საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გიორგი ნემსაძემ, რომელიც ამჟამად გორის "დილას" მთავარი მწვრთნელია, სპორტულ გაზეთ "ლელოს" ინტერვიუ მისცა და კარიერის სხვადასხვა ეტაპი გაიხსენა.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს ნაწყვეტს გთავაზობთ:

"რამდენიმე უცხოურ კლუბში ვითამაშე და კარგი პერიოდები ყველგან მქონდა. ერთადერთი, ცოტა გული დამწყვიტა იმან, რომ ჩემი მისვლიდან მალევე "რეჯინა" სერია B-დან C-ში გავარდა და ამ დონეზე უკვე აღარ შეიძლებოდა გუნდში უცხოელის ყოლა...

სულ სხვა თემაა ჩემი ჩაშლილი ტრანსფერი "ატლეტიკოში" და, ვფიქრობ, ჩემი კარიერის ეს მონაკვეთი გულშემატკივრებს დააინტერესებს. ეს მოხდა 1998 წლის 29 იანვარს. მირეკავს ჩემი მენეჯერი ივან ბენეში და მეუბნება - სასწრაფოდ ბილეთები აიღე, "ატლეტიკოს" პრეზიდენტ ხესუს ხილთან ერთად ვივახშმე, შენი თამაში ნახა იტალიის ნაკრებთან, ძალიან მოეწონა და ტრანსფერი გადაწყვეტილიაო. ბილეთი დროზე აიღე, თორემ მალე სატრანსფერო ფანჯარა დაიხურებაო...

ბილეთის აღება რა პრობლემა იყო, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი შეიცვალა. ხესუს ხილს საბანკო ანგარიშები გაუყინეს, რამაც ტრანსფერის განხორციელება შეუძლებელი გახადა. ჩავედი დილით. ერთი ჯიხური იყო, სადაც ყველა ქვეყნის სპორტული გაზეთი იყიდებოდა. ვიყიდე ყველა გაზეთი. ესპანურ პრესაში, "მარკა" იქნებოდა თუ სხვა, ყველგან ეწერა ხესუს ხილის ამბავი.

ძალიან დიდი სტრესი იყო ჩემთვის. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სამი-ოთხი თვის განმავლობაში ნევროზი მქონდა. როგორი საქმეა - ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში გადადიხარ და..."

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ lelo.ge-ზე.

ზაზა
აფსუს რა ფეხბურთელები გვყავდა! თან რა პერიოდში , ბევრს არანაირი პირობები არ ქონდა და რა გუნდებში ითამაშეს,ნაკრებში ცოტა მეტი უნდა ექნათ,ვალდებულები იყვნენ მართალია მარა რა გუნდები გვხვდებოდა, მაგაშიც ბედი არ გვწყალობდა!!
თენგო - უბრალოდ გულშემატკივარი
კლავიატურით მამაცნო ქართველნო, თქვენ რა გაგიკეთებიათ?იცით საერთოდ რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული ფეხბურთელობა? და რამხელა სტრესთან? 90-იანი წლების საქართველოში გიცხოვრიათ??? რათქმაუნდა გულდასაწყვეტია რომ მეტის მიღწევა შეეძლო ბევრ ქართველ ფეხბურთელს, მაგრამ ასევე უნდა ვიამაყოთ მათი, და გიორგი ნემსაძე ერთ-ერთი მათგანია
emigranti
ამას თუ გიორგი ნემსაძეზე სწერ, მაგრად შეგეშალა.
გია
თფუიი ლოთი არაკაცი
დათო
ბევრი ქართველი ფეხბურთელი წამალმა დაღუპა, თორემ ნიჭი მართლა ჰქონდათ, მაგრამ ...
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა