რუსეთის ნაკრების ყოფილი მეკარე, სტენლის თასის გამარჯვებული ილია ბრიზგალოვი აშშ-ში ცხოვრობს და championat-თან ინტერვიუში რუსეთსა და გაუქმებულ გამარჯვების აღლუმზე ისაუბრა.

- ამერიკაში პროპაგანდა როგორ მუშაობს?

- აქ ის ერთპოლუსიანი არ არის. როგორც ვხედავ, პუტინს უკვე აბსოლუტურად არაფერი არ შეუძლია ქვეყნისთვის გააკეთოს. ხალხს ელაპარაკები - ყველა იცინის. ეს საშიშია, როდესაც მოქალაქეები სახელმწიფოს პირველ პირს დასცინიან.

- ტრამპსაც დასცინიან?

- მე არ დავცინი. აქ 50% მისი წინააღმდეგია, 50% მხარს უჭერს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ ერთი წლის ან კიდევ ოთხი წლის შემდეგ მას სხვა შეცვლის.

- საინტერესოა თქვენი აზრი იმაზე, თუ რატომ მოხდა რუსეთში უკიდურესობიდან უკიდურესობამდე შეცვლა...

- იმიტომ, რომ რუსეთში ერთმანეთისთვის ყველას მიუფურთხებია. აი, რაშია პრობლემა! ოჯახისა და მეგობრებისთვის მზად არიან მთვარე ციდან ჩამოიტანონ, ოდნავ გვერდზე გახვალ და ფეხებზე ჰკიდიათ, რაც ხდება. მგლებივით ცხოვრობენ. ერთმანეთს პატივს არ სცემენ, უტიფრობაზე უტიფრობით პასუხობენ, ხალხს შორის მხოლოდ ღვარძლია.

- ყველა განცალკევებულია, საერთო მიზანი არ არსებობს...

- ადამიანობა დაკარგეს. იმავე ვეტერანებს მხოლოდ 9 მაისის წინ იხსენებენ, თუმცა მთელ ქვეყანაში მხოლოდ 10 მათგანიღა დარჩა. სამაგიეროდ - გამარჯვების აღლუმი, ომი, გამარჯვებულები, ყირიმი და ა.შ.

- წელს გამარჯვების აღლუმს არ ჩაატარებენ. თვლით თუ არა, რომ ასეთი მასშტაბური აღლუმის ყოველ წელს ჩატარება ნამეტანია?

- და რა საჭიროა გამარჯვების აღლუმი? ჩვენ სადღაც წარსულში გავიჭედეთ, სულ უკან ვიყურებით, ამ დროს კი წინ უნდა ვმოძრაობდეთ. ყველას ბაბუები და წინაპრები იბრძოდნენ, ნაწილი ფრონტიდან ვერ დაბრუნდა, მაგრამ ცხოვრება გრძელდება. რამდენი წელი გავიდა, ჩვენ კი წარსულში გავიჭედეთ.

- ამ ომმა კარდინალურად შეცვალა სამყარო...

- ყველაფერი უკვე კარგა ხანია შეიცვალა, გამარჯვებული სახელმწიფო 30 წელია აღარ არსებობს. ომში სსრკ-ის ყველა რესპუბლიკა მონაწილეობდა, მაგრამ რატომღაც არსად ჩვენსავით არ აღნიშნავენ. ხალხი დღევანდელი დღით ცხოვრობს, ხვალინდელი პრობლემებით. იხსენებენ, რომ ეს საშინელება იყო და უნდა ეცადონ, აღარასოდეს განმეორდეს. გამარჯვება რატომ უნდა ვიზეიმოთ? რაზე გამარჯვება? დავამარცხეთ ფაშიზმი, მაგრამ რა არის ამაში სასიხარულო? რომ ამდენი ხალხი დაიღუპა? და აი, თქვენ იგორ ტალკოვი - "სადაც გმირები არიან, იქ ვეტერანები მონებზე უარესად ცხოვრობენ".

ჭორლეონე
ერთუჯრედიანო რუსეთუმე ქართველებო, რუსეთს ჩაყვებით საფლავში მალე. ტვინგამორეცხილებო.
კახა ქ.
9მაისს! რა მინდვრის მეკარე,საერთოდ იცი ჰოკეი რა არის, ან ერთხელ მაინც გინახია ამის თამაში.ამის თქმის საფუძველს შენი კომენტარი მაძლევს
რუსოფილებო!!!
როგორ აგეწვებათ ხოლმე ერთი ადგილი?! მაგას ვნახავთ რა შეიქმნება,რაც გაქვთ ისიც შემოგეშლებათ ძალიან მალე,დაიმახსოვრე!თქვენი განაჩენი დიდი ხანია გამოტანილია!
გალელი
ჭურუმე შენი ილია ძმაო,ა კაცი,ილია ბრიზგალოვი რუსეთის პრეზიდენტად
9maisi
ეს დედალი მინდვირს მეკარე ესაა,, 30 წელია რო აღარ არსებობს ეგ არაფერია:))) საბჭოთა კავშირის ანალოგები მსოფლიოს წინ ელოდება
Milani
Shen unda iyo zmao dumashi da pataras amovisuntqebt
[VIDEO] 46 წლის შემდეგ პირველად - აშშ-მ ოვერტაიმში კანადა დაამარცხა და ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა
პეტრ ჩეხმა ჰოკეისტის კარიერა განაახლა
15:1. ესეც მეხუთე გამარჯვება - საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრები A ჯგუფში აღზევდა
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა