საქართველოსა და ბელარუსს შორის გასამართი ერთა ლიგის D დივიზიონის პლეი-ოფის მატჩი გადაიდო და ამაზე კომენტარი სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა გააკეთა:

"დღევანდელი ვიდეოკონფერენციის მთავარი განსახილველი თემა ევრო 2020 გახლდათ. ამ ეტაპზე ყველაფერი დამოკიდებულია, თუ როგორ და როდის განახლდება ეროვნული ჩემპიონატები. მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთან ერთად ბევრ სხვა ქვეყანაში შიდა ჩემპიონატი შეჩერებულია. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, გაურკვეველია, თუ რომელი გუნდები იასპარეზებენ მომავალ სეზონში ევროტურნირებზე. ყველაფრის გათვალისწინებით, უეფამ დღეს წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, რომელიც დასამტკიცებლად აღმასკომს გადაეცემა.

დიდი ალბათობით, აღნიშნული პროექტი დამტკიცდება, რადგან არც ერთ ასოციაციას საწინააღმდეგო აზრი არ გამოუთქვამს. ევროპის ჩემპიონატი, დიდი ალბათობით, გადაიდება მომავალი წლისთვის და 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ასევე შეიცვლება ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის მატჩების დღეები. ცვლილება, რა თქმა უნდა, შეეხო ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩებს, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი მოცემულობით, მარტში ბელარუსის წინააღმდეგ გასამართი მატჩი ივნისში ჩატარდება.

ყველა ეს ცვლილება გათვლილია იმაზე, რომ მსოფლიოში არსებული მდომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. არსებობს ჩემპიონატების განახლების რამდენიმე ვარიანტი. მოგეხსენებათ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის გათამაშება აქვს დასასრულებელი. იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი მდგომარეობით, ჩემპიონატების განახლების კონკრეტული თარიღი უცნობია, არსებობს რამდენიმე ვარიანტი, როდესაც ევროპაში შიდა ჩემპიონატები განახლდება. განახლების თარიღზეა დამოკიდებული ევროტურნირების ფორმატიც. ამ მდგომარეობით, ჩემპიონთა ლიგის ფინალის გამართვის თარიღად 27 ივნისი სახელდება.

მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში ჩვენთვის ყველაზე საინტრესო მატჩი ბელარუსის წინააღმდეგ ივნისის დასაწყისში გაიმართება. თუმცა მანამდე უნდა განახლდეს ის ჩემპიონატები, სადაც ჩვენი ლეგიონერები ასპარეზობენ და ქვეყნებს შორის გადაადგილება უნდა გახდეს უსაფრთხო. ამასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ.

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

გოგა
ევროპის ჩემპიონატი 2021 წლამდე გადადეს და რა საჩქაროა 2 თვეშ, ჩატარდეს ეს პლეიოფები. მთავარია ამ კრიზისიდან გამოვიდეს საქართველო და მთელი მსოფლიო და ევროპის დაწყებამდე ნებისმიერ დროს ჩატარებენ. ეხლა კაშია ყაზაიშვილი ვერ მოდიოდნენ, ჩაკვე არაა ჩვეულ ფორმაში, მანამდე იქნებ ანანიძეც ათამაშდეს და ოქრიაშვილიც უკეთ. კაკაბაძე ხო ძალიან გვჭირდება კარგ ფორმაში. თან დათუნაშვილი და კვარაცხელია უკეთ მოიკიდებენ ფეხს რუბინში. ჩვენ გვაწყობდა ამ თამაშების გადადება
gogia
ეს თარი სავარაუდოა, თუ-ზე დგას,ალბათ უფრო მართებული იქნებოდა ეთქვათ სავარაუდოდ,სინამდვილეში მატჩის ჩატარების თარიღი უცნობია,სანამ პანდემია არ დამთავრდება არაფერიც არ ჩატარდება?!
emigranti
სავსაბით ლოგიკური გადაწყვეტილებებია.
romandro
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"სამწუხარო რეალობა გვაქვს" - მუჯირის განცხადება კვარაცხელიაზე...
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
VAR-ის სისტემა ეროვნული ლიგის მატჩებზე - სიახლე მიმდინარე წლიდან იგეგმება
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ