ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კვიპროსში სეზონი დაასრულეს, "ანორთოსისი" ჩემპიონის ტიტულის და ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვეს

კვიპროსში სეზონი დაასრულეს, "ანორთოსისი" ჩემპიონის ტიტულის და ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვეს

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომმა ქვეყნის მთავრობასთან შეხვედრის შემდეგ კორონავირუსის გამო შეწყვეტილი ჩემპიონატის ვადამდე დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

ჩემპიონატის შეჩერების მომენტში, 23 ტურის შემდეგ 46-46 ქულით ლიდერობას "ომონია" და "ანორთოსისი" იყოფდნენ და მოხდა ის, რასაც ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელი თემურ ქეცბაია ვარაუდობდა - დამატებითი მაჩვენებლით გამარჯვებულად ნიქოზიური კლუბი გამოაცხადეს.

არადა, ქეცბაიას დაჟინებული მოთხოვნით "ანორთოსისმა" 10 მაისს ვარჯიში განაახლა და სეზონის განახლებასაც იმედოვნებდა, მაგრამ ფედერაციამ სხვაგვარად განსაჯა და ქართველების გუნდი ჩემპიონთა ლიგის გარეშე დატოვა. მოკლედ, ევროპა ლიგაზე მონაწილეობა უწყალობეს.

"ანორთოსისი" საერთაშორისო სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS) შეიტანს აპელაციას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა შედეგს მიაღწიოს, რადგან ანალოგიური სარჩელით აღნიშნულ სასამართლოს სხვა ქვეყნების ბევრმა კლუბმა მიმართა და ჯერ არც ერთი მათგანი არ განუხილავთ.

"ანორთოსისის" ღირსებას გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი იცავენ (ჯანო ანანიძეს კონტრაქტი მაისის ბოლოს უმთავრდება და ალბათ, კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს).

კომენტარი კვიპროსულ პრესასთან ოქრიაშვილმა გააკეთა: "ვინც ჩემპიონატის დასრულებით იყო დაინტერესებული, მიზანს მიაღწია. მრავალ ქვეყანაში ვარჯიშები განაახლეს და სეზონიც განახლდება, ამდენად გაუგებრია, რატომ მიიღეს აქ ეს გადაწყვეტილება. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენ მომზადებას გავაგრძელებთ".

ამ დროს კი "ომონია" ზეიმობს და მისი ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ოქროს მედლები სრულიად დამსახურებულად გადაეცემათ. ნიქოზიელები ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვებიან.

• ბარამბო

რა თქმა უნდა ცუდია ქართველთა გუნდი რომ ვერ გახდა ჩემპიონი თუმცა უნდა ითქვას რო ყველაფერი მათ ხელში იყო და მხოლოდ და მხოლოდ თავიანთ თავებს უნდა დააბრალონ.

• კახა ქ.

ჩემი აზრით ასეთ შემთხვევაში როცა თანაბარი ქულები ქონდათ,ერთი გადამწყვეტი თამაში უნდა დანიშნულიყო.უფრო სპრავედლივი იქნებოდა.

• ტარიელი

და ვის აბრალებენ ამ ყველაფერს, თუ არა თავის თავს?

• ჰმ

ამათ ისე დაიწყეს ბოლო ტურებში ქულების ფლანგვა, მე უკვე ვშიშობდი რომ თამაშითაც ვეღარ გახდებოდნენ ჩემპიონები. თითქოს რაღაც ხდებოდა ზამთრის შემდეგ კლუბში და მუხტი დაიკარგაო. ამ დროს კი ომონია “მოიხოდა” და თითქმის აღარ კარგავდა უაზროდ ქულებს. მე სასწაულის იმედიღა მქონდა რომ ესენი სეზონს პირველზე დაასრულებდნენ. მაინც ძალიან უსამართლო გადაწყვეტილებაა. ამხელა ინტრიგა მოკლეს და თან ასე.

• Vasili

ისე რა დასანანი ქულები დაკარგეს ბოლო ტურებში..../// მაგრამ არაუშავს, მაინც მაგრა მოხოდა გუნდი, ესე უცებ თან, ქეცბაიას ყველაფერი წინ აქ კიდევ კარიერაში!!

• David

თავის თავს დააბრალონ. მთელი სეზონის ნაწვალები ბოლო რამოდენიმე ტურში სულ წყალში ჩაყარეს.

• იოო

ბოდიში და რა პრ..... საქციელია!

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ქეცბაია "ანორთოსისში" საქართველოს ნაკრების მეკარის გადაყვანას ცდილობს

Balla: ლორია კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს

სანაძემ "ანორთოსისში" ფიბა ევროპის თასის ბოლო მატჩი გამართა და ეროვნულ ნაკრებს უერთდება

საქართველოს ნაკრების მეკარე საბერძნეთში გუნდს გამოიცვლის

მაინც დაიყოლიეს - ქეცბაია "ანორთოსისის" მწვრთნელი მესამეჯერ გახდება

Geo Team: ლორიას დამატებაზე თბილისის "დინამო" აქტიურად მუშაობს