კიევის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი იმედოვნებს, რომ შანსი მიეცემა და უკრაინის ნაკრებში იასპარეზებს.

"მე კიევის "დინამომ" აღმზარდა და U-21-ის ჩათვლით, უკრაინის ყველა ასაკობრივ ნაკრებში ვითამაშე. თავს ქართველად ვთვლი, მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა.

რაც შეეხება ეროვნულ გუნდში გამოძახებას, დიდი ხანია ველი. რაც უფრო მალე და სტაბილურად დავიწყებ "დინამოს" პირველ გუნდში თამაშს, მით უფრო მალე მოვხვდები ნაკრებში. თამაშია საჭირო. ამისათვის დრო და შესაძლებლობა მჭირდება. შემდეგ კი, დაე, ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს, მზად ვარ თუ არა", - ციტირებს წიტაიშვილს ua-football.com-ი.

ტატო
უკრაინის ნაკრებში 18 წლისამ მსოფლიო ჩემპიონობას კი მიაღწია და მეტი რა ქნას ამ ასაკში. მის გარდა რომელი გყავთ მსოფლიო ჩემპიონი ქართული გვარით?
rama
...მერედა გდაიკეთოს გვარი კლიმენტიანა ციცკოდ და ეგდოს სადაც უნდა...
rama
სამწუხაროა, რომ ქართველების ახალი კლასტერი ყალიბდება, რომელთაც ეგრეხებათ ყოველივე ქართული და ქართველური- ესენი ახალი ციციანოვები, კალატოზოვები და ძმანნი მისნი არიან! ჩემთვის ჯიქია მკვდარია და როგორც ვატყობ ესეც(წიტაიშვილი) უწვება გვერდზე! ეტყობა, რომ თქვენი მშობლები არ ვარგოდათ კაცებად, შვილებიც არაკაცებად დაზარდეს...
ამხანაგო მოქალაქე..
რა კეთილი ხარ, ამეტირა.. დამემდუღრა გული.
gerd miuleri
ნუ გაულაითებთ რა და სხვასაც ნუ წავახალისებთ ამგვარ განწყობისათვის .,, ქართველი ვარ , მაგრამ უკრაინამ მეტი მომცა " - ნიშნავს ვაჭრობას ! ვინც მეტს მაძლევს , იმისი ვარო . ეგ ქართველობა აღარაა ბატონო ჩემო . მაგისთანები ვერ გამოადგებიან საქართველოს ნაკრებს და თავისთვის იყვნენ , წარმატება მისურვებია . ფერეიდანელმა ქართველებმა რაღა თქვან მაშინ ?! რა მისცა მათ მატერიალური საქართველომ საერთოდ ? მაგრამ , სისხლი , ჯიში , გენი მისცა -ყველაფერზე უმეტესი - აი რა მისცა . ამდენი კლიმენტიჩს არ ესმის , იმიტომ , რომ კლიმენტის არ ესმის , კლიმენტი არ ვარგა ქართველად და მაგაშია საქმე . აბა ელიტური ნაკრები გვყავდეს დღეს , მერე რას იტყვიან კლიმენტიე და კლიმენტიჩი , ნახავდით მაშინ.მაგათ არ ესმით , რომ სამშობლო როგორიც გაქვს , ისეთი უნდა გიყვარდეს და თუ რაიმე შეგიძლია გაუკეთო , უნდა გაუკეთო კიდეც . სხვანაირად , არ ხარ ქართველი , გვარი გაქვს მხოლოდ ქართული და მალე ,,შენი კარტულიც დაგავიცკდეს იკნებ სულ " .
კაი ერთი
სატირალი ისაა,რომ დორბლიან მიშასაც ვერ შეედრება ქართველობაში... უკრაინამ უფრო მეტი მომცაო არაა? ეგეთი ქართველებს გვარიც არუნდა ქონდეთ ქართული
მოქალაქე
საქართველოს მესამე პრეზიდენტი , სააკაშვილი იძახის უკრაინელი ვარო და ამ ბავშვმა ის მაინც თქვა ქართველი ვარო და ნუ შეჭამეთ ეხლა უარესებიც ხდება ,თამაშია ეგ ფეხბურთი და მეტი არაფერი , ადამიანი მეტად ფასობს, მითუმეტეს საკუთარი ერის შვილი! მტრად როგორ უნდა წარმოადგინოს ვინმემ ან რატომ ?! მეც გამიხარდებოდა რომ საქართველოს ნაკრებში ეთამაშა, თუმცა მაინც იმედი მაქვს რომ ითამაშებს ,თუ არადა სხვა რამით მაინც გამოადგება სამშობლოს ,მთავარია რომ გულში საქართველო არასოდეს დაივიწყოს .
გიორგი
წარმატებები მინდა ვუსურვო, უდაოდ დიდი ტალანტია.
hhh-s
კლავიატურის ვირთხა ბიჭზე როგორ საუბრობ,
hhh
ასეთი აზროვნება მისი კი არა მამამისი კლიმენტას ბრალია რა ბეყე ფეხბურთელიც იყო იეთივე ბეყე შვილი გაზარდა.
კახა ქ.
მე ერთი რაგაც ვერ გავიგე.რამდენი ხნის უკან თქვა ამ ბიჭმა,რომ საქარველოსთან მას მხოლოდ გვარი აკავიშირებს,მე მგონი ნებაც არ იცის,რომ მისი ოცნებაა უკრაინის ნაკრებში თამაში,რადგან უკრაინამ მისცა ბევრი რამ,რომ იქ ყავს სა მ ეგობრო,უკრაი ტბასთან აკავშირებს ყველაფერი,თქვენ კი მაინც ახსენებთ ხალხს მის შესახებ.რა მოგწონთ ხალხი რო აგინებს თუ გგონიათ რაც უფრო ხშირად დაწერთ ამით აზრს შეაცვლევინებთ.რა სხვა მასალა არა გაქვთ ვერ გავიგე ნამდვილ ჩვენიანებზე.ამით თქვენ ჩვენიანებსაც გულს ტკენთ,რაღა ვიღაცაზე წერთ,რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ჩვენს ნაკრებთან,აგერ თუ რომ შესტკივათ მასეთი რამდენია,მაგათზე დაწერეთ.რა აქვს შესახვეწი ვერ გავიგე,რა დონის ფეხბურთელიც არ იყოს,თან ამას....ისე უმჯობესი იქნებოდა მაგასაც და მამამისსაც რაკიტიჩის ისტორია წაეკითხათ,როგორ დადგა 17წლის ბიჭი შვეიცარიასა და ხორვატიის არჩევასთან დაკავშირებით.თუმცა ეს როგორც იტყვიან-სულ სხვა ისტორიაა....
გოგა
ამას ასეთი ადვილო გონია უკრაინის ნაკრებში მოხვედრა, ასეთი ტალანტები უკრაინას ბლომად ყავს. ისე არ გამოვიდეს ერთხელ გამოიძახონ თავის დაზღვევის მიზნით და მერე ვერცერთ ნაკრებში ვერ ითამაშოს.
ზორბეგი
თუ ფეხბერთის ნიჭი, სურვილი გაქვს და შრომა არ გეზარება დიდ ფეხბურთს ბანგლადეგის ნაკრებშიც ითამაშებ, ჯერ ფეხბურთელი დადექი და მერე ელოდე ნაკრებიდან გამოძახებებს, ეხლა საქართველოს ნაკრების დონისაც არ ზარ არათუ უკრაინის, იშრომე და ნაკლები ილაპარაკე და იქით შეგეზვეწებიან, და კიდევ ან ხარ ქართველი და ან არა
მიხაელ
ამას რა უნდა მოსთხოვო ისრაელში დაიბადა, პატარა ასაკი კვიპროსში გაატარა და ფეხბურთი უკრაინაში დაიწყო . ქართული გვარი აქვს მარტო დარჩენილი. ასეთი ქართულ გვარიანი უსამშობლოები მილიონიბით არიან რუსეთ/უკრაინა/ბელორუსში. ქართველობას იმიტომ იხსენებენ რომ დღეს პოპულარულია ყოფილი "სავოკის" ტერიტორიაზე, თორემ თუ დასჭირდათ გვარსაც შეიცვლიან და ცას არ ამოიღებენ ეთნიკურ კუთვნილებაზე

neta jano tu pexburteli ggoniat da magaze guli vis dackdeboda?)))))))))
კახა
ეს ღლაპი არაფერშუაშია მამამისი და მისი ძმაკაცები ეგრეთწოდებული ქართული ფეხბურთის ლეგენდები უეჩიეს ამ ღლაპს ქართველები შეგჭამენ სულ პრობლემები გექნება დაასეშემდეგ და გადააწყვწტინეს უკრაინა მაგრამ მაგ ვითომ მაგაემა ბიჭებმა ის კი არ იციამ რომ თუ შევჩენკოს დონეს არ დადებს უკრაინის ნაკრებს არც აღირსებენ მთავარ ნაკრებს
ჯეკო
ქართველი არ ხარ შენ, შენ ხარ - ...
სანდრო
vinmem utxarit am "bichunas" rom aseti xmamagali komentarebi ar sheizleba!!! shenairi :kartvelebi" bervi gvyavs ushenodac!! ijeki biza chumad shentvis!!
Vasili
რამდენჯერ უნდა დაიწეროს??? / გოგიაზე აღარ წეერთ? ან კიდე ვიღაცა ბავშვი როა, ან კიდე ჯიქიაზე და კიდე რამდენია ასეთი,,/ შეეშვით რა , არ გვაინტერესებს, დაწერეთ მერებაშვილი რას შვება, არ მევასება როგორც ფეხბურთელი მაგრამ, საგულშემატკივროდ მერებას ვუგულშევმატკივრებ ვიდრე ამათ, ესენი მკიდია თავიდან ფეხებამდე!!!!/ არააა საინტერესო, ვიღაც უკრაინელი, ჯერ არშემდგქრი, და უინტერესო ადამიანზე ამდენი ტვინის ბურღვა, რას ეხცეწებით??/
G.LA
სამშობლო ქალი არ არის, რომ გიყვარდეს და უყვარდე მასაც. სამშობლო უანგაროდ უნდა გიყვარდეს და არ ელოდე მისგან ანგარის გამო რამე სარგებელს. ეს ბიჭი ვერ გრძნობს სამშობლოს ცნებას და ამბობს რომ უკრაინამ მას ბევრი მისცა, ამიტომ ირჩევს მას. მოკლეთ აღება მიცემაა რაა.... რა შუაშია სამშობლო? ჩვეულებრივი მედროვე, ვიგოდნიკია))
გიორგი
გოგია გამახსენდა და კიდევ ერთი ქართველი იყო ფარცვანია უკრაინის ახალგაზრდულის მცველი ევროპის ჩემპიონი გახდა მასაც უკრაინაის ნაკრებში თამაში უნდოდა და აი შედეგიც... ჯიქიასაც პირი ეტირა ტრამვა აქვს ისემც ქნილა სულ არ უთამაშია რუსეტი ნაკრებში.. მკიდია მე ეგეთი ყველა ქართველი. აან ხარ ქართველი ან არ ხარ.. ნახევრად ქართველი არ არსებობს.. თუ მაგარი ფეხბურთელი ხარ უკრაინის ნაკრებში ითამაშებ თუ ბანგლადეშის ნაკრებში ამით შენი კლასი არ შეიცვლება როცა ძლიერ კლუბში ტამაშბ.. ასე რომ არ უნდა გამართლება ჩვენ ჭ კლასის ნაკრები გვყავს და რატომ უნდა ითამაშოსო..
მამელუქი
ასე ბაქიბუქობდა ვაჩიბერაძეც და სადაცაა ეხლა ყველა ხედავს. მიდი მიხედე საქმეს იქნებ კლიმენტას პატარა ორი კაპიკი აშოვნინო სამშობლოს გაყიდვით.
zura
სხვის მაგალითს გახედე მაინც,ანანიძეს დედა რუსი ყავს და მამა ქართველი ყავდა,ღმერთმა აცხონოს მისი სული! ჯანოს ქართულად ლაპარაკი უჭირს და რუსულად უფრო საუბრობს,მაგრამ ანანიძეა და ქართველია და ქართველის გაზრდილია! სამშობლო არ შეუცვლია,მიუხედავად იმისა,რომ შენ რა მოგცა უკრაინამ იმდენი,რამდენიც მას რუსეთმა მისცა..... ჯანო კაცის გაზრდილია და ვაჟკაცის,დაჯდნენ თავის დროზე და მიიღეს გადაწყვეტილება როგორიც მათ ეკადრებოდათ!
zura
ეროვნული ჰიმნის ქვეშ და ეროვნული მაისურით სტადიონზე დადგომაზე და სამშობლოს გულისთვის ფეხბურთის თამაშზე უარის მთქმელი ადამიანი რისი ღირსიცაა ჩვენც კარგად ვიცით და უკრაინელებმაც!!! მაგათაც ბევრი ყოლიათ შენისთანები წიტაიშვილო! სამშობლოზე ბევრი მოგცა უკრაინამ? ზოგი მშობელი გაჭირვებიდან გამომდინარე ბევრს ვერ აძლევს შვილს და ამისთვის მშობელზე უარი უნდა თქვას შვილმა? თუ თავისი ნიჭიერებით მშობელი უნდა ასახელოს? კლუბში სადაც გინდა ითამაშე,რომელ ქვეყანაშიც გინდა და ფული იშოვე,მაგრამ სამშობლოს ხეირზე ცვლი? მართლა ვაი შენს პატრონს!!!
წიტავა
ასეა,უცხოეთში მცხოვრები მეგრელებს ყოველთვის ორი არჩევანი აქვთ,ან საქართველო ან შხვა რომელიმე,ძირითადად რუსეთი ან უკრაინა
Pakitooo
მამაშენი საქართველოს ნაკრებში მოხვედრაზე ოცნებობდა,და მისთვის ეს იყო მთავარი მიზანი, ნუთუ მამის გულისთვის არღირდა საქართველოს არჩევა? ვფიქრობ კი...
გიონატ
აი რატომ მიყვარს და ვაფასებ ჯანო ანანიძეს მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ვერ გამოავლინა თავის პოტენციალი და ზუსტად იგვე მიზეზით ყოველთვის მემახსოვრება მიშა ფოცხვერია. ეს ამ ბიჭის - წიტაიშვილის ბრალი ნაკლებად არის, წარმატებას უსურვებ წრფელი გულით. პრობლემა ის რომ მისმა მშობლებმა ვერ ჩაუნერგეს ბავშვს საქართველოს სიყვარული. მე ვერ წარმომიდგენია შვილმა გაზრდილმა პატრიოტი ადამიანების ოჯახში, როგორ უნდა თაქვას უარი სამშობლოს მსახურებაზე, მითუმეტეს ეს მისგან ძალიან დიდ მსხვერპლს არ მოითხოვს.

კი ბატონო, უკრაინამ მეტი მოგცა და კარგია, ამას რომ აფასებ, ოღონდ "ქართველი ვარ, მაგრამ" რა შუაშია? გაგიკეთებია არჩევანი? – არ ხარ ჯერ მესი და შეირგე.
Gio
Saqartwelo!
bs
დაანებეთ ბავშვს თავი, მამას უნდა მოეკითხოს ამისი ასეთი დამოკიდებულება, ხელებს რომ იფშვნეტს მილიონების მოლოდინში.
გიორგი
რა გინდათ ამ კაცთან. დედა უკრაინელი ჰყავს. იქაა გაზრდილი. რაზე უნდა ჩამოვიდეს ამ ჩამორჩენილ ქვეყანაში. თავი დაანებეთ. თავისი არჩევანი გაკეთებული აქვს უკვე.
საქართველო
ქართველობა მოცემა წაღებაზე არ იყიდება შე უსირცხვილო , ეგ არის რომ 2 წიგნი არ წაგიკითხავს და ისტორიაც არ გეცოდინება ალბათ , ან რანაირი ქართველი ხარ როგორ ამბობ საერთოდ... უსირცხვილო კაცი
სოსო
კლიმენტიმაც მთელი ევროპა მოირბინა, სარგებელის ძებნაში და შვილიც ასე გაუზრდია.სამშობლო სიცოცხლეს გაძლევს,მამულს და შენ, კი არ უნდა იღებდე მისგან სარგებელს,არამედ შენ უნდა ასარგებლებდე მას."მას დედის ძუძუ ტკბილი,შხამადაც შერგებია,მამულისთვის სიკვდილი,ვისაც დაჰზარებია".სიკვდილს არავინ გთხოვს დალოცვილო,მისთვის ფეხბურთის თამაშიც რომ არ გემეტება,რაღა ამ ქვეყნის შვილი ხარ?შენისთანის დაკარგვით,ქვეყანა არაფერს ჰკარგავს.არა მგონია ასეთი აღზრდით,უკრაინას მაინც გამოადგეს სრულფასოვნად.წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ ამის სიტყვები შემდეგ,მის მიმართ ყოველგვარი ინტერესი გამიქრა.
მამაქალაქელი
ადამიანებო ნუ გაამტყუნებთ .. დაე მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება ყველამ როგორსაც გონება და გული უკარნახებს.. ოღონდ მერე ნურც თვითონ დაიწყებს ბევრ საუბარს და გადაწყვეტილების გამართლებას.. ფაქტი არის ერთი “რიგითი ქართველი უცხო ლაშქარში” აჰა მიდი და გაამართლე ახლა ეს წინადადება.
ქართველი
და რატომ ბეჭდავთ ავრცელებთ ამ ხახოლის ნააზრევს რომელიც არავის არ აინტერესებს ადმინ არ დაბლოკო
Esteban Granero
ყოჩაღ კლიმენტი, კარგი ბიჭი გაგიზრდია !!!
სეტერი
ამ ფორმაციის საქართველოს ნაკრებში ეს ვერც მოხვდებოდა!!
საქართველო
ღმერთმა ქნას დიდი ფეხბურთი ითამაშოს,მაგრამ ეს არ არის ქართველი და ეს ყველაფერი მისი ბრალი არაა,მშობლები არიან პირველ რიგში დამნაშავენი.მარტო სახელი და გვარი არ ნიშნავს ქართველობას.ამ ადამიანს ალბათ გადაბმულად 1 წელიც არ უცხოვრია საქართველოში და რთულია მოთხოვო ქართველობა,ბევრმა თურქმა აირჩია გერმანიის ნაკრები,რადგან იქ დაიბადნენ და გაიზარდნენ,თუმცა არიან გამონაკლისები,როგორიც მაგალითად ნური შაჰინია,ასევე ძმები ალტინტოპები და ძალიან დაფასებულებიც არიან გულშემატკივრებში,როგორც თურქეთში ასევე გერმანიაშიც დიდ პატივს სცემენ ,ეს ისევ და ისევ ოჯახის დამსახურებაა.რომ მიდიხართ უცხო ქვეყანაში, იქნებ ბავშვებს ცოტა ქართული ენა ასწავლოთ და ერთხელ მაინც ჩაურთოთ ფილმი ფესვები,თუ რათქმაუნდა ქართველი გინდათ გერქვათ და მხოლოდ მაშინ არ გაგახსენდებათ საქართველო,როდესაც გაგიჭირდებათ, ეს კორონას ფაქტმაც გამოაჩინა,რამდენი დაბრუნდა საქართველოში უკან როდესაც გაუჭირდა მხოლოდ მაშინ.წარმატებები ყველა ქართველს და "ქართველსაც" რათქმაუნდა .
baba
ესე იძახდა ვაჩიბერაძეც და ბოლოს რაც მოხდა კი ვიცით, ეჭვი მაქვს ამასაც ამასაც ანალოგიური მოუვა
იდალგო
შეეშვით, რა ვერ გაიგეთ? არ ვარ საქართველოს მოქალაქე და ვარ უკრაინელიო. უკრაინამ გამზარდა ფეხბურთელად და უკრაინის ნაკრებში მინდა თამაშიო. რამდენჯერ უნდა თქვას? ღირს ახლა ამასთან კიდევ ლაპარაკი ამაზე წერა? ხომ უნდა დამთვრდეს, ვინ არის ბოლოს და ბოლოს? არაფერი განსაკუთრებული, ცოტა ჯანზეა და კარგად დარბის, როგორც უკრაინელი. რა მერე? ჯიგარი ნოლი! აგერ ნახავთ ეგ თუ უკრაინის ნაკრებშიი დაამკვიდრონ, მაგრამ მერე ამაზეც არ დაიწყოთ მისი ციტოტირება და სტატიების მიძVნა.
ddgfdf
ეგენი როგორღა თამაშობენ გასაკვირია.
irakli
ვერ ვიტან მოღალატეებს
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
0:8 - ქართველების "მეცი" "ჰოფენჰაიმთან" განადგურდა
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
[VIDEO] სამი გიორგი ლიგა 1-ის მატჩში - "ლიონმა" "მეცს" მოუგო