საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრებები პლაჟის ფრენბურთში 13-19 ივნისს რომში, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებენ
13-19 ივნისს რომში გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპი პლაჟის ფრენბურთში. ჩატარდა კენჭისყრა და გაირკვა ჩვენი ნაკრებების მეტოქეები.

ქალთა ნაკრები მოხვდა D ჯგუფში, სადაც მისი მეტოქეები არიან მსოფლიო ბოლო 2 ტურის გამარჯვებული ჰოლანდიური წყვილი კაიზერ-ვან იერსელი, ფინელი დები ნინსტრომები და ნორვეგიელები მასეიდე-ინგრიდი. ვაჟთა ნაკრების მეტოქეები G ჯგუფში არიან აშშ-ს, ბრაზილიისა და ავსტრალიის ნაკრები გუნდები.

"ჩვენს გუნდებს საკმაოდ თანაბარ ჯგუფში მოუწევთ გამოსვლა. ვფიქრობ, რომ როგორც ქალთა, ისე ვაჟთა ნაკრები თავს გაართმევს ამოცანას და გავა ქვეჯგუფიდან. ჩვენ რაც შეიძლება კარგი შედეგი უნდა ვაჩვენოთ რომში, ვინაიდან ეს ტურნირი ლონდონის ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპიცაა და საკმაოდ მაღალი ქულები თამაშდება.

ორივე ნაკრები ასვე მონაწილეობას მიიღებს დიდი სლემის გათამაშებაში, რომელიც ბეიჯინგში 6-11 ივნისს გაიმართება. იმედი მაქვს, რომ ქართული მასმედია დიდ ყურადღებას დაუთმობს მსოფლიო ჩემპიონატს, რაც ერთის მხრივ დააკმაყოფილებს გულშემატკივართა ინტერესს, ხოლო მეორეს მხრივ ხელს შეუწყობს სპორტის ამ ლამაზი სახეობის პოპულარიზაციას საქართველოში." - განაცხადა საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან ახვლედიანმა.

ფრენბურთის ფედერაციის პრესსამახური

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
ქამბექი და მოგება - საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ევროპირველობაზე ითამაშებს
ბრაზილიური საფრენბურთო გოგონათა კლუბის წევრები დაქორწინდნენ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა