ტანმოვარჯიშე ვერონა ვან დე ლეური 2002 წელს ნიდერლანდების "წლის სპორტსმენად" დაასახელეს, 6 წელში კი სპორტსმენის კარიერა დაასრულა, მალე პორნომსახიობი გახდა და უფროსებისთვის განკუთვნილ ფილმებში დაიწყო მონაწილეობის მიღება.

ვერონამ 2002 წელს ტანვარჯიშში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ვერცხლის მედლები მოიგო და ამიტომაც დაიმსახურა პრესტიჟული ჯილდო.

"როცა შენს ქვეყანაში საუკეთესო ხარ, შენგან ყველა განსაკუთრებულს ელოდება", - ამბობს გოგონა, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ მისგან ნიდერლანდებში იმდენს არავინ მოელოდა, რომ პორნომსახიობი გახდებოდა.

14 წლის ვერონამ ევროპის ჩემპიონატი მოიგო ახალგაზრდებში, 2 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა, მსოფლიო თასზე 3 მედალი აიღო და მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალიც დაისაკუთრა. 16 წლის ასაკში ტანვარჯიშის ახალგაზრდა კერპების რიცხვში გაერია და ნიდერლანდების წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა.

"8 ან 9 წლის ასაკში მედალი საჩუქარივითაა, ყველა ბედნიერია, მშობლები, ბებია-ბაბუები, მეგობრები. ზეწოლა კი პოდიუმზე ასვლის დღიდან იწყება. როცა ამას ვერ ახერხებ, უკვე ლანძღვა მოდის, რომ ისეთი კარგიც არ ყოფილხარ, როგორიც ეგონე. ამას ემატება კონტრაქტები, იძულებული ხარ, ყველას ასიამოვნო", - ამბობს გოგონა.

ვერონამ ოცნების ახდენა ვერ მოახერხა და 2004 წლის ათენის ოლიმპიადაზე ტრავმის გამო ვერ მოხვდა. ამას დაემატა ისიც, რომ გაიგო, მამამ ლას-ვეგასში მის მიერ გამომუშავებული 5000 ევრო წააგო.

"ჩემთვის კონტრაქტებითა და შემოსავლის მიღებით არაფერი შეცვლილა, იმავე სკოლაში დავდიოდი, იმავე დარბაზში, იგივე ტანსაცმელი მეცვა, თუმცა ვიცოდი, რომ მშობლები უკეთესად ცხოვრობდნენ, ჩემი საბანკო ბარათი მათ ჰქონდათ."

ტრავმირებულსაც კი ყოველწლიურად ათეულობით ათასი ევრო შემოსდიოდა, თუმცა არაფერი რჩებოდა. დიდი ჩხუბის შემდეგ მამამ 81 000 ევრო მისცა საცხოვრებლისთვის, თუმცა ფული მალე დაიხარჯა და ვერონას მანქანაში მოუხდა ცხოვრების დაწყება მეგობარ ბიჭთან ერთად.

გარკვეული ხანი სპორტსმენმა ციხეშიც კი გაატარა, ვიღაც ქალს ფარულად ვიდეოს უღებდა, თუმცა გავიდა დრო და გამოჩნდა პორნობიზნესი.

"ეროტიკული საქმიანობა ჩემი გადაწყვეტილება კი არა, შანსი იყო. ამაზე უარეს რამეებს ვაკეთებდი კარგა ხანი. ასე რომ, ეს დადებითი ნაბიჯი გახლდათ.

გულწრფელად რომ გითხრათ, ბავშვობაში ამაზე არც კი მიფიქრია, ვერ წარმომედგინა, თუმცა იმ დროს ეს აღარ მანაღვლებდა. არ მყავდა ოჯახი და მეგობრები, რომელთაგანაც თანხმობა მჭირდება. ის ადამიანები, ვინც ჩემ გვერდით იყვნენ, ისეთს მიღებდნენ, როგორიც ვიყავი.

გადაღებები კი მე და ჩემმა მეგობარმა ბიჭმა ერთად დავიწყეთ. ასე გრძელდება, ისაა ჩემი რეჟისორიცა და მსახიობიც. ასე რომ არ ყოფილიყო, ამას ვერ შევძლებდი, თუმცა ახლა ვიხედები უკან და მიმაჩნია, ეს კარგი 8 წელი იყო", - თქვა 34 წლის ვერონა ვან დე ლეურმა The Sun-თან ინტერვიუში.

იხილეთ ფოტოგალერეა

ka
ფოტოებში ხო მარა... დდდდ
შაკო
მოძებნადია მე ვუყურე უკვე
მიჩინიო
არ ეტყობა რომ შენს იმედზე იყოს :)
ვი–რუსი
მაგას კომენტარი კი არა კი ვიცი რა უნდა...მაგრამ შორსაა ვერ მივაწვდენ
aburjga
მოლდეც, მაგარი იყო!!! ))))))))))))))))))))))))))))))
მაგარია
მართლაც მაგარი რამეა
Kapitani Esgeso
ვნებამოჩუხჩუხე მკერდსავსე ამორძალი რომლის ქვედა ფოტოერთობლიობა მხოლოდ იმას გაგიელვებს თავში როგორ გინდა დაშრიტო მისი ველური ფანტაზიები, მრისხანე ძინძინის დროს რომ ერთიანად არ განგმიროს შენი ფიზიკური გაბარიტები.
SL
ვიდეო ლინკებიც უნდა დადოთ ხოლმე. უფრო მაგარი სპორტული საიტი იქნება.
muamar kadafi
პორნო სიფათი და არა ვარსკლავი
ტანმოვარჯიშე დაჩი დოლიძე ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფინალშია
დაჩი დოლიძემ ლუქსემბურგში გამართულ ტურნირზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
რუსეთში ყველაფერი მოსულა, პრეზიდენტმა ოლიმპიური ჩემპიონი ისევ დააორსულა
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
"რეალის" საზაფხულო გეგმები - მადრიდული გრანდი რამდენიმე პოზიციაზე გაძლიერდება
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის