კარლო ანჩელოტიმ ჟოზე მოურინიოს ურჩია, ეშლი კოულის "რეალში" გადაყვანაზე ფიქრს თავი დაანებოს...

კარლო ანჩელოტიმ ჟოზე მოურინიოს ურჩია, ეშლი კოულის "რეალში" გადაყვანაზე ფიქრს თავი დაანებოს. მადრიდელთა თავკაცი ლონდონელი "ლურჯებისა" და ინგლისის ნაკრების 29 წლის მარცხენა მცველის გადაბირებას ძალიან ცდილობს და ამ საქმეში ძირითადად პირად ურთიერთობებს ეყრდნობა. მოგეხსენებათ, პორტუგალიელი მწვრთნელი 2004-2007 წლებში თავად ედგა "ჩელსის" სათავეში და კოული "არსენალიდან" დასავლეთ ლონდონში მისი გადაყვანილია. თუმცა, ანჩელოტი კოლეგას შეახსენებს, რომ ფეხბურთში მთავარი არა მეგობრობა, არამედ პროფესიონალიზმია.

"არ მაინტერესებს რა ურთიერთობა აქვს ჩემს ფეხბურთელს სხვა მწვრთნელებთან - თქვა იტალიელმა - ის, რომ მოურინიო ეშლი კოულთან მეგობრობს სრულიად გასაგები და ნორმალურია, მაგრამ ამის გამო საქმისადმი ჩვენს დამოკიდებულებაში არაფერი შეცვლილა. კოული "ჩელსის" ფეხბურთელია და ასეთად დარჩება. გამორიცხულია, მას სადმე წასვლის ნება მივცეთ. ყველამ დაივიწყოს, რომ ეშლიმ შესაძლოა ოდესმე ჩვენი კლუბი დატოვოს".

შეგახსენებთ, რომ კოულის ლონდონიდან სხვაგან წასვლის თემა ფეხბურთსმიღმა ამბებზეა აღმოცენებული. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ვარსკვლავმა ცოლს, ხალხის საყვარელ პოპ-ვარსკვლავ შერილ ტვიდი-კოულს უღალატა და ეს ამბავი გაზეთებში დაიწერა. ღალატს ტაბლოიდებში ერთი ამბავი მოჰყვა, რამაც ფეხბურთელი წყობიდან გამოიყვანა და სადღაც, ვიღაცასთან თქვა, ყველაფერი ინგლისური მეზიზღებაო. და ისევ არ გაუმართლა: მისი ეს ნათქვამი ისევ გაზეთების ფურცლებზე მოხვდა და საზოგადოების რისხვა გამოიწვია.

სწორედ მაშინ გაჩნდა აზრი, რომ ინგლისში დარჩენას და დაუსრულებელი ლანძღვის გაძლებას უცხოეთში გადაბარგება სჯობს. დღეს, "რეალი" მზადაა "ჩელსის" კოულში 24 მილიონი ევრო გადაუხადოს, თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ანჩელოტი ფეხბურთელის გაშვებას ცოცხალი თავით არ აპირებს.

"არ არსებობს თანხა, რომელსაც ჩვენ შემოგვთავაზებენ და ეშლი კოულის გაყიდვაზე დაგვიყოლიებენ. ჩვენი ღრმა რწმენით ის მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველია და ამიტომაც არ ვაპირებთ მასთან თანამშრომლობის შეწყვეტას".

მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ტუდორმა "ტოტენჰემი" დატოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე