"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" მესვეურებმა არჩევანი ლუის ენრიკეზე შეაჩერეს და უკვე ოფიციალური წინადადებით მიმართეს
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "რომას" მესვეურებმა არჩევანი ლუის ენრიკეზე შეაჩერეს და უკვე ოფიციალური წინადადებით მიმართეს. საუბარია ორწლიან ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვითაც ენრიკე სეზონში 1.5 მილიონ ევროს მიიღებს. ერთი მხრივ, გასაკვირია, რომ დედაქალაქური კლუბის მესვეურები გამოუცდელი ესპანელი მწვრთნელით დაინტერესდნენ, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ლუისი "ბარსელონა B"-ს ედგა სათავეში, ყველაფერი გასაგები ხდება. დღესდღეობით, კატალონიური გრანდის თამაში აბსოლუტურად ყველასთვის მისაბაძია, ის კი საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ "ბარსელონას" ყველა ასაკობრივი გუნდი ერთი ტაქტიკა-სტრატეგიით თამაშობს. მოკლედ, "ბარსა" მოდაშია და ჩვენი "დინამოსი" არ იყოს, რომაელებმაც კატალონიელებზე დაამყარეს იმედები. თუმცა, ჯერ ენრიკეს პასუხი უცნობია და არ არის გამორიცხული, შეთავაზებაზე უარი განაცხადოს - და თუ მაინც დათანხმდა, სავარაუდოდ თანაშემწედ კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელს, ივან დელა პენიას აიყვანს.

"გაძეტას" ცნობით, რომაელები პასუხს ორშაბათამდე ელიან და დიდია შანსი, უკვე მომდევნო კვირაში "ჯალოროსის" მესვეურებმა ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინონ. არადა, კარლო ანჩელოტია თავისუფალი და არ მალავს, რომ მისთვის ყველაზე სასურველი სწორედ რომაელთა წინადადება იქნებოდა - ვნახოთ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გადაწყდება.

როგორც ჩანს, ვინჩენცო მონტელა უკვე მიხვდა, რომ "რომას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდი დღე არ უწერია და ახალი კლუბის ძიებას შეუდგა. მსურველები მალევე გამოუჩნდა, მათ შორის ყველაზე საინტერესო კი "კატანიას" ვარიანტი გახლავთ. სიცილიელებთან გაჩეღებულ მოლაპარაკებებს ვინჩენცო ადასტურებს: "დიახ, "კატანიას" მესვეურები დამიკავშირდნენ და მოლაპარაკების დაწყება შემომთავაზეს, რაზეც თანხმობა განვაცხადე. ჯერ კიდევ არ ვიცი ზუსტად დავტოვებ თუ არა "რომას", მაგრამ ჯერჯერობით ვერანაირი გარანტია ვერ მივიღე და იძულებული ვარ, ცალი თვალი სხვა ვარიანტებზე მეჭიროს. "კატანია" ძლიერი გუნდია, ევროსაგზურისთვის ბრძოლის უნარი ნამდვილად შესწევს და ვნახოთ, გამორიცხული ნამდვილად არ არის ამ გუნდს ჩავუდგე სათავეში. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაზე საინტერესო ვარიანტია".

შეგახსენებთ, რომ "კატანიას" დიეგო სიმეონე ედგა სათავეში, რომელმაც ორიოდე დღის წინ განაცხადა პოსტის დატოვების შესახებ. არგენტინელმა სპეციალისტმა საკუთარი სურვილით დატოვა სიცილიური გუნდი, თუმცა იქვე დასძინა: გათავისუფლებას მიპირებდნენ და დავასწარიო.

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა