საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში ნათამაშები 19 წლის რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც მცირე ასაკის მიუხედავად, ეროვნული გუნდის მაისურის მორგება ოფიციალურ მატჩებში 7-ჯერ მოასწრო, ამერიკის სტუდენტური ლიგის ტოპ-გუნდმა აიყვანა. ბასკონიური პროექტის პროდუქტი ანდრონიკაშვილი, რომელმაც გასული სეზონი ბერძნულ "პანიონიოსში" დაიწყო და სუპერლიგურ "რუსთავში" დაასრულა, კარიერას ოკეანის გაღმა, კრეიტონის უნივერსიტეტის გუნდში გააგრძელებს.

რატი ანდრონიკაშვილი საკალათბურთო აკადემიის აღზრდილია, რომელიც საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციისა და ესპანური “სასკი ბასკონიას” ერთობლივ პროექტში მოხვდა. როგორც პერსპექტიული კალათბურთელი, ანდრონიკაშვილი “ბასკონიას” ყოველწლიურ თბილისურ კემპში მიიწვიეს და საბოლოოდ ის ესპანეთში, აღნიშნულ კლუბში აღმოჩნდა. ბასკონიაში რატიმ 2 წელი გაატარა, რის შემდეგაც რამდენიმე კლუბი გამოიცვალა და ახლა კარიერის უმნიშვნელოვანეს ეტაპს მიადგა. ამერიკულმა მედიამონსტრმა ESPN-მა დღეს გაავრცელა ინფორმაცია ანდრონიკაშვილის კრეიტონში გადასვლის თაობაზე. ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტული პროგრამის მქონე უნივერსიტეტმა თანხმობა განაცხადა ქართველი უკანახაზელის სწავლის სრულ დაფინანსებაზე (scholarship), რაც ცხადია, იმიტომ გააკეთა, რომ საკალათბურთო გუნდში (Creighton Bluejays) ათამაშოს.

თუ კიდევ ერთმა პერსპექტიულმა ქართველმა კალათბურთელმა, სანდრო მამუკელაშვილმა წლევანდელი ნბა-ს დრაფტიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, ის და რატი ანდრონიკაშვილი Big East-ის კონფერენციაში მთავარი კონკურენტები იქნებიან. მამუკელაშვილი “სეტონ ჰოლის” ლიდერთაგანია და ვერდასრულებულ Big East-ის კონფერენციაში მისმა გუნდმა “კრეიტონთან” ერთად რეგულარული ჩემპიონატი მოიგო. ამ გუნდებმა კიდევ ერთ სტუდენტურ მონსტრ “ვილანოვასთან” ერთად Big East-ში 13 მოგება და 5 მარცხი მოაგროვეს და როგორც ამერიკის სტუდენტურ ლიგებში სჩვევიათ, რეგულარული ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტული სამივემ მიიღო. ურთიერთშეხვედრებმა მხოლოდ ის გაარკვია, რომ პლეი-ოფში ეს 3 გუნდი შემდეგნაირად განითესებოდა: "ვილანოვა", "კრეიტონი" და "სეტონ ჰოლი". თუმცა, როგორც იცით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ისევე, როგორც ყველა სპორტული ღონისძიება, ამერიკის სტუდენტური ლიგაც შეწყდა. საბოლოო მონაცემებით, "კრეიტონი" ამერიკის სტუდენტური ლიგის ოფიციალურ რეიტინგში მე-7 ადგილზე იმყოფებოდა, რაც წარმოუდგენლად მაღალი შედეგია იმის გათვალისწინებით, რომ NCAA-ს 32 კონფერენციაში მთლიანობაში 480-მდე გუნდი მონაწილეობს.

"კრეიტონში" გადასვლის შესახებ კომენტარისთვის ESPN-ი რატი ანდრონიკაშვილს დაუკავშირდა:

– "კრეიტონს" მანამდე კარგა ხნით ადრე ვიცნობდი, სანამ დამირეკავდნენ. მომწონს ამ გუნდის თამაშის სტილი. მათ დიდებული საკალათბურთო პროგრამა აქვთ. ამ უნივერისტეტის მწვრთნელები მე ყველა დანარჩენზე უკეთესად მიცნობენ და მათ მართლაც ესმით ჩემი კალათბურთის. ასისტენტ ალან ჰუსს ბევრი ჩემი თამაში უნახავს, ხოლო მთავარმა მწვრთნელმა გრეგ მაკდერმოტმა იცის ჩემი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. ყოველთვის მინდოდა ისეთ მწვრთნელთან მეთამაშა, რომელიც ყოველმხრივ კარგად გიცნობს და იცის, როგორ მოგამატებინოს როგორც ძალა, ისე თამაშის ხარისხი. ისინი მირეკავდნენ თითქმის ყოველდღე და მეკითხებოდნენ არა მხოლოდ კალათბურთზე, არამედ – ოჯახზეც. ეს კი ნიშნავს, რომ მათ მართლაც გული შესტკივათ ჩემზე.

ამერიკული მედია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მცირე ასაკის მიუხედავად, ანდრონიკაშვილს ეროვნულ ნაკრებში თამაშის სოლიდური გამოცდილება აქვს, რაც ასაკობრივ ნაკრებებში მისი შედეგიანობის და გამორჩეული ნიჭის წყალობით არის განპირობებული.

– საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაში ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი გამოცდილებაა, – აგრძელებს რატი ESPN-თან საუბარს. – იმ კალათბურთელებთან მოედანზე დაპირისპირება, რომელთაგან ზოგი ნბა-ში, ზოგიც ევროლიგაში თამაშობს, დიდად დამეხმარა დახვეწაში. NCAA-ში მე არ ვიქნები ტიპური ახალბედა, რადგან საკმაოდ ბევრი მაქვს უმაღლეს დონეზე, ზრდასრული კალათბურთელების წინააღმდეგ ნათამაშები.

ESPN-ი აღნიშნავს, რომ ანდრონიკაშვილს ფიბას სხვადასხვა ასაკობრივ ჩემპიონატში 50-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებია, რომელთაგან განსაკუთრებით ღირებულია თებერვალში გამართული ბოლო 2 შეხვედრა. შეგახსენებთ, რომ 18 წლის კალათბურთელმა (19-ის 19 მარტს გახდა) ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო მატჩებში ჯამში 15 ქულა ჩაუგდო საქართველოს ეროვნული ნაკრებისგან ძლეულ მეტოქეებს – შვეიცარიას და სერბეთს.

ანდრონიკაშვილის თვისებებიდან ყურადღება მახვილდება იმაზე, რომ ახალგაზრდა კალათბურთელი კომბო-მცველია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთნაირი წარმატებით შეუძლია უკანა ხაზში არსებულ ორივე პოზიციაზე – გამთამაშებლად და მსროლელად თამაში. ESPN-ის სპეციალისტი ჯონათან ჯივონი აღნიშნავს, რომ ქართველი კალათბურთელი გამორჩეულად კრეატიულია, დახვეწილი ალღოთი და ბურთის ფლობის მაღალი ტექნიკით. ის არ კარგავს ორიენტაციას და ინსტინქტებს არც ნელი და არც სწრაფი თამაშის დროს. კარგად ეგუება სხვადასხვა სათამაშო სისტემას, გამორჩეულად კი პიკ-ენ-როლს.

"კრეიტონმა" წლეულს სოლიდური დანაკლისი განიცადა. უნივერსიტეტი და შესაბამისად, NCAA-ში თამაში დაასრულა გუნდის ორმა წამყვანმა უკანახაზელმა – ტაიშონ ალექსანდერმა და დევიონ მინცმა. ორივე მათგანი ივნისში გასამართ ნბა-ს დრაფტზე დგას და კარიერასაც, დიდი ალბათობით, მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაში გააგრძელებენ. ანდრონიკაშვილი კრეიტონელთა მეორე ახალწვეულია. ცოტა ხნით ადრე გრეგ მაკდერმოტმა გუნდში აიყვანა ახალგაზრდა ლიეტუველი ფორვარდი მოდესტას კანცლერისი.

ESPN-თან საუბარს ანდრონიკაშვილი ასე ასრულებს:

– გუნდში ჩემი როლი ის იქნება, რასაც მწვრთნელი გადაწყვეტს. ჩემი მიზანი ვარჯიში და თამაშებში შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენაა. როგორც შეტევაში, ისე დაცვაში მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა გუნდს დავეხმარო. "კრეიტონის" თამაშის სტილი ძალიან სწრაფი და დინამიკურია. მათ უყვართ ბევრი სამქულიანის სროლა. მწვრთნელი კალათბურთელებს თავისუფლებას აძლევს და ენდობა, რომ ისინი მოედანზე საუკეთესო გადაწყვეტილებებს მიიღებენ. ხანდახან მოედანზე ნელა გადავაადგილდები და ისეთ პასებს გავცემ, ზოგიერთ მწვრთნელს ეს არ მოსწონს. არადა, მე მიყვარს სწრაფი თამაში და გახსნილი თანაგუნდელების პასებით მომარაგება. ასე რომ, ვფიქრობ, ახალ გუნდს კარგად მოვერგები.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით

Gergo
superligashi veraferi bedena kna da daimtvra camdaucum da kreitonshi ragas izams
jako
mazgachi xar ra )))))
კალათბურთის გულშემატკივარი
სტუდენტური ლიგიდან და ნბა-დან უკვე თითქმის ერთი ხუთეულის დაყენებაც შეგვიძლია, მხოლოდ მე-2 ნომერი არ გვყავს. ანდრონიკაშვილი - ..... - მამუკელაშვილი (მძიმე ფორვარდია უფრო, მაგრამ მე-3 ნომრადაც შეუძლია) - ბეჟანიშვილი - ბითაძე. იმედია ეს ბიჭებიც გოგას მსგავსად ნბა-ში მოხვდებიან, პერსპექტივა ყველას აქვს და წარმატებებს ვუსურვებ!
სოსო
რა თქმა უნდა მისი განვითარებისათვის,ეს კარგია,მაგრამ ეს ამავე დროს ნიშნავს,რომ საქართველოს ნაკრებს,ვეღარც ის დაეხმარება.ბითაძე,მამუკელაშვილი,ახლა რატიც.ეს ის ბიჭები არიან,ვინც ნაკრებში უახლოეს ორ წელიწადში წამყვანი ძალა უნდა გამხდარიყვნენ.ახლა კი,შესარჩევ თამაშებში,ისინი დაკარგულები არიან და ისევ ახალი ხალხია საძებნელი,რომლებიც არ ჩანან.ცინცაძე ღმერთმა კარგად გვიმყოფოს და დიდხანს ათამაშოს,მაგრამ უკვე ასაკშია და ვეღარც ფიზიკურად ქაჩავს,ვეღარც სისწრაფით.ახლა კი მემკვიდრეც დაკარგა და დასვენების საშუალება აღარ ექნება.
გულშემატკივარი
კარგი ბიჭია, იმედია მოუმატებს და nba ში მოხვდება. წარმატებები რატი.
ლარგო
წარმატებას ვუსურვებთ!!!
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს
მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას "მონბუს ობრადოიროში" გააგრძელებს
ანდრონიკაშვილის 11 ქულა 19 წუთში და მისი გუნდის მე-10 გამარჯვება ესპანეთის მე-2 ლიგაში
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ანდრონიკაშვილის 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ესტონური "კეილას" წინააღმდეგ
ანდრონიკაშვილის შედეგიანი მატჩი რიგის ვეფ-ში
ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 წუთში და "ობრადოიროს" მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში