"ქარის თასის" გათამაშების მე-4 ტურმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. ოთხივე შეხვედრაში პოტენციურმა ფავორიტებმა გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილმაც მეტ-ნაკლებად ლოგიკური სახე მიიღო...

"ქარის თასის" გათამაშების მე-4 ტურმა მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა. ოთხივე შეხვედრაში პოტენციურმა ფავორიტებმა გაიმარჯვეს და სატურნირო ცხრილმაც მეტ-ნაკლებად ლოგიკური სახე მიიღო.

შარშანდელმა ჩემპიონმა, პრეტორიის "ბლუ ბულზმა" სტუმრად, იოჰანესბურგში დაამარცხა "ლაიონზი" - 32:18. "ლურჯ ხარებს" გამარჯვება მგეზავმა იაკო პოთხიტერმა მოუტანა. მის ანგარიშზე ერთი ლელო, ორი გარდასახვა და ექვსი საჯარიმოა (27 ქულა). კიდევ ერთი ლელო პრეტორიელთაგან გარემარბმა გერხარდ ფან დერ ევერმა გაიტანა.

უნდა აღინიშნოს, რომ "ლომები" ამ მატჩში გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე ზე 14-ის წლევანდელ გათამაშებაში. "ბლუ ბულზმა" მოიგო, მაგრამ ძალიან გაუჭირდა. მეტოქე გუნდიდან გამოვარჩევდით ენტონი იანტისს, რომელიც უნარიანად უძღვებოდა "ლაიონზის" შეტევებს. უფრო მეტიც, დასაწყისში, სანამ პოთხიტერი მასპინძელთა კარის საჯარიმოებით დაბომბვას დაიწყებდა, მასპინძლები წინ იყვნენ - 15:13.

მერე "ბლუ ბულზის" მგეზავი ამუშავდა და მე-40 წუთიდან მოყოლებული, სამქულიანი ინტერვალებით ოთხი საჯარიმო გაიტანა - 25:5. აი, სწორედ აქ გატყდნენ "ლაიონზელები" და "ბლუ ბილზმა" წინა ტურში შინ "ჩიტაზტან" წაგების შემდეგ შელახული რეპუტაცა აღიდგინა.

მომდევნო, მეხუთე ტურში პრეტორიელები შინ მიიღებენ აუტსაიდერ "ლეოპარდსს". წესით, ამ მატჩში "ლურჯ ხარებს" პრემიალური ქულის მოპოვება არ უნდა გაუჭირდეთ.

ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ გათამაშების ჯერ კიდევ დაუმარცხებელი ლიდერი "ვესტერნ პროვანსი" ერთ-ერთ აუტსაიდერ "პუმასს" დიდი ანგარიშით დაამარცხებდა. "დასავლეთელებმა" შინ მეტოქეს შვიდი ლელო გაუტანეს და 54:13 მოუგეს.

გამარჯვებულთაგან ორ-ორი ლელო მესამეხაზელმა პიტერ ლავმა და გარემარბმა ხიო ეპლონმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ მგეზავმა ვილემ დე ფაალამ, რომელიც წინა ტურის მატჩში ფეხჩუბინობით გამოირჩა, ამჯერად შვიდი ლელოდნ მხოლოდ სამი გარდასახა, თუმცა სამი საჯარიმოს გატანაც მოახერხა.

მე-5 ტურში "ვესტერნ პროვანსი" სტუმრად ეთამაშება "გრიკასს" და ადვილი შესაძლებელია, პირველი მარცხიც იწვნიოს. გრიკასელებმა მეოთხე ტურში საგარეო მატჩში დაამარცხეს აუტსაიდერი "ლეოპარდსი" 41:27.

სტუმრებმა "ლეოპარდებს" ხუთი ლელო გაუტანეს. აქედან ორი გარემარბ ბიორნ ბესონის ანგარიშზეა. ყველაზე შედეგიანი კი "გრიკასის" მგეზავი პეტრუს ულიფიე იყო. მან ერთი ლელო, ხუთი გარდასახვა და ორი საჯარიმო გაიტანა (21 ქულა).

აღსანიშნავია, რომ "ლეოპარდსმა" საწყისი ნახევარი საათი მეტოქეს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მეტიც, 33-ე წუთისთვის მასპინძლები 10:3-ს იგებდნენ. სწორედ ამის შემდეგ მოახერხეს გრიკასელებმა მატჩის სადავეების ხელში აღება და მეტოქეს დიდი ანგარიშით სძლიეს.

ყველაზე საინტერესო მაინც ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენლების "ჩიტაზისა" და "ნატალ შარქსის" დაპირისპირება გამოდგა. ჩიტაზელები, რომლებმაც პირველი ტაიმი 10:3 მოიგეს, საბოლოოდ დამარცხდნენ -13:25.

"ნატალ შარქსმა" მატჩის ბედის სათავისოდ შემობრუნება ბოლო ათ წუთში შეძლო. სტუმრებს გამარჯვება შუამარბმა პატრიკ ლამბიემ მოუტანა, რომელმაც ორი ლელო გაიტანა. ორივე თვითონვე გარდასახა. მანამდე კი ლამბიეს ორი საჯარიმოც ჰქონდა გატანილი (სულ 20 ქულა).

მომდევნო ტურში "ნატალ შარქსი" შინ "ლაიონზს" ეთამაშება. მატჩი საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგან "ლომები" ნელ-ნელა უმატებენ და მეტოქისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა ძალუძთ.

IV ტური

ლეოპარდსი-გრიკასი 27:41, ვესტერნ პროვანსი-პუმასი 54:13, ჩიტაზი-ნატალ შარქსი 13:25, ლაიონზი-ბლუ ბულზი 18:32

სატურნირო მდგომარეობა

1. ვესტერნ პროვანსი - 18 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 16, 3. გრიკასი - 15, 4. ბლუ ბულზი - 11, 5. ჩიტაზი - 9, 6. ლაიონზი - 6, 7. პუმასი - 5, 8. ლეოპარდსი - 2

V ტური

6 აგვისტო

ბლუ ბულზი-ლეოპარდსი, პუმასი-ჩიტაზი

7 აგვისტო

გრიაკასი-ვესტერნ პროვანსი, ნატალ შარქსი-ლაიონზი

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
15-ქალა | მაისურაძემ ხორვატებისთვის შემადგენლობა შეარჩია
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის