"კანტუმ" მეორედაც დაამარცხა "მილანი" (ამჯერად 70:64), ხოლო მანუჩარმა წინა მატჩის სტატისტიკა გაიმეორა - 7 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 4-ჯერ დაჯარიმდა
იტალიის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის მეორე მატჩში "კანტუმაც" გაამეორა და მანუჩარ მარკოიშვილმაც: "კანტუმ" მეორედაც დაამარცხა "მილანი" (ამჯერად 70:64), ხოლო მანუჩარმა წინა მატჩის სტატისტიკა გაიმეორა -7 ქულა ჩააგდო, ფარიდან ასხლეტილი ბურთი 4-ჯერ მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა და 4-ჯერ დაჯარიმდა. პირველ და მეორე შეხვედრებს შორის მხოლოდ ის სხვაობა იყო, რომ გუშინ მარკოიშვილმა 9-ით მეტი, 24 წუთი ითამაშა და 1 ჩაჭრაც მიითვალა. მან 4-დან 2 ორქულიანი და 3-დან 1 სამიანი ჩააგდო.

"კანტუმ" ამჯერადაც გუნდური თამაშის წყალობით მოიგო, რასაც მექულეთა სტატისტიკაც მეტყველებს:

კალათბურთელებმა ქულები თითქმის თანაბრად გაიყვეს - მაძარინომ 13 ქულა ჩააგდო, ლეუნენმა - 12, სეკიჩმა და მიკოვმა - 11-11. დანარჩენი ხუთი მოთამაშე ერთნიშნა რიცხვით დაკმაყოფილდა.

"მილანმა" 64 ქულა მოაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასპინძლებმა დაცვაშიც მწყობრად ითამაშეს. დიდი დატვირთვა მოდიოდა მანუჩარზე, რომელსაც მეტოქეთა ლიდერის, დევიდ ჰოუკინსის მეურვეობა უწევდა. ამერიკელი ლეგიონერი სეზონში საშუალოდ 13 ქულას აგროვებს, გუშინ,1ივნისს ღამით კი 6 ბალს დასჯერდა.

კანტუელებმა პირველი ტაიმი დამაჯერებლად ჩაატარეს და დიდ შესვენებაზე 12-ქულიანი ფორით გავიდნენ - 45:33. საინტერესოა, რომ მანუს თანაგუნდელებს საწყის 20 წუთში 7 სამქულიანი ჰქონდათ ჩაგდებული.

მეორე ტაიმში მილანელებმა პერიმეტრი კარგად გადაკეტეს, ასევე შედეგიანად ათამაშდნენ სამწამიან ზონაში და სხვაობაც ნელ-ნელა მცირდებოდა. სირენამდე 2 წუთით ადრე სტუმრები "კანტუს" 3 ქულით მიუახლოვდნენ (ჰოუკინსი, 59:62) და მას მერე განზრახ ჯარიმების ტაქტიკას მიჰყვეს ხელი. თუმცა, კანტუელები საჯარიმოს ხაზიდან ბურთს არ აცილებდნენ და მეტოქეც იძულებული გახდა მოგებაზე ფიქრი მესამე თამაშისთვის გადაედო.

საინტერესოდ იქცეოდა "კანტუს" მწვრთნელი ანდრეა ტრინჩიერი: როცა ჯარიმას კანტუელები ისროდნენ, მოედანზე ბენჟამინ ორტნერი შეჰყავდა, ხოლო "მილანის" შეტევისას ორტნერს დენის მარკონატოთი ცვლიდა. ამას ობიექტური მიზეზი ჰქონდა: ორტნერი სწრაფია და მეტოქის ნახევრიდან საკუთარზე სწრაფად ბრუნდებოდა, სამაგიეროდ მარკონატო უფრო მაღალი, ათლეტურია და საკუთარ ფარზე ბურთს არავის ანებებდა.

ტრინჩიერის ტაქტიკამ ამჯერადაც გაამართლა: "კანტუ"-"მილანი" 2:0. სერია სამ მოგებამდეა. მომდევნო მატჩი მილანში 3 ივნისს გაიმართება.

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა