრები გერმანიასთანაც დამარცხდა

"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის

სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა

გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

მამარდაშვილი "ბარნსლისთან" მატჩის სასტარტოშია

"რეალმა" ჩაბი ალონსო გადააყენა და მის ნაცვლად არბელოა დანიშნა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება