მსოფლიო რაგბის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის (COVID-19) გლობალური პანდემიის გამო, 2020 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი აღარ გაიმართება.

გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოლაპარაკებები იტალიის რაგბის კავშირთან და საორგანიზაციო კომიტეტთან.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით იტალიას უნდა ემასპინძლა. თამაშები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში იყო დაგეგმილი, სადაც ვირუსი განსაკუთრებულად მძლავრობს და სამწუხაროდ, მისი დასრულების ვადებზე დამაიმედებელი პროგნოზები ვერ კეთდება.

განიხილებოდა ტურნირის სხვა ქვეყანაში გადატანის შესაძლებლობაც, მაგრამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეზღუდული ფრენების ფონზე, ორგანიზაციული საკითხების დროულად მოგვარება ვერ ხერხდება.

"უმცროს ბორჯღალოსნებს" ზედიზედ მეხუთე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე „ბ“ ჯგუფში, ავსტრალიის, უელსისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების წინააღმდეგ უნდა ეთამაშა. 12-გუნდა ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ: „ა“ ჯგუფში – საფრანგეთი, არგენტინა, ირლანდია და იაპონია; „გ“ ჯგუფში – სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, იტალია და ფიჯი.

კორონავირუსის პანდემიის გამო, გადაიდო მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებული კიდევ რამდენიმე ტურნირი: 7-კაცა მსოფლიო სერიის ლონდონისა და პარიზის ეტაპები; 7-ქალას ლანგფორდის ეტაპი; 7-კაცას მსოფლიო რაგბის ჩელენჯის სერიის ფინალური ეტაპი; 2023 წლის კაცთა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის რამდენიმე ტურნირი; მსოფლიოს ოლიმპიურ კომიტეტთან მიმდინარეობს მოლაპარაკება 7-კაცა რაგბში გასამართი რეპეშაჟის ტურნირის გაუქმებასთან დაკავშირებით, სადაც კაცთა ტურნირის ერთი და ქალთა ტურნირის ორი მონაწილეა გასარკვევი.

"მსოფლიოსთვის ამ ურთულეს სიტუაციაში, სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს დიდ სარაგბო ოჯახს და მთელი მსოფლიოს მოსახლეობას. გავაკეთებთ მაქსიმუმს, რათა შევინარჩუნოთ გლობალური სარაგბო ოჯახის კეთილდღეობა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით ვიღებთ ტურნირებისა და მატჩების გადადების, ან შეჩერების გადაწყვეტილებას, რათა შევამციროთ ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა. ადამიანების ჯანმრთელობა უპირველესია, რამაც ჩვენი წევრი ფედერაციებთან კონსულტაციის შემდეგ, მსოფლიო რაგბის მიერ ორგანიზებული ტურნირების დაუყოვნებლივ შეჩერების გადაწყვეტილების მიღება გაგვიადვილა", - განაცხადა მსოფლიო რაგბის თავმჯდომარემ, ბილ ბომონტმა.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
18 წ. | ვიწყებთ საფრანგეთით
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალისთვის 26 მოთამაშე შეირჩა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა