საფრანგეთის ნაკრებში გუშინ მომხდარი სკანდალის კვალდაკვალ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ნაწილი მწვრთნელს ადანაშაულებს, ნაწილი ფეხბურთელებს... ეს ყველაფერი რომ გაირკვეს, ამიტომაც მიიჩნიეს საჭიროდ სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს. ამ ჯგუფის შექმნა კი, არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ბრძანა...

საფრანგეთის ნაკრებში გუშინ მომხდარი სკანდალის კვალდაკვალ მითქმა-მოთქმა არ წყდება. ნაწილი მწვრთნელს ადანაშაულებს, ნაწილი ფეხბურთელებს... ეს ყველაფერი რომ გაირკვეს, ამიტომაც მიიჩნიეს საჭიროდ სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ამ საქმეს გამოიძიებს. ამ ჯგუფის შექმნა კი, არც მეტი, არც ნაკლები, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ბრძანა. ცხადია, ფრანგებს სამარცხვინო ამბავი შეემთხვათ და ქვეყნის ლიდერი დაინტერესებულია, დამნაშავე დაისაჯოს...

მაგრამ ვიდრე ეს გაირკვევა, ფრანგებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი უნდა ჩაატარონ. მათი მეტოქე ჩემპიონატის მასპინძელი სამხრეთ აფრიკის ნაკრებია. დღეს საღამოს რაიმონ დომენეკმა პროტოკოლური პრესკონფერენცია გამართა. წესით, მის გვერდით უნდა ყოფილიყო გუნდის კაპიტანი, მაგრამ პატრის ევრამ მწვრთნელთან ერთად მოსვლა არ ინება. ესეც მორიგი დემარში თუ ბოიკოტი დომენეკის წინააღმდეგ...

ძნელი სათქმელია, როგორ ითამაშებს ხვალ საფრანგეთის ნაკრები, როგორ დაელაპარაკება დომენეკი აჯანყებულ მოთამაშეებს, რა დავალებებს მისცემს მათ ან შესრულდება კი ეს დავალებები თუ არა...

პრესამ დომენეკი წნეხში მოაქცია. იყო უხერხული კითხვები, თუმცა დომენეკს კონფლიქტთან დაკავშირებით წვრილად არ უსაუბრია. ეტყობა, ჯერჯერობით ერიდება ღია საუბარსა და შეფასებებს ბოლო მატჩის წინ. ნიკოლა ანელკაზე რომ ჰკითხეს, თქვა - წარსულს თავი დავანებოთ, ხვალიდნელ მატჩზე ვიფიქროთო. დომენეკს გუშინ გვიან ღამით უნდა ჰქონოდა ფეხბურთელებთან გენერალური საუბარი, თუმც თავს ვერავინ დადებს იმაზე, რომ ეს საუბარი შედგებოდა...

დომენეკს თითქოს სჯერა, რომ ხვალ საფრანგეთის ნაკრები მთელი გულითა და სულით ითამაშებს, მაგრამ მაინც ღრღნის ეჭვის ჭია, რომ შეიძლება მორიგ ბოიკოტს ჰქონდეს ადგილი. ის თითქოს ნამუსზე აგდებს ფეხბურთელებს:

"იმედი მაქვს, ისინი მზად არიან და ყველას დაუმტკიცებენ, რომ უყვართ თავიანთი ქვეყნის ეროვნული ნაკრები".

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა