ნბა-მ გამოაქვეყნა 2020 წლის დრაფტის წინასწარი კანდიდატების 205-კაციანი სია, რომელთა შორისაც ქართველი კალათბურთელი, 20 წლის სანდრო მამუკელაშვილიცაა. სანამ ჩვენებურის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით, დავაზუსტებთ, თუ რას ნიშნავს ნბა-ს დრაფტზე წინასწარი კანდიდატების სია.

ეს გახლავთ ის კალათბურთელები, რომლებიც პერსპექტიულები არიან, ან უბრალოდ არ არიან ასეთები და უბრალოდ ნბა-ში მოხვედრის სურვილი აქვთ. წინასწარ კანდიდატად დარეგისტრირება ნებისმიერ კალათბურთელს შეუძლია და მასში არ შედიან ის მოთამაშეები, რომლებიც ამერიკის სტუდენტურ ლიგაში (NCAA) ბოლო სეზონს თამაშობენ, ანუ Senior-ების სტატუსს ატარებენ.

მამუკელაშვილის სტატუსია Junior-ი, რაც მესამე კურსის შესაბამისია. ანუ სანდრო მე-3 წელია, სტუდენტურ ლიგაში თამაშობს და მას შესაძლებლობა აქვს, NCAA-ში კიდევ 1 სეზონი (2020-2021) გაატაროს. წინასწარ კანდიდატებს საშუალება ეძლევათ, დრაფტის გამართვამდე 10 დღით ადრე მოხსნან თავისი კანდიდატურა და ისინი კვლავ იმ გუნდში ითამაშებენ, სადაც მანამდე იყვნენ. თუკი ამას არ გააკეთებენ, დრაფტზე არც ერთმა გუნდმა რომ არ აირჩიოს, სტუდენტურ ლიგაში თამაში აღარ შეეძლებათ. აქვე დავაზუსტებთ, რომ ყველა ის კალათბურთელი, რომელიც NCAA-ში ბოლო სეზონს ატარებს, დრაფტის სიაში თავისთავადაა, ოღონდ ზემოთაღნიშნულ 205-კაციან წინასწარ კანდიდატთა შორის არ ფიგურირებს.

ცნობისთვის, გოგა ბითაძე, რომელიც დრაფტზე 2019 წელს აირჩიეს, 2018 წლის დრაფტის წინასწარ კანდიდატებს შორისაც იყო, თუმცა დათქმულ დრომდე საკუთარი განაცხადი გააუქმა. წლევანდელი დრაფტი 25 ივნისს, ბრუკლინის “ბარკლაი სენთერში” გაიმართება და შესაბამისად, წარმოდგენილ 205 კანდიდატს სიიდან საკუთარი სახელის ამოწერა 15 ივნისამდე შეუძლია.

წინასწარ კანდიდატთა შორის 163 ამერიკის საუნივერსიტეტო გუნდების წევრია, დანარჩენი 42 კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში თამაშობს (სრული სია). ეგრეთ წოდებული საერთაშორისო მოთამაშეებიდან გამოსარჩევია თელ-ავივის “მაკაბის” წევრი დენი ავდია და სერბული “მეგა ბიმაქსის” (გოგა ბითაძის ყოფილი გუნდი) მოთამაშე მარკო სიმონოვიჩი.

სანდრო მამუკელაშვილი სტუდენტური ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კონფერენციის – Big East-ის მოწინავე გუნდ “სეტონ ჰოლის” წევრია. სეტონჰოლელებმა კონფერენციაში, “ვილანოვას” და “კრეიტონის” მსგავსად, 13 მოგების წილ 5 მატჩი წააგეს და ამ გუნდებთან ერთად 1-3 ადგილები გაინაწილეს. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო Big East-ის კონფერენციის პლეი-ოფი ვეღარ დაიწყო და იმ მომენტისთვის სტუდენტური ლიგის 32 კონფერენციის 447 გუნდს შორის ოფიციალური რეიტინგით “სეტონ ჰოლი” მე-19 ადგილზე იყო. მანამდე 2 კვირით ადრე კი მამუკელაშვილის გუნდი საუკეთესო 10-ეულში შედიოდა.

მამუკელაშვილი თავისი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ. 2019-20 წლების სეზონში სანდრო 20 მატჩში საშუალოდ 11.9 ქულას, 5.95 მოხსნას, 1.35 პასს და 0.6 დაფარებას აგროვებდა. მამუკელაშვილმა 18 მატჩი სასტარტო ხუთეულში დაიწყო, მოედანზე საშუალოდ 26.2 წუთს ატარებდა და ორქულიანებს 54%-იანი, ხოლო სამიანებს – 43.4%-იანი სიზუსტით ესროდა. მამუკელაშვილი ამერიკაში დაბადებულია და ამ ქვეყანასთან ერთად ფლობს საქართველოს მოქალაქეობასაც. მამუკელაშვილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩებში – სერბეთთან და ავსტრიასთან უთამაშია, ხოლო ჩეხეთის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრებში ორჯერ დაუპირისპირდა.

მაშ ასე, სანდრო მამუკელაშვილი 2020 წლის ნბა-ს დრაფტის წინასწარი კანდიდატების სიაშია და თუკი 15 ივნისამდე უარს ოფიციალურად არ დააფიქსირებს, 25 ივნისს, ბრუკლინის “ბარკლაი სენთერში” დაგეგმილ ცერემონიალზე ნბა-ს რომელიმე გუნდში მოხვედრის შანსი ექნება.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

nini
გაპატია უკვე რახანია
Kemba
oee janmo xar tu korona ras itarsebi. mshvenivradac gaartmevs tavs da itamashebs nba shi .
Janmo
shansi 0 nba shi
888
სანდრო, უნდა მაპატიო,რომ მაღალი დონის კალათბურთელად არ მიმაჩნდი.ძალიან მახარებ და მინდა დიდი წარმატება გისურვო.
emigranti
ფუტი 30.48 სმ-ია, 6 ფუტი შესაბამისად 182.88სმ. ინჩი 2.54სმ, შესაბამისად 11 ინჩი 27.94 სმ. სულ 210.82 სმ სიმაღლის კალათბურთელია ე.ი. ფაქტიურად გოგას სიმაღლისაა.
asd
და სიმაღლე 191 სმ :) რეალურად ორი და ათია
gio
არც სიმაღლეა სწორედ მითითებული
sijd
დილეტანტებო, გაასწორეთ! ფოტოში დაბადების თარიღად 1986 უწერია :))))))
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] მამუკელაშვილი VS ბითაძე - ქართველების დაპირისპირება NBA-ში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "ტორონტო" აუტსაიდერთან დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 14 წუთი - "ტორონტო" "დენვერთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 26 წუთი - "ტორონტო" "ბოსტონთან" დამარცხდა
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტორონტო" "დეტროიტთან" დამარცხდა