რუსეთის მორაგბეთა ნაკრების უელსელმა მწვრთნელმა ლინ ჯონსმა კორონავირუსის გამო "ბორჯღალოსნებთან" გადადებულ მატჩზე 365news.biz-თან ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს:

"რუსეთის ნაკრების მოთამაშეები რთულ სიტუაციაში აღმოჩდნენ, გრძელი გზის გავლა მოგვიხდა, რამდენიმე გადაფრენა, რათა თბილისში მოვხვედრილიყავით და აი, ჩვენ აქ ვართ.

საქართველოსთან მატჩი ფრანგებს უნდა ემსაჯათ. საფრანგეთში კორონავირუსი საკმაოდ ძლიერად ვრცელდება, სავარაუდოდ, იმაზე უფრო ძლიერად, ვიდრე საქართველოსა და რუსეთში. უპირველესი ახლა ადმიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოებაა.

რა თქმა უნდა, საქართველოსთან მატჩის გადატანა სწორი გადაწყვეტილება იყო. ბევრი კორონავირუსს სერიოზულ საფრთხედ არ აღიქვამს, მაგრამ ჩვენ შეიძლება ბევრი ადამიანი დავკარგოთ, განსაკუთრებით ხანდაზმულები და ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს რომ სტადიონზე ათიათასობით ადამიანი მოსულიყო, კორონავირუსი საქართველოში სწრაფად გავრცელდებოდა და ეს საშინელება იქნებოდა.

მაყურებლების გარეშე თამაში? შეიძლებოდა, მაგრამ მსაჯების გარეშე ვერ ვითამაშებდით.

საქართველოში სათამაშოდ მზად ვიყავით. ამ შეხვედრის წინ მოთამაშეები აღფრთოვანებულნი იყვნენ. ჩვენი გუნდი საქართველოსთან მატჩს ყოველთვის ელის. რა თქმა უნდა, ვიცით, რომ რუსეთს უკანასკნელ წლებში არასოდეს არ დაუმარცხებია საქართველო. ვფიქრობ, ეს სამწუხარო ტრადიცია უნდა შევწყვიტოთ.

ამაზე სერიოზულად ჩაფიქრებაა საჭირო. ამ იდეის განსახორციელებლად გეგმა გვჭირდება, რადგან არ შეგვიძლია მათი დამარცხების მოლოდინში ერთი და იგივე ვაკეთოთ. მათ ჩვენთან შედარებით წინ წაიწიეს. საუკეთესო ქართველი მორაგბეები საფრანგეთის ძლიერ გუნდებში ასპარეზობენ. უნდა დავჯდეთ და მოვიფიქროთ გეგმა, რომლის მიხედვით გამარჯვების მოპოვებას შევძლებთ, რადგან ჯერ არაფერი არ იცვლება. შენ თუ არ იცვლები, შედეგებიც იგივე რჩება.

მე ამ გეგმის მხოლოდ ნაწილი ვარ. უნდა ვიმუშაოთ ერთად როგორც ერთიანმა ერმა, რომ ნაბიჯი გადავდგათ წინ და იმავე საქართველოსთან ჩამორჩენა შევამციროთ".

ნიკ
ჩაფიქრდნენ და მიხვდნენ, მაგის გაფიქრებაც კი სისულელეა
კობახიძე
მთავარია თვითონ კარგად იყოს და სხვას მ........ა პ.....ი აი ამას რომ დავამარცხებთ ქართველები მერე ავაშენებთ ქვეყანას.მანამდე სულ ესე ვიქნებით სიბინძურეში შურში და ჭაობში
1111
ძაან ბევრი აფ მოგივიდეს ფიქრი და არ ჩაგეძინოს )))
გლახუნა
მაგ ,,საქმეში,,-ც თქვენთვის ჩვეულებრივ ცბიერი და მზაკვარი ,,მეთოდებით,,- კრემლის სპეც-სტრუქტურებით, კგბ-ფსბ-თ და რუსული ფულით თუ შეძლებთ ...ანუ საქართველოს რაგბის ფედერაციაში ვინმე უწიგნური-ჯკუასუსტი-ხარბს,უ ღ ი რ ს თუ შეაგდებთ,თუნდაც პრეზიდენტად და მაქსიმუმ 2 წლის მერე ...შეძლებთ, როგორც ეს 2012 წელს -საქართღველოს ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ს წინააღმდეგ გააკეთეთ და მას შემდეგ-ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო საქართველო პ ე რ ს პ ე ქ ტ ი ვ ე ბ ი თ სავსე...ერთ უსუსურ, ღატაკ, მხოლოდ უპერსპექტივო, ანუ კორუფცია, კრიმინალში ჩამხრჩვალი,ოლიგარქიულ კრიმინალურ-კლანური მმართველობით- რუსულ გუბერნიად აქციეთ, ანუ უპერსპექტივო ღატაკ წარმონაქმნათ...,,ნიჟე ტრავის,, ქვეშ დამალული-ა ს ე რომ უნდათ კრემლ-ურუსეთში, ანუ ასე თუ შეძლებთ ...გააკეთებთ ქართულ რაგბის სამყაროშიც ... მაგრამ მერე-ც კი 2-3-წლის მერე. -არ დაბლოკოთ- გავიგოთ-რამდენი ქოცი ,,მუშაობს,, ამ საიტზე?!- არსებული ქართული ყოფა (,,ნიჟე ტრავის,, ქვეშ დამალული, ანუ უღირსი -უპრეტენზიო, მით ღატაკი და უპპერსპექტივო) რომ მოწონთ და სურთ და ,,იბრძვიან,, მთელი 8 ,,საუკეთესო,, წელიწადია (?!)
ბათუმის ფანი
აგაშენა ღმერთმა! გუშინს აქეთ ვფიქრობდი ვის გავს მეთქი)
იმერელი.
უცებ, რომ შევხედე, თენგიზა მეგონა, სულაქველიძე.
გივი
მე კი გავშიფრე საუკუნის რებუსი - ,,მაგ თითს საითაც იშვერ, იქეთ გაგიშვებთ" ))
G.LA
მარსზე უფრო მალე გაფრინდებით ვიდრე ჩვენ რაგბში დაგვამარცხებთ. ასე რომ სხვა რამეზე დაფიქრდით ტყუილად ნუ მოსცდებით.
rugby
აშკარად ატყუებენ, თვითონ ცალტვინაა და სულ ეგაა.. სომხებივითაა რა
ბათუმის ფანი
გასაგებია რომ საქართველო ოდესმე წააგებს რაგბში რუსეთთან,მაგრამ რატომღაც მგონია რომ ამ საუკუნეში ეგ არ მოხდება)
ნიკო
რა ბოლო წლებია არ მოგვიგიაო საქართველოსთან გიჟია ოხერი ერთი კინკილა მოგება აქვთ ისიც პირველი შეხვედრაში წინა საუკუნეში და ზუსტად საუკუნე აშორებს ოკუპანტის მოდგმას რგბის კლასში საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან
ბესო
აი რებუსიიი!..
Vasili
როცა მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები ან მოთამაშეები, ჩვენზე რაიმე დამამცირებელს ამბობენ, მხოლოდ მაშინ ვხვდებით ათმაგად მოტივირებულები.../ და რაგბში მოტივაცია სულ გვაქ და ეს კაცი მგონი ჩვენ უფრო გვეხმარება , ვიდრე რუსებს...
emigranti
ვერ გავშიფრე:(
იდალგო
ჯერ ეს ყველაფერი მხოლოდ ღიმილის მომგვრელია, ხოლო მერე, რუმინეთი და ბელგია, რომ ქულებს გაინაწილებელებენ. უკვე სასაცილოც იქნება.
გუგა
მაგ თითს საითაც იშვერ აი იქეთ გაგიშვებთ
ილია
პუტიკოს კითხე როგორ დაგვამარცხო. მარტო სიდიდით რო ხართ ძლიერები მაგას დაგიმტკიცებთ მოედანზე. ისე ნიძლავზე ვეთამაშოთ და თუ მოვუგებთ დაგვიბრუნონ აფხაზეთი. გაწყობთ? ვიცი რო ჯერ როარ უთამაშიათ ბიჭებს აი ისე ითამაშებენ
ირაკლი ქუთაისელი
კაი ბევრი ფიქრი მოგიწევთ,

რა უნდა მოიფიქროთ, თქვე ბეჩავებო? მორალურად გაფუჭებულია თქვენი გუნდი. არც მომავალი გყავთ და ენას ძვალი არა აქვს.თამაში გადაიდო და პირიქით შვებით ამოისუნთქეთ
beqnuma
ifiqret ifiqret kaci fiqristvisaa gachenili
a
ჩაფიქრდით ხო. მაგრამ მაინც მიგჯირყვნით
სიმართლე
ვაი შენს პატრონს უბედურს! თქვენ ახლა ჯერ არგავარდნასა და სამომავლოდ ბელგია-ესპანეთის დამარცხებაზე იფიქრეთ, საქართველომდე კი ძალიან შორს ხართ!
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს
"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს
ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს
"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე
"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა
ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა
კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
“ლივერპული” მინტეს შეუთანხმდა - გამბიელი “მერსისაიდულ” გრანდს უახლოვდება
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
"ჩათვლიან, რომ მამარდაშვილი დუბლიორობით ბედნიერია" - კოლიმორი გიორგის დაუყოვნებლივ იჯარით წასვლას ურჩევს
ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" "კომოს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 ტორპედო. ზღაპარში გადარჩენილი ქულა...
ქოჩორაშვილის ახალმა გუნდმა ბილბაოში გაიმარჯვა და გალიდერდა
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
"შესანიშნავი ვარცხნილობა გაქვთ" - ინფანტინომ მის მსგავს მელოტ რეპორტიორს დასცინა
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
აბუაშვილის "მეცი" "ლავალს" დაუზავდა
ხვიჩას მატჩის დღე! ნაცნობი და ახალი შემტევები - ბევრი ქართველით...
ლინ ჯონსი: "ბორჯღალოსნების" დასამარცხებლად რუსეთმა მათთან ხშირად უნდა ითამაშოს
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ბორჯღალოსნები" | რევანშისთვის სამოასთან
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: რა არის საჭირო საქართველოს დასამარცხებლად?
ლინ ჯონსი: "ბორჯღალოსნებთან" წარმატებული მატჩი ჩავატარეთ - მიზანი მათი დონის მიღწევაა
საქართველოს თუ მოვუგე, პუტინმა გმირის წოდება მიბოძოს - რუსეთის მწვრთნელი
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
რევანში - საქართველოს ნაკრებმა სამოასაც მოუგო
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
"ქართველებმა იციან, რომ რუსეთთან ადვილი გასეირნება აღარ ელით" - ამბობს მათი მწვრთნელი
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
"ბორჯღალოსნები" "შემოდგომის ერთა თასზე" უკეთესი გახდა - ამბობს რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა