იტალიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე გარიგებული მატჩების და ფსონებთან დაკავშირებული მაქინაციების გამო დაპატიმრებულთა სიაში მოხვდა
იტალიის ნაკრების ყოფილი მოთამაშე ჯუზეპე სინიორი მოლაპარაკებული მატჩების და ფსონებთან დაკავშირებული მაქინაციების გამო დაპატიმრებულთა სიაში მოხვდა. სულ 16 ადამიანი დააკავეს, მათ შორის იტალიის ქვედა დივიზიონების რამდენიმე მოთამაშე. სინიორი შინაპატიმრობაში იმყოფება.

პოლიცია სინიორის და სხვა დაკავებულებს ბრალს იმაში სდებს, რომ ისინი საფეხბურთო სამყაროში თავიანთ კავშირებს იყენებდნენ და მატჩების შედეგებზე ზეგავლენას ახდენდნენ. გამოძიება ამტკიცებს, რომ დაკავებულების არაკანონიერ მაქინაციებში მონაწილეობის დამაჯერებელი მტკიცებულებები არსებობს. ზუსტად რომელი მატჩების შედეგები იყო ადრევე დაგეგმილი, არ სახელდება.

გარიგებული მატჩების ორგანიზებაში ეჭვმიტანილი პირების დაკავების ოპერაცია კრემონეში შემუშავდა და ქვეყნის 19 ქალაქი მოიცვა. კიდევ არის თუ არა დაგეგმილი დაკავებები, არ არის ცნობილი.

სინიორი 1990-იანი წლების შუაგულში რომის "ლაციოს" კაპიტანი იყო და ამ კლუბის შემადგენლობაში სამჯერ სერია А-ს ბომბარდირი გახდა. სინიორი იტალიის კიდევ რამდენიმე გუნდში, ასევე საბერძნეთის "ირაკლისში" და უნგრულ "შოპრონში" გამოდიოდა. ფორვარდმა კარიერა 2006 წელს დაასრულა. იტალიის ნაკრებში 1992-1995 წლებში სინიორიმ 28 მატჩი ჩაატარა და შვიდი გოლი გაიტანა.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა