ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რაგბის პლანეტას შავი მზე დაჰნათის

რაგბის პლანეტას შავი მზე დაჰნათის

ახალი ზელანდიის ნაკრებმა სამი ერის გათამაშების მორიგ მატჩში სტუმრად, მელბურნში ავსტრალიის ეროვნული გუნდი 49:28 დაამარცხა და ლიდერობა განიმტკიცა...

ეს იყო წლევანდელი სეზონის, ალბათ, ყველაზე საუკეთესო შეხვედრა. ორივე გუნდმა ღია, შემტევი სტილით ითამაშა და მაყურებელმა 10 ერთმანეთზე უკეთესი ლელო იხილა." თავად განსაჯეთ: ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, შერკინება თამაშში პირველად 75-ე წუთზე დაინიშნა. მანამდე გუნდები ლაღად, ხელდხელ ბურთაობდნენ და რაგბის ქომაგს მშვენიერი სპექტაკლი აჩუქეს.

სხვა საკითხია, რამდენად გამართლებული იყო მასპინძელთა მხრიდან ახალ ზელანდიასთან გახსნილი თამაში. "კივები" ის გუნდია, რომელთანაც პირიქით, თამაში უნდა შეკრა, დაცვა გაუვალი კედელივით აღმართო და ეცადო, მეტოქეს ბურთი არაფრით დაუთმო. "ვოლაბები" ასე არ მოიქცნენ. რობი დინსი შეეცადა, მეტოქე მისივე იარაღით დაემარცხებინა, მაგრამ ეს ვერ შეძლო. ავსტრალიამ მატჩი კი წააგო, მაგრამ რაგბის არ წაუგია - რაგბიმ იმ დღეს მელბურნში გაიმარჯვა.

ანგარიში "ვოლაბებმა" მე-3 წუთზე მეთ გიტოს საჯარიმოთი გახსნეს, რაზეც ახალზელანდიელთა მგეზავმა დენ კარტერმა სამ წუთში საჯარიმოთივე უპასუხა - 3:3.

მომდევნო ექვს წუთში თავბრუდამხვევი მოვლენები განვითარდა, გუნდებმა ორ-ორი წუთის ინტერვალით სამი ლელო გაიტანეს. მე-7 წუთზე ანგარიშში ავსტრალიელები დაწინაურდნენ. კარტერი საკუთარი ოცდაორმეტრიანი ზონიდან ბურთის ფეხით გამოტანას ცდილობდა, მაგრამ "ვოლაბების" გარემარბმა დრიუ მიტჩელმა დაუფარა. ბურთი "ოლ ბლექსის" ლელოსკენ გაგორდა. მიტჩელი დროულად გაერკვა ვითარებაში, ბურთი აიტაცა, ლელოსკენ სწრაფად დაიძრა, ისე, რომ "ოლ ბლექსის" გარემარბმა ჯო როკოთოკომ და კარტერმა მისი შეჩერება ერთობლივადაც ვეღარ შეძლეს. გიტომ გარდასახვა ვერ გაიტანა - 8:3.

კარტერმა დანაშაული ორ წუთში გამოისყიდა. ამჯერად საკუთარი ოცდაორმეტრიანი ზონიდან ბურთის ფეხით გამოტანა ავსტრალიელთა შუამარბმა ბერიკ ბარნსმა სცადა. კარტერმა დაუფარა და მასაც გაუმართლა, ბურთი პირდაპირ ლელოსკენ გაგორდა. კარტერი მას ზედ ხაზთან წამოეწია და ჩათვლის მოედნში შეიტანა. გარდასხვაც თვითონ გაიტანა - 10:8.

აი, კიდევ ორ წუთში ახალზელანდიელების მიერ გატანილი ლელო კი ნამდვილი შედევრი იყო. "კივებმა" მოედნის საკუთარი ნახევრიდან ბურთი ხელდახელ გამოათამაშეს. ორი რაკის შემდეგ მოედნის ცენტრი გადმოკვეთეს და მარჯვენა ფრთიდან შეუტიეს. გარემარბი კორი ჯეინი ორი მოწინააღმდეგისგან გათავისუფლებას ცდილობდა, მაგრამ ავსტრალიელებმა იძალეს და ის იყო, ახალზელანდიელი გვერდით ხაზს მიღმა უნდა გადაეყვანათ, რომ ჯეინმა მოასწრო და ბურთი ფეხით "ვოლაბების" ლელოსკენ გადაჰკიდა. აქ კი ყველას უკნიდან შეტევაში ჩართულმა ფულბეკმა მალილი მულიაინამ დაასწრო და ლელო ისე გაიტანა, წინააღმდეგობა არ შეხვედრია. კარტერმა გარდასახვა არაზუსტად დაარტყა - 15:8.

ამას შვიდ წუთში გიტომ საჯარიმოთი გასცა პასუხი და ანგარიშში სხვაობა ოთხ ქულამდე შეამცირა - 11:15. ავსტრალიელებს დაწინაურებაც შეეძლოთ, მაგრამ პირიქით კი მოხდა. 25-ე წუთზე უხეშად შეცდა "ვოლაბების" ფულბეკი ადამ ეშლი-კუპერმი. მან კარტერის მიერ ფეხით დარტყმული ბურთი საკუთარ ოცდაორმეტრიან ზონაში დაიჭირა. ახალზელანდიელებმა ხაზი სწრაფად ამოსწიეს, ჩახურვაზე ბრწყინვალედ ითამაშეს, ისე რომ ეშლი-კუპერმა ვერც თვითონ შეძლო შეტევაზე გადასვლა და არც იმის საშუალება მიეცა, ბურთი ფეხით თუნდაც აუტში გადაეტანა.

ეშლი-კუპერი იქვე შებოჭეს, მას რაკში ბურთი წინ გაუვარდა, რომელიც იქვე მიმყოლმა "კივების" კაპიტანმა რიჩი მაკქოუმ აიტაცა და მეტოქის ლელოსკენ დაუცველი, მოკლე ფრთიდან დაიძრა. მისი დაჭერა მასპინძლებმა ვეღარ შეძლეს. კარტერმა ამჯერად გარდასხვა ზუსტად დაარტყა - 22:11.

გიტომ ამ ლელოსაც სამ წუთში საჯარიმოთი უპასუხა - 14:22, რასაც კარტერის კიდევ ერთი საჯარიმო და გარემარბ კორი ჯეინის ლელო მოჰყვა - 32:14.

18-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა ახალ ზელანდიის ნაკრებთან, ურთულესი, თითქმის შეუძლებელი საქმეა. თუმცა "ვოლაბებს" საამისოდ ცდა არ დაუკლიათ. მას შემდეგაც კი, როცა 44-ე წუთზე არბიტრმა დრიუ მიტჩელს მეორედ უჩვენა ყვითელი ბარათი და მოედანი მატჩის ბოლომდე დაატოვებინა. მასპინძლები 36 წუთის განმავლობაში კაცნაკლულნი თამაშობდნენ, თუმცა გუნდის საბრძოლო, შემტევ განწყობას ეს ოდნავაც არ დასტყობია.

47-ე წუთზე სტუმრებმა შეტევისას კარგად ისარგებლეს მარჯვენა, გრძელ ფრთაზე მიღებული რიცხობრივი უპირატესობით და იუბილარმა მულიაინამ, რომელსაც იმ დღეს 30 წელი შეუსრულდა, მეროე ლელო მიითვალა. კარტერმა გარდასახა და ანგარიშში სხვაობა 25 ქულამდე გაიზარდა - 39:14.

სასწაული უნდა მომხდარიყო, ახალ ზელანდიას ეს მატჩი რომ წაეგო. ალბათ, სწორედ ამიტომ იყო, რომ "კივებმა" ტაქტიკა შეცვალეს და მატჩის დასრულებამდე დარჩენილი დრო, ფაქტობრივად, დაცვაში თამაშის ვარჯიშს დაუთმეს. "ვოლაბებმა" რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნის მიუხედავად, მაინც შეძლეს ორი ელოს გატანა, რაზეც კონტრშეტევაზე მოთამაშე ახალზელანდიელებმაც ორით უპასუხეს - 49:28.

სამი ერის მომდევნო შეხვედრა ისევ ამ გუნდებს შორის 7 აგვისტოს ახალ ზელანდიაში, ქრაისთჩერჩში გაიმართება, სტადიონზე, სადაც მომავალი წლის 18 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება.

სატურნირო მდგომარეობა

თ მ ფ წ ბ ქ

1. ახ.ზელანდია 3 3 0 0 +55 15

2. ავსტრალია 2 1 0 1 -4 4

3. ს.აფრიკა 3 0 0 3 -51 0

სამი ერი

7 აგვისტო

ახალი ზელანდია-ავსტრალია

21 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია

28 აგვისტო

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

4 სექტემბერი

სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

11 სექტემბერი

ავსტრალია-ახალი ზელანდია

ავსტრალია-ახალი ზელანდია 28:49

ავსტრალია (15-9) ეშლი-კუპერი, ოკონორი, ჰორნი (ბეილი 56), ბარნსი, მიტჩელი, გიტო (ე.ფაინგაა 77), გენია (ბარჯესი 76). (1-8) რობინსონი, მური (ს.ფაინგაა 48), მააფუ (სლიპერი 60), მამი, შარპი (საიმონსი 48), ელსომი, პოკოქი, ბრაუნი.

3ლ: ელსომი, მიტჩელი, ეშლი-კუპერი. 3ს,2გ: გიტო.

გაძევება: მიტჩელი

ახალი ზელანდია (15-9) მულიაინა, ჯეინი (დაგი 76), სმითი, ნონუ (კრადენი 71), როკოთოკო, კარტერი, ქოუანი (ვიპუ 33). (1-8) ვუდკოქი, მეალამუ (ფლინი 71), ო.ფრენქსი (ბ.ფრენქსი 43), თორნი (ვაითლოქი 58), დონელი (ვიტო 76), კაინო, მაკქოუ, რიდი.

7ლ: მულიაინა (2), კარტერი, მაკქოუ, როკოთოკო, ჯეინი, ფლინი. 4გ,2ს: კარტერი.

მსაჯი: კრეიგ იუბერი (ს.აფრიკა)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

"შავი ლომი" | ქოქრილმა "ჩიტასთან" პირველი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

ქართველი მსაჯები ტესტ-მატჩებსა და რაგბი ევროპის სუპერ თასზე

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს