რუსული გამოცემა soccer365 აქვეყნებს სტატიას პრემიერლიგაში მოთამაშე ახალგაზრდა და პერსპექტიულ 3 ფეხბურთელზე და მათ შორის, ერთ-ერთ "ალმასად" ყაზანის "რუბინისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას ასახელებს.

Sportall.ge სტატიის იმ ნაწილის თარგმანს გთავაზობთ, რომელიც ქართველ ფეხბურთელს ეხება.

რითი დაგვამახსოვრა თავი?

"რუსთავიდან" იჯარის წესით აყვანილი კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშმა ის "ლოკომოტივის" ფანებს ისე შეაყვარა, როგორც ეს ამ კლუბის მოთამაშე ქართველებთან დაკავშირებით ხდებოდა.

თუმცა ამ კომეტის შენარჩუნება "რკინიგზელებმა" ვერ მოახერხეს და კვარაცხელიამ გრძელვადიანი კონტრაქტი "რუბინთან" გააფორმა, რომელიც კიდევ ერთი "ქართული" კლუბია.

სიმბოლურია ის, რომ "ლოკოს" შემადგენლობაში ხვიჩამ ერთადერთი გოლი "რუბინს" გაუტანა, ხოლო "რუბინის" სადებიუტო მატჩში "ლოკომოტივს" გაუტანა.

ფიცხი, სწრაფი და ემოციური ფეხბურთელები სიომინის ხელში ყოველთვის შესანიშნავად თამაშობდნენ და ისეთი გარემარბის გაშვება, რომელიც მყარად დაიკავებდა ალან კასაევის ადგილს, ადვილი არ იყო.

ხვიჩა თავის საყვარელ ფეხბურთელად გუტის ასახელებს და როგორც ჩანს, მარჯვენა გარემარბად 4-2-3-1 სქემაში თამაში მისი ბედი იყო, თუმცა "რუბინში" გადასვლის შემდეგ, უფრო ჩაკეტილი სქემიდან გამომდინარე, ყველაფრის თითქმის ნულიდან დაწყება მოუწია.

ფეხბურთელი რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო 5-ეულში შედის წარმატებული დრიბლინგების მხრივ და ამასთანავე, ოსტატურად ფლობს "კიბერსპორტისთვის" დამახასიათებენ ფინტებს.

სუსტი მხარეები

რომან შარონოვი ხვიჩასაგან მცირე გამთამაშებლის მიღებას ცდილობდა - მოტყუებები, კარგი გახსნა, ეშმაკური პასები, ფლანგური პრესინგი. სამწუხაროდ, ამ როლურმა მოდელმა ქართველის სუსტი მხარეები გამოაჩინა - საკმარისად ვერ აკონტროლებს თამაშის ტემპს, სწარაფად გადაწყობა არ შეუძლია, ბურთს დიდხანს აყოვნებს, რაც სავსებით ლოგიკური ახალგაზრდული ეგოიზმია.

სლუცკის ხელში კი, რომელიც კლუბის დისციპლინას უდიდეს ყურადღებას აქცევს, კვარაცხელიამ ფიცხი ხასიათი გამოავლინა და საერთოდ არასაჭირო წითელი ბარათი მიიღო.

რა გვიჩვენა 19/20 წლების სეზონში?

მიუხედავად იმისა, რომ ხვიჩა როტაციის ფეხბურთელია (რაც გამოწვეულია არა მხოლოდ ახალგაზრდა ფეხბურთელის ფიზიკური ფორმით, არამედ ლიმიტის გამოც), ყველა თამაშში დასამახსოვრებელ რამეს აკეთებდა.

აი, ქართველის ხასიათი კი მთელი სეზონის განმავლობაში მწვრთნელებისთვის მუშაობის ობიექტი იყო. ბუნებრივია, "ახმატისა" და "ლოკომოტივის" კარში გატანილი ორი გოლი საკმარისი არაა. თუმცა იმედია, სლუცკი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრას შეძლებს, მაგალითად, შეტევასა და დაცვას შორის დიდი გარღვევა, რაც ხვიჩას უშლის ხელს, კონტაქტი ჰქონდეს იგივე ზუევთან.

აღსანიშნავია, რომ კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია, თუმცა იმასთან შეგუება უწევს, რომ მისი გუნდი წარმატების მექანიზმს ეძებს.

ვის წააგავს?

როგორც წესი, ბოლო დროს ყველა ახალგაზრდა გარემარბს ჯეიდონ სანჩოსა და კილიან მბაპეს ადარებენ, თუმცა კვარაცხელიას თვისებები წააგავს ვინისიუსისას მადრიდის "რეალიდან" და თუ მას არა, "ვერდერის" გარემარბ მილოტ რაშიცას. მთავარია, ის ახალი ჯანო ანანიძე არ გახდეს - 10 წლის წინ ნიჭიერი ქართველის ქებამ რეალურ საზღვრებს გადააჭარბა.

რომელიმე ტოპ-კლუბი არის მისით დაინტერესებული?

უნდა ვაღიაროთ, რომ სლუცკის მიერ შეცვლილ "რუბინში" თავის დამკვიდრება ადვილი არაა. ხვიჩას შესახებ დადიოდა ხმები, რომ მისით პორტუგალიური, ბელგიური და გერმანული კლუბები იყვნენ დაინტერესებულნი. თუმცა, "ჩელსისთან" სლუცკის ძველი კავშირების გათვალისწინებით, იქნებ ხვიჩა ჰოჯსონ-ოდოის სრულყოფილ შემცვლელად ვიხილოთ - რატომაც არა?!

aburjga
კარში დაარტყამს! დაარტყამს!
სოსო
შარონოვი,მისგან პატარა გამთამაშებლის გამოყვანას ცდილობდაო.ჩემი აზრით,ხვიჩას სწორედ სათამაშო აგრესია და გამწვავებაზე წასვლა აკლდა.თამაშს თავის თავზე არ იღებდა,თითქოს ბრძოლას გაურბისო.მაგრამ თუ მიდიოდა,ატყუებდა კიდეც.მას მხოლოდ თავდაჯერებულობის მომატება სჭირდება.საერთოდაც რუბინის თავდასხმა,თითქოს კარდაკარგული თამაშობს,წვრილ პასებზე ხურდავდება და სიმწვავეს ჰკარგავს.კარის წინ არ ჰყავთ აქცენტირებული კაცი,რომელსაც ბურთს მისცემენ და კარში დაარტყავს.
Grisha
შენნაირი წინასწარმეტყველები მთელი ვაგონია
Milani
Rato chamogviyalibda es chveva qartvelebs arvici, jer armomxdara da ukve vzeimobt yvela ama tu im virtyalur carmatebas. Vis arunda rom xvicham carmatebas miagcios? An giorgi chakvetadzem romelic dacyebuli romadan damtavrebuli barselonati yvelgan gadayavdat statiebshi. Darcmunebuli var es cudad moqmedebs fexburtelebzec radgan xalxs molodini uchndeba ama tu im gundshi gadasvlis rac matze zecolas zrdis. Carmatebebi xvichas, gios da titoeul qartvel fexburtels.
Gio
არ დაიღალეთ სისულელეების წერით? რა ჩელსი, ფრთხილად იყავით რუბინს რუსეთის მეორე ლიგაში არ გადაჰყვეს.
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მბაპე: ეპიზოდი უნდა გამოიძიონ, პელესტრინიმ ვინისიუსს "მაიმუნი" ხუთჯერ უწოდა
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
"მოედანზე ქცევა მნიშვნელოვნად გამოასწორა" - ანჩელოტიმ ვინისიუსზე ისაუბრა
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
"ვიღაც ნახევრად მელოტმა ბეჰემოთმა ხვიჩაზე ეს თქვა" - ძიუბა კვარაცხელიას განვითარებაში სლუცკის წვლილზე
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
სლუცკი "შანხაი შენხუას" მწვრთნელად დანიშნეს
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას
კვარაცხელიას ყოფილი მწვრთნელი გარეგნულად სრულად გარდაისახა
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი