საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და ფრანგული "ტულონის" მორკინალმა მამუკა გორგოძე ტელეკომპანია იმედის გადაცემას "სპორტი იმედზე" ინტერვიუ მისცა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა

"ახლა სახლში დარჩენა ომში წასვლას უდრის. მესმის, არის სირთულეები, რთულია ამის გაკეთება, თუმცა მაინც უნდა მოვახერხოთ.

ის, რასაც დღეს მთავრობა და ექიმები აკეთებენ, ეს მხოლოდ გმირობაა. ეს უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც სხვი ინტერესი არც არასდროს მქონია და არც ახლა გამაჩნია.

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა როდის განახლდება "ტოპ 14", ან განახლდება თუ არა საერთოდ. მთავარი ადამიანების ჯანმრთელობაა და ამაზე მნიშნელოვანი არაფერია.

ბევრმა მითხრა, რომ ასე კარიერის დასრულებას არ ვიმსახურებდი, თუმცა არაუშავს.

მოგეხსენებათ, 30 ივნისს კონტრაქტი მიმთავრდება "ტულონთან" და კარიერასაც დავასრულებ. არ ვაპირებ რაგბიში დარჩენას, თუმცა თუ რამის გაკეთება შემეძლება, მუდამ ქართული რაგბის გვერდით ვიდგები.

ჩვენს ნაკრებზე მინდა ვთქვა, რომ ლევან მაისაშვილის ხელში ყველაზე სანახაობრივ რაგბის ვთამაშობთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სუსტი მოწინააღდეგეები გვყავდა.

უფრო მეტ ახალგაზრდას უნდა მიეცეს შანსი და ჩვენი გუნდის მთავარი მიზანი, არა რაგბის ევროპის ჩემპიონატის მოგება, არამედ მსოფლიო თასზე სათამაშოდ ძლიერი გუნდის მომზადება უნდა იყოს."

გელა ნუგზარაშვილი
თვითიზოლაციაში გადავდივარ. ლაციოს უარი შევუთვალე. ნაპოლისაც. ინგლისის კლუბებიც მეხმიანებიან, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვფიქრობ. სიახლეებს ჩემი მომავალი კლუბის შესახებ შეგატყობინებთ ყველას. გელა ნუგზარაშვილი
კლებერსონი
მამუკა მართლაც დიდია, ძალიან დიდი, ალბათ შედარება არაა საჭირო და არც ვადარებ, . . უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ლევან ცაბაძე ჩვენი რაგბის ფესვების, რაზეც ეს დიდებული თაობა მოვიდა და ძალიან გთხოვთ ნუ დავივიწყებთ
ზლატკო
სპორტსმენებს როგორ უხდებათ ეს ფორმა და მე რა მჭირს:)))))))
XXX
კაცმა კარიერას ვასრულებო და ამისადმი მიძღვნილ სტატიას მხოლოდ 4(!) პოზიტიური კომენტარი აქვს! დასაფიქრებელია, არა??? ალბათ 2 იმდენი კრიტიკული პოსტი წაშალა საიტმა.
თორნიკე
მამუკა დიდებული კაპიტანი და მორაგბე იყო და რაც მთავარია ღირსეული ქართველი, კარგი ადამიანი. ნამდვილად იმსახურებდა გამოსამშვიდობებელ თამაშს. ისე რამდენიმე წუთი რუსეთთან გადადებულ თამაშში რომ დაუთმონ ნამდვილად არ იქნება ცუდი. სავსე ტრიბუნების წინაშე არის ამ ადამიანთან გამომშვიდობება საჭირო და ჩვენი გულშემატკივრების ვალია საუცხოო აპლოდისმენტებით გავაცილოთ იგი!
N
რა გიკვირს, მეგობარო? არ იცი, რომ ცენზურაა ამ საიტზე? მე აღარც კი ვწერ აქ კომენტარებს.
XXX
ჰაჰ, საიტი ხართ თუ ლუკაშენკოს “ცეხი”? kasil100-ის სახელით მოზრდილი პოსტი დავწერე აბსოლუტურად კორექტულად და ვერ ჩავსვი თქვენ გემოვნებაში? სამარცხვინო! ეს “არ ვაწყენინო” ვაზელინგაგლესილი მიდგომა ჭურნალისტებისა ასაფლავებს უფრო ღრმად ქართულ სპორტს. მადლობა და წარუმატებლობები თქვენ ამ ვაზელინის საგაში!

ადრეც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ - მისი პოზიციიდან აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო ნაკრებიდან წასვლა. შემცვლელიც მშვენიერი ჰყავს. აგერ გამოჩნდა, რომ საკლუბო დონეზეც ამ ასაკში არ არის ადვილი ძველი ენერგიით თამაში. მითუმეტეს გადაწყვეტილი აქვს სხვა საქმეს მოჰკიდოს ხელი. უბრალოდ , ნამდვილად იმსახურებდა გამოსამშვიდობებელ მატჩს თბილისში.
ჟორა გაბრიჭიძე
კარგი ქნა, რომ ნაკრებში გამოსვლა ადრე დაამთავრა, ცოტა შევეჩვიეთ კიდეც ქართულ რაგბს მამუკას გარეშე. როგორც პაიჭაძე, მესხი, ყიფიანი, თედიასვილი, სანეევს და ბევრი სხვა ბრწყინვალე მამულიშვილი არ დაავიწყდება არც ერთ ქართველს, ისე მამუკას თავგანწირულ თამაშს და ოსტატობას ვერავინ დაივიწყაბს, მადლობა ჩემპიონო.
სოსო
ძალიან ძნელი წარმოსადგენია ქართული რაგბი,მამუკა გორგოძის გარეშე და შეუძლებელია მამუკა გორგოძის წარმოდგენა,რაგბის გარეშე.ასეა თუ ისე,მამუკამ სამუდამოდ დაიდო ქართველი გულშემატკივრების გულში ადგილი.ძალიან ვწუხვარ,რომ მთლიანად მიდის,იმედი მაქვს,რომ ეს დროებითია და კვლავაც მოემსახურება საყვარელ საქმეს და მჯერა,რომ სადაც არ უნდა გააგრძელოს მოღვაწეობა,ის მაინც საამაყო ადამიანად დარჩება.წარმატებებს ვუსურვებ ცხოვრების გამოწვევებთან ყოვედღიურ ბრძოლაში და გმადლობ ყველაფრისათვის.
kasil100
საქართველოს ჩემპიონატშიბრომ ეთამაშა არ იქნებოდა ცუდი
გია ხარაიშვილს "ბარბაროსებში" უხმეს
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბათუმი ქვიშის ფეხბურთის ევროლიგის გათამაშებას უმასპინძლებს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ახალი ზელანდია
"ეს ბევრჯერ მომხდარა, შემდეგ კი კრიტიკოსები გაუჩუმებია" - ოუენს რონალდოს იმედი აქვს
რაფინიას შეცვლის - რამდენად რეალურია ბარკოლას "ბარსელონაში" გადასვლა?
მორგან როჯერსი "არსენალს" უახლოვდება
"იმ სირცხვილის თანაავტორები, რომლებიც ბოლო წლებში "არარატ არმენიასთან" და "ლევადიასთან" ევროტურნირებზე განვიცადეთ, ახლა ექსპერტებად იქცნენ" - ტარიელ ხეჩიკაშვილი
[VIDEO] იამალის სადებიუტო გოლი, ოიარსაბალის დუბლი - ესპანეთმა საუდის არაბეთი გაანადგურა
დუბლიორი თუ კონკურენტი კვარაცხელიასთვის - პსჟ ნიდერლანდების ნაკრების გარემარბის დამატებას გეგმავს
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ინგლისი
საქართველოს ნაკრები ლატვიაში გაფრინდა: მუნდიალის საკვალიფიკაციოსთვის მზადება იურმალაში გრძელდება
დემეტრაშვილის ვერცხლი და სულამანიძის ბრინჯაო ულანბატორის გრანდ სლემზე
"მისი დაუფასებლობა არ შეიძლება" - რუნიმ მბაპეზე ისაუბრა
Geo Team: თბილისის "დინამო" ევროტურნირების მატჩს "დინამო არენაზე" ვერ ჩაატარებს
[VIDEO] დრო იყო, ასე აღნიშნავდა იამალი ესპანეთის მარცხს
"რაფინიასთვის მუნდიალი დასრულდა" - ესპანელი ჟურნალისტი
"მონტელამ მოგვილოცა" - დემირალი მუნდიალზე ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ
[VIDEO] იაპონიამ ტუნისი გაანადგურა
[VIDEO] კიურასაოს 37 წლის მეკარის სასწაული - როომიმ ეკვადორთან 15 მოგერიება განახორციელა
ირაოლას ინიციატივით - "ლივერპული" მუნიოსს იმატებს
"ლიონმა" ფეხბურთელების გაშვება დაიწყო - მორეირა ბუნდესლიგაში გადავიდა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში