რაგბი ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან წაგებული მატჩი (7:16) რუსეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ლინ ჯონსმა rugger.info-სთან ინტერვიუში შეაჯამა.

- რა დააკლდა "დათვებს" ამ მატჩში?

- იმით დავიწყებ, რომ ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა, თუ რამდენად გამოგვდიოდა ყველაფერი, როგორ იყვნენ ბიჭები მომზადებულები ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად. სპორტის ყოველი სახეობა - ეს საკუთარი თავის რწმენაა. იმ შეხვედრაში ეს რწმენა ყოველ წუთს გვემატებოდა. საქართველოს ქულების აღება მხოლოდ ჩვენი მცირე შეცდომებით შეეძლო. ქართველების დასამარცხებლად რუსეთისთვის დასკვნების გამოტანა და ზეწოლისას თამაშის სწავლაა საჭირო.

- პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. როგორ ფიქრობთ, შეძელით ქართველების გაოცება?

- მართალი გითხრათ, შესვენებამდე შედეგზე არაფერს არ ვფიქრობ. მთელი მატჩი ძალიან "მჭიდრო" გამოვიდა. ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს. ასე რომ, ყველას ვავარჯიშებთ, თუ როგორ წარვმართოთ თამაში და არა მხოლოდ 8-9-10 ნომრებს.

- წაგებაში გადამწყვეტი როლი რამილ გაისინის გაცუდებულმა საჯარიმოებმა ითამაშა?

- ვერავინ იკამათებს, რომ რამილი რუსეთში საუკეთესო დამრტყმელია. დიახ, ააცილა, მაგრამ ტელევიზორში ხომ არ ჩანდა ქარი, რომელმაც საჯარიმოების ზუსტად შესრულებაში შეუშალა ხელი.

- მთლიანობაში შედეგით კმაყოფილი ხართ?

- გამარჯვების მოსაპოვებლად ისე უნდა გვეთამაშა, როგორც ადრე არასოდეს გვითამაშია. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა, მაგრამ ჯერ ესეც არაა საკმარისი.

- რა უთხარით ნამატჩევს მორაგბეებს გასახდელში?

- უზარმაზარი მცდელობისა და შესანიშნავად გარჯისათვის გულითა და სულით მადლობა გადავუხადე. კიდევ რა უნდა ისურვო, როდესაც მორაგბეები თავიანთი ქვეყნისათვის 100%-ით იხარჯებიან.

- ახლა ჩვენ უკვე რეალურად შეგვიძლია საქართველოსთან მეტოქეობა და უფრო ხშირად მათთან გამარჯვებაზე ოცნება?

- წინ დიდი გზაა, მეგობრებო. ნაკრებს მეტი მატჩების ჩატარება სჭირდება, მეტი პოზიტიური გამოცდილება, თუმცა თვითრწმენა უკვე გვაქვს. როგორც მინიმუმ, "ლელოელებმა" ახლა იციან, რომ რუსეთთან ადვილი გასეირნება აღარ ელით და ჩვენ დასამარცხებლად ბოლომდე ბრძოლა მოუწევთ.

nodiko
ხოდა აი ეს რომ ეცოდინებათ,რომ იოლი გასეირნება აღარ ელით, უფრო მობილიზებული გავლენ და უფრო დიდი ანგარიით მოუგებენ
გულშემატკივარი
ოჰ მოვიდნენ ბაქიბუქის ხასიათზე,არაუშავს რამდენიმე წლის წინ 15:9 რომ მოვუგეთ მაშინაც ფეხი გამოყვეს,ის ავიწყდებათ რა შემადგენლობით ვითამაშეთ...
დავით
მწვრთნელის კომენტარი ძალიან სწორი და ნორმალურია, როცა წერს -ქართველებს ეცოდინებათ, რომ რუსებთან იოლი გასეირნება აღარ გამოუვათო.ეს მატჩი ჭკუის სასწავლებელი იქნება ჩვენთვის. რაც შეეხება მათ შანსებს ჩვენთან - ნულია. მაგალითად, ჩვენ რამოდენიმე კარგი მატჩი ჩავატარეთ "დიდ ბიჭებთან" და პრაქტიკულად თანაბრად ვეთამაშეთ. მაგრამ მერე რა? ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ დღეს ყველა თამაშს ასე წავიყვანთ ირლანდიასთან, უელსთან და ასე შემდეგ, რადგან ისინი დღეს ჩვენზე მაღალი კლასის რაგბის თამაშობენ. თუმცა, რუსებისგან განსხვავებით, რომლებიც ვერასდროს დაგვეწევიან, ჩვენ მათთან მანძილს ვამცირებთ.
Givi
ერთმანეთს ჭამენ ფედერაციაში სკამების გამო ამას მოყვა ის რომ მწვრთვნელი ვერ დანიშნეს ჯერ არ ცალიათ ამისთვის, მაისაშვილს არ ყოფნის გამოცდილება და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის რაც ეხლა ხდება და რუსებს მიეცათ სალაპარაკო
რეალობა
ეგრეა საერთოდ, წვალებით რომ მოუგებ მერე ბაქი-ბუქის ხასიათზე მოდისნ ხოლმე.
ava
ფრთხილად უნდა ვიყოთ მაგათ ნოკ-ცუ-კაო ყავთ.
რაგბის ფანი
ექსპერიმენტალური შემადგენლობით კაცნაკლულებმა ქულები გაგიკეთეთ. კიდევ ხმა გაქვთ ამოსაღები? ფრთხილად, არ გავარდეთ ლიგიდან
დავით
მარტალია კარგატ იტამაშეს მაგრამ ჩვენამდე ბევრი უკლიათ.აი ჩვენთან რაც ხდება არა მარტო რაგბში ასე თუ გაგრდზელდა მართლა მოგვიგებენ
გოგა
კარგი შიდა ჩემპიონატი აქვთ, ფინანსები არ აკლიათ, მოთამაშების ნატურალიზება შეუძლიათ და ჩვენ სულ არ გვაქ სახუმაროდ საქმე:( გავიხსენოთ სად იყო რუმინეთი და მერე რამდენად გავასწარით, იგივე შეუძლიათ რუსებსაც თუ ჩვენ ერთ ადგილზე დავრჩებით. სიმართლეს თვალი გაუსწოროთ ჭე გუნდების გარდა ყველა გვიგებს უკვე. ეს ბოლო თამაში ხო საერთოდ კატასტროფა იყო, ამდენი ბურთის დაკარგვა თან მშრალ ამინდში რავცი...
მემატიანე
სამწუხაროდ პერსპექტივა აკაეთილსაიმედოა. რაც დრო გავა რუსეთუ უფრო მოუმატებს თამაშის ხარსიხს და თან მათი პროგრესი იქნება აჩქარებული. ამისთვის მათ ყველაფერი აქვთ - ეროვნული ჩემპიონატი, გუნდები, დემოგრაფია, ლეგიონერები, დაფინანსება, მწვრთელი, სახელმწიფო მიდგომა და ა.შ. მოკლედ - მათ სხვა და უფრო დიდი მასშტაბები აქვთ. ჩვენ რეგრესი გვაქვს, როგორც ფედერაციის ასევე მწვრთელის დონეზე. ხოლო ეროვნული ჩემპიონატი, დაფინანსება, მწვრთელები, დაფინანსება, ორგანიზება (ფედერაცია/სახელმწიფო) - ნუ ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით ...
David
ვაი თქვენს პატრონს ღრუსებო. რას ააყეფეთ ეს არაფრის მაქნისები. დააყენეთ ძირითადი შემადგენლობა 100:0 რომ სამუდამოდ გაჩუმდნენ
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
ყველა დროის რეკორდსმენი - ენრიკემ ბლანს გადაასწრო
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
ლინ ჯონსი: "ბორჯღალოსნების" დასამარცხებლად რუსეთმა მათთან ხშირად უნდა ითამაშოს
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი: რა არის საჭირო საქართველოს დასამარცხებლად?
ლინ ჯონსი: "ბორჯღალოსნებთან" წარმატებული მატჩი ჩავატარეთ - მიზანი მათი დონის მიღწევაა
საქართველოს თუ მოვუგე, პუტინმა გმირის წოდება მიბოძოს - რუსეთის მწვრთნელი
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: უნდა ჩავფიქრდეთ, როგორ დავამარცხოთ საქართველო
მაისაშვილი: რუსეთი ცდილობს უსიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს - მზად ვართ შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ
მერაბ შარიქაძე: ძმა დავკარგეთ და ეს თამაში მას ეძღვნებოდა
"ბორჯღალოსნები" | ბრონკანმა ნოემბრისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველო-რუსეთი - ბილეთები
"ბორჯღალოსნები" "შემოდგომის ერთა თასზე" უკეთესი გახდა - ამბობს რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მაისაშვილი: უკეთ მოვემზადეთ და შედეგიც სახეზეა
"საქართველოს დონემდე მისაღწევად შეუპოვარი შრომა მოგვიწევს" - რუსეთის ნაკრების მწვრთნელი
მერაბ შარიქაძე რუსეთთან მატჩის წინ: გუნდში საოცარი ატმოსფეროა