კატალონიის "ბარსელონამ" "თვითერზე" 11 წლის წინანდელი ნახევარფინალი გაიხსენა - 2009 წლის 6 მაისს ესპანელებმა ლონდონის "ჩელსი" ინიესტას გოლის წყალობით დაამარცხეს და ფინალის საგზური მოიპოვეს.

"ზუსტად 11 წლის წინ ინიესტამ ეს გააკეთა!" - წერს კლუბის სოცმედია და თან ურთავს ინიესტას გოლს.

პოსტს უკვე შეესივნენ ტროლები და "ბარსას" ლანძღავენ, ხოლო ზოგიერთი "ლივერპულთან" განცდილ კრახს ახსენებს.

ტროლებთან ერთად გამოჩნდნენ რეალური პიროვნებები. გთავაზობთ ზოგიერთ კომენტარს:

"ვერ ვიტან "ჩელსის", მაგრამ ეს სავარაუდოდ ყველაზე ცუდი მსაჯობა იყო."

"თქვენ იყიდეთ მსაჯი."

"კრიშტიანო რონალდო - GOAT."

ასევე, გთავაზობთ პოსტის ბმულს

კახაბერი
არ უნდათ და არ უყვართ მადრიდისტებს იმის გახსენება , 3 ჯერ ძალიათ რომ გაათრიეს ფინალში ?!))))))
oto
ბარსელონას ფანი ნაღდად არ ვარ, მაგრამ რეალის ფანებმაც გაიხსენეთ რაღაც-რაღაცეები. ყველა საეჭვო თამაშებს თურქი ჩექირი რატომ მსაჯობდა???
Leva
მსაჯელონაა
papuna
არაა მადრიდს რო უხსენებენ ფრანკოს დროს გაქვთ მოგებული თასებიო და ... უახლოეს წარსულს გადახედონ ამ თამაშის მსაჯობას და მერე პსჟ ეგრეწოდებულ ქამბექს და მერე ილაპარაკეთ მსაჯების დახმარებაზე. მე უბრალოდ ვიცი რო მსაჯიც ადამიანია მაგრამ შეიძლება შეცდეს მაგრამ ერთ თამაში სულ რო ერთი გუნდის წინნაღმდეგ ცდები ცოტა საეჭვოა.
gagla
როცა გუნდს არამზადების ხროვა ხვდება მეტის ღირსიც არის. ვინც მარტო ანელკას და პიკეს ხელის მომენტებს იხსენებს უბრალოდ მადრიდისტაა, აბა ჩელსის ფანები სად ყავს, თუ ყავს და მაგათ ტვინში ჩამახედა (ან რა ჯანდაბად მინდა), არანაკლებ დაიჩაგრა ბარსა, კამპ ნოუზე 100% იანი პენალტი არ დაუდეს ანრი როცა მოიჩეხა, ლეწეს ისე რო დაიტრავმა, ცხოველების ხროვამ. აბიდალი კიდე რაზე გააგდეს კაცმა არ იცის. და ყველა დროის ყველაზე არამზადა კაცმა (დროგბამ) წითელი როგორ არ მიიღო პიკეს ლამის შთამომავლობა რო დააკარგვინა არ მესმის. და ბარსამ იყიდა მსაჯი? ვაი მაგათ პატრონს... თორე ბარსას სასარგებლოდაც იყო შეცდომები პროსტა მარტო იმ ორ მომენტს რატო იხვევს ყველა გაფუჭებული კასეტასავით. დროგბამ კიდე 2012 ში რაც იკარდა მარტო მაგიტო არ უნდა ქონდეს მაგას მოგებული არაფერი კლიზმის გარდა. როგორ მევასებოდა არადა. დღეს კი რამოსთან და პეპესთან ერთად ყველაზე მეტად მძულს. მაურინიოს ნაშიერისგან მეტს რას უნდა ელოდო
Milani
2009 clis barsas cinaagmdeg mxolod anti fexburtit tu shezlebdi shedegis migcevas, aba magat zonebi vinc gauxsna ki naxa saxeli. Ganmeorebut shexvedrashi arc barsas uxsnia cidan varskvalebi. Minimum orjer iyo penalti, nikola anelkas momenti naxet da bolos balaki rom gadairia iq arvici brma dadebda penalts chemi azrit.
გულშემატკივარი
1:1 ის შემდეგ,ბარსას კარში 100 % იანი პენალტი არ დანიშნა მსაჯმა და ბალაკმა ლამის გადაყლაპა რეფერი. ამას მგონი ბევრი ფიცი მტკიცი არ ჭირდება,თუმცა, ჩელსიმ მიიღო ის რაც დაიმსახურა.ძალიან კარგად მახსოვს პირველი 1/2 ფინალის მატჩი ბარსელონაში,იქ ჩელსიმ ყველაფერი ითამაშა გარდა ფეხბურთისა.ერთი სიტყვით ბარსა მაინც დამსახურებულად გავიდა ფინალში და თასიც ასწია.
otari
მაგ თამაშის მსაჯი არც მე მომეწონა, თუმცა მაინც ვიტყვი, რომ ჩელსიმ მიიღო ის რაც დაიმსახურა. პირველი თამაში ვინც ყურადღებით ნახა აღიარებს, რომ წესიერი მსაჯობის შემთხვევაშო ჩელსი იმ თამაშს სრული შემადგენლობით ვერ ჩაამთავრებდა. ეს იყო გამიზნული ნადირობა და ანტი ფეხბურთი. მინიმუმ 3 კაცი მაინც იყო გასაგდები. და რას ნიშნავს კატალონიაში ბარსას ჩელსის დონის გუნდმა კაცნაკლულმა ეთამაშოს ალბათ თავადაც კარგად ხვდებით. სამართლიანობისათვის ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩელსიმ ინგლისში ითამაშა ფეხბურთის მაგვარი რამ (ანუ სინამდვილეში დაამტკიცა, რომ ნადირობის გარდა თამაშიც ცოდნიათ), მაგრამ ცოდვებმა უწიათ. რაც იკადრეს კატალონიაში იმის საზღაური იყო და მეტი არაფერი. არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ ნაკლებად მჯერა რომ მასეთი მსაჯობა ორივე თამაშში სტუმრის სასარგებლოდ, რომელიმე გუნდს ჩაეწყო. უფრო მაღალი ეშელონების მაიმუნობასთანა გვაქვს საქმე.
1
აქ 6 კაცს არ აქვს ეგ თამაში ნანახი,ან უბრალოდ რეალის ფანები არიან.რადგან ნახევარფინალი არ იყო ამიტომ არავის ანაღვლებს ეგ თამაში.მოიძიეთ youtubeზე და ნახეთ რას კადრულობენ მსაჯები, ჯანლუკა როკის თამადობით
იოო
კი მაგრამ. ჩელსის ანტიფეხბურთს_ ბეი_ბეგუს უნდა ეზეიმა?! ძალიანაც კარგი რამ მოხდა
makushita
ლოპიტა ოვრებომ--ნორვეგიელმა მსაჯმა მოიგო ეგ თამაში. აიტეკინი(ბარსელონა-პსჟ-ს მსაჯი) მასთან ანგელოზია.
Megreli
ეს იყო საუკუნის ძარცვა
ჯანლუკა როკი
რეალი-პსჟ რაღა იყო აბა?!ყველაზე საშინელი მსაჯობა რაც კი ოდესმე მინახავს.

ekutvnoda chelsis gasvla ak :))))))))))))))!
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
[VIDEO] სიორლოტის ჰეთ-თრიკი - "ატლეტიკომ" "ბრიუგე" დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა
"ვინისიუსი პროვოკატორია - ესაა დეგრადაციის დონე" - ყოფილი მსაჯი პრესტიანის დასჯის გამო აღშფოთებულია
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
ინიესტამ თქვა, სურს თუ არა "ბარსელონას" მწვრთნელობა
სუნესი: მესის თითქოს მობეზრდა "ბარსას" თრევა, შეთავაზებისთვის სათანადო დროა
დიდებული ისტორია მთავრდება - ინიესტა კარიერას ასრულებს
ინიესტა, დიდი ალბათობით, მალე სამწვრთნელო საქმიანობას დაიწყებს
მესიმ "ბარსელონას" წასვლის დეტალებზე შეხვედრა სთხოვა, კლუბი არ პასუხობს
"ბარსელონამ" ლეგენდარული ფორვარდი დააბრუნა და ის მწვრთნელი იქნება
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
როგორც იქნა, კუმანმა მესისთვის მოიცალა
ინიესტამ ფეხბურთელის კარიერის დასრულება დაადასტურა
ვინ არის 21-ე საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი? - Goal-ის Top 25
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"ბარსელონა" ნიკო უილიამსის შეძენასთან ახლოსაა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
"ფეხბურთს მოენატრები, ფენომენო" - მესი ინიესტას დაემშვიდობა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
პიკეს შეძენა პრემიერლიგაში ახლად გადმოსულ კლუბს უნდა
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს