კატალონიელთა კაპიტანმა კარლეს პუიოლმა მარცხენა მუხლის ოპერაცია გაიკეთა და ორიდან სამ თვემდე უქმობა მოუწევს
პუიოლო სამ თვეს მოიცდის

"ბარსელონას" კაპიტანმა კარლეს პუიოლმა მარცხენა მუხლის ოპერაცია გაიკეთა. ორმა ცნობილმა ექიმმა, რამონ კუგატმა და რიკარდ პრუნამ მას მუხლში ხრტილის ის ნაწილი ამოუღეს, რომელიც ფეხბურთელს თამაშში ხელს უშლიდა. ოპერაციის შემდეგ კუგატმა და პრუნამ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც აღნიშნეს, რომ კაპიტანს ორიდან სამ თვემდე მოუწევს უქმობა.

"პუიოლმა ტრავმა ამ ოთხი თვის წინ მიიღო, ყველაფერი დაიწყო მუხლის დაზიანებით "მალაგასთან" მატჩში. ამ ტრავმამ გამოიწვია ტკივილი და ბალანსის დაკარგვა. შემდეგ უკვე იჩინა თავი ხრტილის წანაზარდმა. ამის შემდეგ ჩვენ პუიოლს მხოლოდ დიდი მატჩებისთვის ვამზადებდით, სხვა შემთხვევაში კი მას დასვენების საშუალებას ვაძლევდით. მკურნალობამ ბევრი ენერგია წაიღო, როგორც ფეხბურთელის, ასევე სამედიცინო ჯგუფის, რადგან ჩვენ უპირველესად ფეხბურთელის ჯანმრთელობაზე ვფიქრობთ. "რეალთან" იმიტომ ითამაშა, რომ 100%-ით მზად იყო, თუმცა კარლესს არ შეეძლო თასის ფინალში თამაში", - განაცხადა პრუნამ.

"ამის შემდეგ ფეხბურთელმა გადაწყვიტა, სეზონის ბოლომდე მოეცადა და ის მართალი იყო. ოპერაცია მან ყოჩაღად გადაიტანა, ხუთშაბათს ჰოსპიტალიდანაც გავწერთ. 2-3 თვეში კი კარლესი ფეხბურთსაც დაუბრუნდება", - დაამატა კუგატმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეზონის დასაწყისისთვის "ბარსას" კაპიტანი, სავარაუდოდ, მზად იქნება - პრიმერა 21 აგვისტოს დაიწყება.

მაქსველი მიდის, როსი მოდის?

მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონა" შვებულებაში გავიდა, გუნდის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა ჯერ ისევ შრომობს. ოთხშაბათს პეპი ანდონი სუბისარეტას შეხვდა, სამომავლო გეგმებზე მოსალაპარაკებლად. პეპს სურს პირველ გუნდთან დაკავშირებით ყველა საქმის კურსში იყოს და არც კლუბის ხელმძღვანელობაა წინააღმდეგი.

ბოლო დროს "ბარსადან" წასვლის კანდიდატებად ხშირად ასახელებენ ბრაზილიელ მაქსველს და არგენტინელ გაბრიელ მილიტოს. გვარდიოლამ გადაწყვიტა, ამ კვირაში თავად დაელაპარაკოს მაქსველს. ის არ არის წინააღმდეგი, რომ ბრაზილიელმა კარიერა ისევ "ბლაუგრანაში" გააგრძელოს, თუმცა აუცილებლად თვლის, მაქსველს თავად აუხსნას დღეისათვის შექმნილი ვითარება.

მაქსველმა ორი სეზონი ჩაამთავრა "ბარსელონაში". ის სათადარიგო მარცხენა მცველად მიიღეს, თუმცა ხშირად ახერხებდა ძირითადში მოხვედრას. ამ სეზონში კი ბრაზილიელმა ფლანგზე მეორე ნომრის სტატუსიც დაკარგა თანამემამულე ადრიანოსთან კონკურენციაში. ამის ნათელი მაგალითი ჩემპიონთა ლიგის ფინალია, რომლის განაცხადში მაქსველი საერთოდ ვერ მოხვდა.

გაბრიელ მილიტოსთან მოლაპარაკებას კი სუბისარეტა აპირებს. "მარისკალი" "ბარსაში" დარჩენაზე ოცნებობს, თუმცა ხშირი ტრავმიანობა მისი პირველი მტერია. სხვათა შორის, გაბის კიდევ ერთი სეზონი ეკუთვნის "ბარსაში" თამაში კონტრაქტის მიხედვით.

სავარაუდო ახალწვეულზეც ვთქვათ - "ბარსელონა" და "ვილიარეალი" მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ - კატალონიელებს "წყალქვეშა ნავის" იტალიელი ფორვარდი ჯუზეპე როსი სურთ. როსის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ განაცხადა, რომ როსის საბაზრო ფასი 25 და 30 მილიონ ევროს შორის მერყეობს და ახლა "ბარსასთან" სწორედ ამ თანხებში მიდის ვაჭრობა. "ელ მუნდო დეპორტივოს" მტკიცებით, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია და პრობლემები არ ჩანს. სავარაუდოდ, გარიგებაში ბოიან კრკიჩსაც ჩართავენ, რომელიც ვალენსიაში წავა და "ვილიარეალში" იჯარის წესით ითამაშებს. "ელ სუბმარინოს" ბოიანის გამოსყიდვის უფლებაც ექნება. მომავალში, შეიძლება, "ბარსელონამ" "უდინეზეს" ალექსის სანჩესის ტრანსფერზეც იფიქროს, თუმცა ამჟამად აქტუალური მხოლოდ როსის საკითხია. 24 წლის იტალიელი, რომელიც აშშ-ს მოქალაქეცაა, ოთხი სეზონია "ვილიარეალში". ბოლო სეზონში როსიმ ჩემპიონატში 18 გოლი გაიტანა, ევროპის ლიგაზე - 10, ესპანეთის თასზე კი - 3.

მარად ფავორიტი

მართალია, ჩემპიონთა ლიგა ახალი დასრულებულია და ჯერ მომავალი სეზონის ყველა მონაწილეც კი არ არის ცნობილი, "ბარსა" ტოტალიზატორების ფავორიტია და ტიტულს შეინარჩუნებს. "უნიბეტი" 3,4 ფსონს იღებს კატალონიური გრანდის მომავალ ჩემპიონობაზე. მეორე ადგილზე მადრიდის "რეალია" - 5, მესამეზე ფინალისტი "მანჩესტერ იუნაიტედი" - 7. თითქმის ასეთივე შანსი აქვს "ჩელსის" - 7,5. შემდეგ მოდიან: "მილანი" და "მანჩესტერ სიტი" - 12,5; "ინტერი" - 18; "არსენალი" და "ბაიერნი" - 20; "პორტუ" - 30; "ბორუსია" - 40.

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის