ტურინის "იუვენტუსის" პოლონელმა მეკარემ, ვოიცეხ შენსნიმ, რომელიც ლონდონის "არსენალში" გამოდიოდა, 2015 წლის 1-ლი იანვარი გაიხსენა, როცა "საუთჰემპტონთან" წაგებული მატჩის (0:2) შემდეგ "მეთოფეთა" გასახდელში სიგარეტს გაუკიდა.

"იმ პერიოდში რეგულარულად ვეწეოდი და ამის შესახებ არსენ ვენგერმაც შესანიშნავად იცოდა. მას სურდა, რომ გასახდელში არავის მოეწია და ეს მე ვიცოდი. მატჩის საფინალო სასტვენის შემდეგ ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და გადავწყვიტე, ერთი ღერი სიგარეტი მომეწია. გუნდი ისევ გასახდელში იყო, როცა საშხაპის კუთხეში მივედი, ამოვიღე ერთი ღერი და გავაბოლე.

ვიღაცამ შემამჩნია და ამის შესახებ ბოსს მოახსენა. რამდენიმე დღის შემდეგ ვენგერს შევხვდი. არსენმა მკითხა, სიმართლე იყო თუ არა ეს. მე დადებითი პასუხი გავეცი. მან დამაჯარიმა და ამით ისტორია დასრულდა.

თუმცა ამის შემდეგ ვენგერმა გამაფრთხილა, რომ გარკვეულ დროს სათადარიგოთა სკამზე გავატარებდი. რამდენიმე კვირაში დაბრუნებას ველოდი, თუმცა დავიდ ოსპინამ შესანიშნავად ითამაშა.

მე ორი ვარიანტი მქონდა: ან გუნდში უნდა დავრჩენილიყავი და ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად მებრძოლა, ან იჯარით სხვა კლუბში წავსულიყავი და დამემტკიცებინა, რომ "არსენალში" ისევ საუკეთესო მეკარე ვიყავი", - განაცხადა პოლონელმა მეკარემ.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

kroosi
შე პიტალო, შამპნური და ქალებიც შეგეყვანა ბარემ, გასახდელია ეგ, გ ა ს ა ხ დ ე ლ ი ი ი
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ალეგრი: დონარუმა? ჩვენ ბუფონის მემკვიდრედ შენსნი გვყავს
ვოიცეხ შენსნი: ბუფონთან ვარჯიშით ბევრს ისწავლი
"სუნთქვა მიჭირდა, შევშინდი" - "იუვენტუსის" მეკარე გადარჩა და კომენტარი გააკეთა
ვოიცეხ შენსნი: ახლა რონალდო გვყავს და ყველაფრის მოგება შეგვიძლია
"იუვენტუსმა" ვოიცეხ შენსნის კონტრაქტი გაუგრძელა
შენსნი - "იუვენტუსში" რონალდოს გადასვლაზე: მთავარია არ გავუშვათ, თავდამსხმელები კი რაღაცას მოიფიქრებენ