ფიბა-ევროპამ მომავალ ზაფხულს დაგეგმილი ყველა ასაკობრივი ჩემპიონატი გააუქმა. ეს გადაწყვეტილება ამ ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ ონლაინკონფერენციის მეშვეობით მიიღო. გთავაზობთ ოფიციალურ პრესრელიზს, რომელიც ფიბა-ევროპამ აღნიშნული კონფერენციის შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჯაროვებლად გამოაქვეყნა:

მიუნხენი (გერმანია) – ფიბა-ევროპის საბჭო შეიკრიბა სამშაბათს, 7 აპრილს, რათა განეხილა და მიეღო გადაწყვეტილებები მომავალი ღონისძიებების შესახებ.

შეხვედრას, რომელიც გაიმართა ვიდეო-ონფერენციის საშუალებით, ხელმძღვანელობდა ფიბა-ევროპის პრეზიდენტი თურგაი დემირელი ფიბას პრეზიდენტ ჰამანე ნიანგთან, ფიბას გენერალურ მდივან ანდრეას ზაგკლისთან და ფიბა-ევროპის აღმასრულებელ დირექტორ კამილ ნოვაკთან ერთად.

საქმის წარმოების დაწყებისას ბატონმა დემირელმა განაცხადა ფიბა-ევროპის პოსტ-COVID-19 სამოქმედო რუკის შექმნის შესახებ. პროექტი გულდასმით შეაფასებს ევროპაში არსებულ ვითარებას და მოამზადებს სახელმძღვანელო მითითებებს, თუ როგორ უნდა აღდგეს საკალათბურთო ცხოვრება ევროპაში. იგი წარმოდგენილი იქნება მომდევნო ფორუმზე, მაისში. ბატონმა დემირელმა განაცხადა: ”მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რაც ამ კრიზისმა მოიტანა”.

პანდემიის შედეგად გამოწვეული კრიტიკული და საგანგებო სიტუაციის გათვალისწინებით და ახალგაზრდა მოთამაშეების, მწვრთნელების, ოფიციალური პირების და გულშემატკივრების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით საბჭომ გადაწყვიტა, ღონისძიებების დიდი მოცულობის გამო გააუქმოს მომავალ ზაფხულს დაგეგმილი ყველა, ფიბა-ევროპის 16-ვე ასაკობრივი ჩემპიონატი, ისევე, როგორც ქალთა სამიტი სლოვენიაში.

ჩემპიონატების გაუქმება ნიშნავს, რომ:

2020 წლის ყველა ასაკობრივი ჩემპიონატის მასპინძელს მიეცემა პირველადი წვდომა, სურვილის შემთხვევაში, უმასპინძლოს იმავე ტურნირს 2021 წელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატურის შერჩევის პროცედურა გაიხსნება ჩვეულებრივ, 2020 წლის შემოდგომაზე;

არც ერთ ასაკობრივ ჩემპიონატში არ მოხდება დივიზიონებს შორის დაწინაურება ან დაქვეითება;

2021 წლის FIBA U19 საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატის გუნდები მიიღებენ კვალიფიკაციას NIKE-ის მიერ წარმოდგენილი FIBA World-ის რეიტინგის გამოყენებით;

ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატების რეგისტრაცია 2021 წლისთვის მოხდება ჩვეულებრივ, ხელახლა. ეროვნული ფედერაციები დაარეგისტრირებენ გუნდებს შესაბამის ასაკებში სიძლიერის და ასევე, ფინანსური მდგომარეობის საფუძველზე. შესაბამისად, 2021 წლისთვის გაიმართება ახალი კენჭისყრა.

ასევე გაუქმდა 2020 წლის მამაკაცთა და ქალთა პატარა ქვეყნების ჩემპიონატები, რომლებიც დაგეგმილი იყო ამ ზაფხულს. პატარა ქვეყნების კომისია ახლა იკრიბება პატარა ქვეყნებისთვის საუკეთესო ვარიანტის შემუშავების მიზნით და მას წარუდგენს საბჭოს მორიგ სხდომაზე მაისში.

საბჭომ ოლიმპიური თამაშების გადადების შემდეგ განსახილველად გაიტანა მომავალი წლის ევრობასკეტისა და ქალთა ევრობასკეტის საკითხები. ბატონმა დემირელმა ხაზი გაუსვა ამ ორი ღონისძიების მნიშვნელობას და ითხოვა, რომ ფრთხილად შეფასდეს ყველა ვარიანტი. ორივე ჩემპიონატის შესახებ იმსჯელებს მომავალ ხუთშაბათს (9 აპრილი) დაგეგმილი FIBA-ს აღმასრულებელი საბჭო, FIBA-ს კალენდარზე მათი შესაძლო გავლენის შესახებ, მანამდე კი ფიბა-ევროპა კონსულტაციებს გაივლის ევრობასკეტის ადგილობრივ საორგანიზაციო კომიტეტებთან (LOC-ებთან) და მიიღებს გადაწყვეტილებას.

ზაფხულის ღონისძიებების გაუქმების შედეგად მიღებული ფინანსური ეფექტის შესამსუბუქებლად, საბჭო შეთანხმდა, რომ ფიბა-ევროპა ყველა ეროვნულ ფედერაციას სრულად გადაუხდის ასაკობრივ ჩემპიონატებში ახალგაზრდების სამონაწილეო საფასურს.

ბატონმა ნოვაკმა ამ გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა: ”ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია კრიზისის დროს დავეხმაროთ ჩვენს ეროვნულ ფედერაციებს და მივცეთ მათ საშუალებების მინიმალური ნაწილი მაინც, რომ წარმატებით განაახლონ თავიანთი ახალგაზრდული აქტივობები კრიზისის დასრულების შემდეგ”.

ფიბა-ევროპა ასევე შეინარჩუნებს ღია კომუნიკაციას ყველა ორგანიზატორთან ამ ზაფხულის ჩემპიონატების მოსაკრებლებისა და 2021 წლის პერსპექტივების შესახებ.

საბჭო შეთანხმდა, რომ საჭიროა ოდნავ განსხვავებული მიდგომა ახალგაზრდობის განვითარების ფონდის პროგრამასთან დაკავშირებით. პროექტების დაფინანსება გაგრძელდება იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი მიწოდება შეფერხებულია არსებული კრიზისის გამო.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
ასაკობრივ B ლიგებში მოსახვედრად საკვალიფიკაციო ტურნირები ჩატარდება
დონჩიჩის 39 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა - სლოვენია საფრანგეთთანაც დამარცხდა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა