ცივი ომი ინგლისის ნაკრების ცენტრალურ მცველ რიო ფერდინანდსა და იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს შორის დამთავრდა
ცივი ომი ინგლისის ნაკრების ცენტრალურ მცველ რიო ფერდინანდსა და იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს შორის დამთავრდა. თავკაცმა და 32 წლის ვეტერანმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. კონფლიქტის მიზეზი გეხსომებათ: კაპელომ ფერდინანდს კაპიტნობა ჩამოართვა, რათა ის ჯონ ტერისთვის დაებრუნებინა. თან, ეს ამბავი მეტად უხერხულად მოხდა - ფერდინანდი იმხანად დაშავებული იყო, კაპელომ კი არც დაურეკა - ფეხბურთელმა სამკლავურის ჩამორთმევის ამბავი გაზეთებიდან შეიტყო.

მწვრთნელსა და ფეხბურთელს ურთიერთობის გარკვევა ამ ამბიდან მალევე შეეძლოთ, როდესაც ერთ-ერთ თამაშზე, „ოლდ ტრეფორდის“ ლოჟაში, თითქმის გვერდიგვერდ მოხვდნენ, მაგრამ მათ ერთმანეთისკენ არც კი გაუხედავთ. და აი, ახლა, კაპელო და ფერდინანდი მას მერე პირველად შეხვდნენ ერთმანეთს. ეს შვეიცარიასთან შესარჩევი შეხვედრის წინ, ჰერტფორდშირში, „გროუვ ოტელში“ მოხდა, სადაც ინგლისელები დაბანაკდნენ.

ფერდინანდმა ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორების წინაშე ხაზი გაუსვა, რომ გუნდის დანარჩენ წევრებთან, მათ შორის ტერისთანაც მეგობრული ურთიერთობა აქვს. ის ხუმრობდა და ყველასთან ახლობლობას ამჟღავნებდა. გუნდთან ერთად იყო „ვესტ ჰემის“ 31 წლის მეკარე რობერტ გრინიც. მოგეხსენებათ, ის განასთან ამხანაგური შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დასვეს, რაც იუკადრისა და ნაკრებიდან წასვლითაც კი დაიმუქრა. ინგლისის ნაკრების ხელმძღვანელობას ბოლო წამადე არ ჰქონდა იმედი, რომ შვეიცარიასთან შეხვედრაში გრინი გუნდს დაეხმარებოდა, მაგრამ გოლკიპერმა გადაწყვეტილება შეცვალა. მიზეზი: ფულჰემელ დევიდ სტოკდეილს პარასკევს ცოლი მოჰყავს და სათადარიგოთა სკამზე ვინმე ხომ უნდა ყოფილიყო?

რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველ მაიკლ ქერიკს, მისი თამაში სათუოა - გასულ შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონელებმა ფეხი ატკინეს. ქერიკი ეროვნული გუნდის შეკრებაზე კი ჩავიდა, მაგრამ ვარჯიშს მოედნის კიდიდან ადევნა თვალი. მას მტკივან ადგილას სურათი გადაუღეს და პასუხს ელიან.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა