ახმეტაში გუშინ დამთავრდა მოზარდ ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირი, რომელიც ზურაბ ზვიადაურის და მის პირველ მწვრთნელ გუგული აბრამიშვილის დაბადების დღეებს ემთხვევა
ახმეტაში გუშინ დამთავრდა მოზარდ ძიუდოისტთა საერთაშორისო ტურნირი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ოლიმპიური ჩემპიონის - ზურაბ ზვიადაურისა და მის პირველ მწვრთნელ გუგული აბრამიშვილის დაბადების დღეებს ემთხვევა. შესაბამისად, მათსავე სახელებს ატარებს. ერთხელაც შეგახსენებთ, რომ გუშინ ზვიადაურის დაბადების დღე იყო, აბრამიშვილმა კი იუბილე გუშინწინ იზეიმა. ოლიმპიური ჩემპიონის სახელობის შეჯიბრება 16-წლიანთა შორის ტარდება, მწვრთნელისა - 23-წლიანებში.

ტურნირი ასე ორ ასაკობრივ ჯგუფად გაყოფილი პირველად მოეწყო, თუმცა სათავე შარშან დაედო, როცა მწვრთნელ-შეგირდმა საკუთარი ღვაწლის უკვდავყოფა თავად გადაწყვიტეს. ვგონებთ, ამისთვის მათ ამბიციურობას არავინ დასწამებს, რადგან განზრახვის ასასრულებლად სავსებით რეალური საბაბი ჰქონდათ. ცხადია, დამხმარეები მაშინაც ჰყავდათ ადგილობრივ ხელისუფლებაში თუ თბილისშიც, მაგრამ წლევანდელი გვერდში დგომა ვერც შეედრება მაშინდელს - ამჯერად შეჯიბრების ორგანიზებაში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, ახმეტის გამგეობა და ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სკოლა მონაწილეობდნენ. მათი საერთო მონდომებით დამზადდა მედლები და დიპლომები.

წლეულს ახმეტაში უცხოეთიდან მხოლოდ აზერბაიჯანისა და ლიტვის გუნდები ჩამოვიდნენ. არადა, ბევრად მეტს ელოდნენ. მიზეზთა გამო, ამჯერად სტუმრობა ვერც უკრაინელებმა მოახერხეს, თუმცა იქიდანაც ძირითადად ქართველებს ელოდნენ. უკვე წლებია, უკრაინაში წარმოშობით ახმეტელი მწვრთნელი, აბრამიშვილის მოსწავლე გიორგი მესაბლიშვილი მუშაობს, ხოლო იქაურ კლუბებში ჩვენებურები უკვე შესამჩნევად მომრავლდნენ. მოელოდნენ, რომ ისინი საკუთარი ხარჯებით მაინც ესტუმრებოდნენ სამშობლოს, მაგრამ ასე არ მოხდა და ტურნირსაც ძირითადად მასპინძლები შემორჩნენ ქვეყნის 15-ზე მეტი რაიონიდან. პირველი დღისგან განსხვავებით, როცა სტუმრებმა (ძირითადად - აზერბაიჯანელებმა) ბლომად მედლები მოიხვეჭეს, გუშინ ძირითადად მასპინძლები დომინირებდნენ.

შეიძლება ითქვას, რომ ორდღიანმა შეჯიბრებამ საკმაოდ მაღალ დონეზე, უზადო ორგანიზებით ჩაიარა. კარგი იქნება, ახმეტელებს სხვა რაიონებშიც თუ მიბაძავენ და საკუთარ ლეგენდებს დააფასებენ - სახელოვანი ფალავანი აღმოსავლეთ საქართველოში ხომ ლამის ყველას მოეპოვება. ასეთი ტურნირები ძალიან კარგი შენაძენია ადგილობრივი მოზარდებისთვის, რომლებიც ფინანსური პრობლემების გამო ისე თავისუფლად ვერ დადიან საზღვარგარეთ, როგორც - მათი უცხოელი თანატოლები, ასეთი შეჯიბრებები კი ევროპელ მეტოქეებთან გაჯიბრების საშუალებას მისცემთ. ეს განსაკუთრებით რეგიონებში მოვარჯიშე მოზარდებს ეხებათ, თორემ თბილისელებს შედარებით უკეთ აქვთ საქმე. თან საერთაშორისო რანგის შეჯიბრება ქვეყნის პრესტიჟია, საქართველო კი ამ მხრივ, სამწუხაროდ, მოიკოჭლებს.

კვარცხლბეკი.

23-წლიანები.

73 კგ. 1. არსენ მაჭარაშვილი, 2. ბაჩანა ტიტვინიძე (ორივე - თბილისი), 3. ელვინ ახმედლი (აზერბაიჯანი), გურამ ხოხობაშვილი (ახმეტა).

81 კგ. 1. ვახტანგ სარაჯიშვილი (ახმეტა), 2. ვალერი ოგბაიძე (დუშეთი), 3. თემურ ხაჩიძე (თბილისი), ლაშა ყიზილაშვილი (ახმეტა).

90 კგ. 1. ბეთქილ ნავერიანი, 2. ზაზა დავაძე (ორივე - მარნეული), 3. იასონ ნემსაძე (ქუთაისი), ზვიად ჯაშიაშვილი (ახმეტა).

+90 კგ. 1. ონისე ბუღაძე (თბილისი), 2. კონსტანტინე მუკვანი (მარნეული), 3. ზვიად მაილაშვილი (ახმეტა), ჯაბა ნადაშვილი (გურჯაანი).

16-წლამდელები.

38 კგ. 1. ვაჟა ბუბუნაური (დედოფლისწყარო), 2. ილია შიოშვილი, 3. გუგა ტუგულაშვილი (ორივე - ახმეტა), ლაშა ბექაური (დედოფლისწყარო).

42 კგ. 1. ნიკო ჭიკაიძე (ახმეტა), 2. შოთა ბესიაშვილი (თბილისი), 3. გიორგი სუხოშვილი (ახმეტა), მიხეილ ბახბახაშვილი (თელავი).

46 კგ. 1. ნიკო ლაბაძე (ლაგოდეხი), 2. ფირუზ ქეთიაშვილი (ახმეტა), 3. ვანო პაკონაშვილი (თელავი), გიორგი სულაბერიძე (ლაგოდეხი).

50 კგ. 1. ზურაბ ონიანი (თბილისი), 2. ალუდა ჩიკორიშვილი (გურჯაანი), 3. თორნიკე ჯინჭარაძე (ქობულეთი), მიხეილ დოფიძე (ბოლნისი).

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა