ევრო 2012. შესარჩევი ციკლი: ბუნდესნაკრების ძველი გვარდია, სენსაცია ჯუჯებისაგან, დამაჯერებელი "სკუადრა აძურა" და ფრანგთა კერკეტი მეტოქე

A ჯგუფი

გერმანიის ნაკრებმა ჯერ ვერ გაინაღდა ევროპის ჩემპიონატზე თამაში, მაგრამ ზედიზედ მეექვსე მატჩის მოგების შემდეგ ბუნდესნაკრები ჯგუფში პირველობას აღარავის დაუთმობს, მით უმეტეს, რომ მისმა კონკურენტებმა ერთმანეთში თამაშისას ქულები დაკარგეს.

იოახიმ ლიოვმა გუშინ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ დაცვის ხაზი გადაახალისა. გერმანელთა დამრიგებელმა უკვე მყარად ჩასვლა პირველ 11 კაცში "დორტმუნდის" მცველები - ჰუმელსი და შმელცერი. რაც შეეხება, წინა ხაზს, ლიოვმა თადარიგში დატოვა ახალგაზრდები - შიურლე და გიოტცე და აქცენტი ძველ გვარდიაზე გააკეთა. ამ სვლას 100 პროცენტით გაამართლა. როცა ყველას ეგონა, ფავორიტი ჯგუფში პირველ ქულებს ვენის ერნტს ჰაპელზე დაკარგავდა, მარიო გომესმა ლამის პასით დუბლი შეასრულა და სამი ქულა მოუტანა თავის გუნდს.

გომესმა პირველი ტაიმის ბოლოსაც შეძლო თავის გამოჩენა, როცა ტონი კროოსის კუთხურის შემდეგ მეტოქის საჯარიმოში არეულობით ისარგებლდა. სტუმრები კინაღამ არნე ფრიდრიხმა დაღუპა, რომელმაც მეორე ტაიმის დებიუტში დავიდ ალაბას ჩაწოდებულს საკუთარი კარისკენ შეუცვალა მიმართულება და ავტოგოლი მიითვალა. რა თქმა უნდა, ფრე გერმანიისთვის ტრაგედია არ იქნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იოახიმ ლიოვის გუნდს ძალიან უნდა ჯგუფური ტურნირის ასპროცენტიანი მაჩვენებლით დასრულება.

როგორც გითხარით, გერმანელთა კონკურენტებმა - ბელგიამ და თურქეთმა ფრედ ითამაშეს. ბელგია დაკარგული ქულებით ჩამორჩებოდა ჩვენს მეზობელს, ამიტომაც აუცილებლად სჭირდებოდა გამარჯვება, მაგრამ ოგუნჯიმის გოლით მოპოვებული უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მასპინძელთა ფორვარდმა ექვს მატჩში მეოთხე გოლი თურქთა მარცხენა მცველის ბირინჩის შეცდომის შემდეგ გაიტანა. სტუმრებმა 22-ე წუთზე აღადგინეს თანაფარდობა - არდა თურანის მარჯვნიდან ჩაწოდებული ბურაქ ილმაზმა გამოიყენა.

ბელგიას შეეძლო და ვალდებულიც იყო სამი ქულა მოეპოვებინა - მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე აქსელ ვიტცელმა პენალტი კარს გადააცილა. ამით "წითელმა ეშმაკებმა" მეორე ადგილზე გასვლის შანსი გაირთულეს. დაკარგული ქულებით თურქები წინ არიან. ორივეს უწევს გერმანიასთან თამაში, ოღონდ ბელგია ბუნდესნაკრებს სტუმრად ხვდება, თურქები კი ლიდერს შინ მიიღებენ.

ყაზახეთმა პირველი ქულები მოიპოვა შესარჩევ ციკლში. ზედიზედ ხუთი წაგების შემდეგ მან ბოლოსწინა ადგილისთვის ბრძოლაში კონკურენტ აზერბაიჯანს მინიმალური ანგარიშით მოუგო.

ჩვენმა მეზობლებმა 90 წუთის განმავლობაში ერთადერთხელ დაარტყეს ზუსტად და გაიტანეს - თავი გამოიჩინა შეცვლაზე შესულმა ვუგარ ნადიროვმა. თუმცა ამ მომენტისთვის ყაზახეთი სერგეი გრიდინის გოლით იგებდა. ამ უკანასკნელმა ბერტი ფოგთსის გუნდს დიდხანს სიხარული არ აცალა და ხუთ წუთში აღადგინა მასპინძლების უპირატესობა.

მიუხედავად იმისა, რომ ყაზახებმა გაცილებით მეტჯერ დაარტყეს კარში, მატჩის ლოგიკური შედეგი ფრე იქნებოდა, მაგრამ სტუმრების კიდევ ერთი რეზერვისტის მურად ჰუსეინოვის 80-ე წუთზე დარტყმა მასპინძელთა მცველებმა ცარიელი კარიდან გამოიტანეს.

ავსტრია-გერმანია 1:2

ავსტრია: გრატცეი, ფ. კლაინი, შარნერი, პოგატეტცი, ფუხსი, ექრემ დაგი (66. იუნუჟოვიჩი), კულვიტსი, ბაუმგარტლინგერი, ალაბა, ჰარნიკი (81. როიერი), ჰოფერი (88. იანკო).

გერმანია: ნოიერი, ლამი, ა. ფრიდრიხი, ჰუმელსი, შმელცერი, ხედირა (69. ბადშტუბერი), კროოსი, მიულერი, იოზილი, პოდოსკი (66. შიურლე), გომესი.

გოლები: 0:1 გომესი (44), 1:1 ა. ფრიდრიხი (50-საკ. კარში), 1:2 გომესი (90)

ბელგია-თურქეთი 1:1

ბელგია: მინოლე, კომპანი, ვერტონგენი (46. ვერმაელენი), ლომბაერტსი, ალდერვეირელდი, სიმონსი, დეფური (88. ფოსენი), ვიტცელი, ჰაზარი (60. მერტენსი), შადლი, ოგუნჯიმი.

თურქეთი: ვოლქან დემირელი, საბრი სარიოგლუ, ჩაგლარ ბირინჩი, სერვეთ ჩეთინი, სერდარ ქესიმალი, ემრე ბელოზოგლუ, ქაზიმ რიჩარდსი, არდა თურანი (85. სემიჰ შენთურქი), სელჩუქ შაჰინი, ბურაქ ილმაზი (76. მეჰემეთ ეკიჩი), სელჩუქ ინანი (78. მეჰემეთ თოფალი).

გოლები: 1:0 ოგუნჯიმი (4), 1:1 ილმაზი (22)

ყაზახეთი-აზერბაიჯანი 2:1

ყაზახეთი: ნესტერენკო, სმაკოვი, ნურდაულეტოვი, ლოგვინენკო (65. როჟკოვი), მუხტაროვი, ხაირულინი (82. კიროვი), გეტერიევი, შმიდტგალი, კონისბაევი, ოსტაპენკო (78. ხიჟნიჩენკო), გრიდინი.

აზერბაიჯანი: არჰაევი, რაშიდ ფ. სადიგოვი, მელიქოვი, აბასოვი, ლევინი, მედვედევი, ჯ. ჰუსეინოვი (79. ნადიროვი), ისმაილოვი, რაშიდ ა. სადიგოვი. ჯავადოვი, ალიევი (79. მ. ჰუსეინოვი).

გოლები: 1:0 გრიდინი (57), 1:1 ნადიროვი (63), 2:1 გრიდინი (68).

თ მ ფ წ ბ ქ

1. გერმანია 6 6 0 0 19-2 18

2. ბელგია 7 3 2 2 15-10 11

3. თურქეთი 6 3 1 2 9-7 10

4. ავსტრია 6 2 1 3 10-10 7

5. აზერბაიჯანი 5 1 0 4 4-15 3

6. ყაზახეთი 6 1 0 5 2-15 3

7 ივნისი

აზერბაიჯანი-გერმანია

B ჯგუფი

რუსეთი-სომხეთი დღეს

სლოვაკეთი-ანდორა დღეს

მაკედონია-ირლანდია დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ირლანდია 5 3 1 1 9-6 10

2. რუსეთი 5 3 1 1 6-3 10

3. სლოვაკეთი 5 3 1 1 5-4 10

4. სომხეთი 5 2 2 1 9-4 8

5. მაკედონია 5 1 1 3 5-6 4

6. ანდორა 5 0 0 5 1-12 0

C ჯგუფი

ჯუზეპე როსის, ანტონიო კასანოსა და შეცვლაზე შესული ჯანპაოლო პაცინის გოლებმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ, წესით, ამ შესარჩევ ჯგუფში "სკუადრა აძურას" მიზნის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეს. იტალიელები მეტისმეტად სჯობდნენ ესტონელებს, რომელთა მეკარის, სერგეი პერეიკოს წყალობით პირველი 20 წუთი მასპინძლებმა გოლი ვერ გაიტანეს.

გაგიკვირდებათ და, 21-ე წუთამდე მეკარის ანგარიშზე 3-4 "სეივი" იყო. შემდეგ კი კასანოს პასით როსიმ გაიტანა, რომელიც დღეს-ხვალ შეიძლება "ბარსელონას" ფორვარდი გახდეს. მალე როსის დარტყმული ხარიხამ აისხლიტა, შემდეგ კი პერეიკო კასანოს დარტყმულს ვერ შეწვდა. მეორე ტაიმში კასანოს ნაცვლად შესულმა პაცინიმ მონტოლივოს შორეული პასი მიიღო და ესტონელთა დიდი ანგარიშით დამარცხება დააფიქსირა.

ამავე ჯგუფში სლოვენიის ნაკრებმა თითქმის მთელი მატჩი 10 კაცით ითამაშა ფარერის კუნძულებზე, მაგრამ ამის მიუხედავად შინ მაინც 3 ქულით ხელდამშვენებული წავიდა. პირველ ტაიმში სლოვენიელთა ფორვარდმა მატავჟმა გამოიჩინა თავი, მეორე ტაიმში კი საკუთარ კარში ფარერელთა გოლკიპერმა გაიტანა. ამ გამარჯვებით სლოვენიის ნაკრებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა სერბებს მათზე თამაშით ნაკლები აქვთ გამართული.

ფარერები-სლოვენია 0:2

ფარერები: მიკელსენი, ტორ ნაესი (81. ოლსენი), ჰანსენი, დავიდსონი, ბალდვინსონი, უდსენი (46. დანიელსენი), ბენიამინსენი, იუსტინუსენი, ელტორი, ედმუნდსონი, ჰოლსტი (76. მოურიტსენი).

სლოვენია: ჰანდანოვიჩი, ბრეჩკო, შულერი, სესარი, კორენი, ბირსა (48. მავრიჩი), ნოვაკოვიჩი (55. ლიუბიანკიჩი), იოკიჩი, ილიჩიჩი, ბაჩინოვიჩი, მატავჟი (77. კირმი).

გოლები: 0:1 მატავჟი (29), 0:2 რ. ბალდვინსონი (47 ს.კ.)

გაძევება: შულერი (25)

იტალია-ესტონეთი 3:0

იტალია: ბუფონი, მაჯო, რანოკია, კიელინი, ბალძარეტი, მონტოლივო, პირლო, მარკიზიო, აკვილანი (24. ნოჩერინო), კასანო (65. პაცინი), როსი (79. ჯოვინკო).

ესტონეთი: პერეიკო, იაგერი, რანი, პიროია, ტენისტე (59. სააგი), პური, ვუნკი, კლავანი, კრუგლოვი, კინკი (78. კამსი), ზენიოვი (58. აჰხიუპერა).

გოლები: 1:0 როსი (21), 2:0 კასანო (39), 3:0 პაცინი (68)

თ მ ფ წ ბ ქ

1. იტალია 6 5 1 0 14-1 16

2. სლოვენია 7 3 2 2 9-4 11

3. სერბეთი 6 2 2 2 8-9 8

4. ესტონეთი 6 2 1 3 7-9 7

5. ჩრ. ირლანდია 5 1 3 1 3-3 6

6. ფარერები 6 0 1 5 3-18 1

7 ივნისი

ფარერები-ესტონეთი

D ჯგუფი

ეს თამაშიც, რომ ვერ მოეგო, რუმინეთის ნაკრები ევრო 2012-ის ფინალური საგზურისთვის ბრძოლას რეალურად გამოეთიშებოდა, თუმცა ბუქარესტში რაზვან ლუჩესკუს გუნდმა იყოჩაღა და ბოსნია-ჰერცეგოვინის ნაკრებისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა. ჩიპრიან მარიკამ დუბლი შეასრულა, ხოლო ადრიან მუტუმ ერთიც დაუმატა ბალკანურ დერბიში - 3:0. ამით რუმინეთმა მარტში განცდილი მარცხისთვის (1:2) შური იძია.

ერიკ აბიდალს მაინც ჩაუმწარდა სეზონის ფინიში - ადამიანს, რომელმაც უდიდესი გმირობის ფასად შეძლო ვერაგ დაავადებასთან გამკლავება და შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება, გუშინ სეზონის უკანასკნელი მატჩი მინსკში ცუდად წაუვიდა - ერიკმა მე-20 წუთზე საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი ბელარუსებთან მატჩში. მართალია, ფრანგებმა მალუდას მოწადინებით, მალევე გაათანაბრეს, მაგრამ მეტი ვერ შეძლეს და ფრანგული მარცხისთვის შური ვერ იძიეს. წაფორხილების მიუხედავად, ლორან ბლანის გუნდს სატურნირო მდგომარეობა მაინც ნორმალური აქვს.

რუმინეთი-ბოსნია 3:0

რუმინეთი: ტატარუშანუ, რაცი, ტამაში, მურეშანი, მარიკა (87. ალექსე), მუტუ (83. სურდუ), ტორიე, პაპი, ბურსეანუ, სანმარტეანი (64. ტანასე), სეპუნარუ.

ბოსნია: ჰასაგიჩი, სპაჰიჩი, მრავაცი, რაჰიმიჩი, პიანიჩი, მიშიმოვიჩი, ჯეკო (64. მუსლიმოვიჩი), მუიჯა, ლულიჩი, იბრიჩიჩი (64. სტილიჩი), მედუნიანინი (46. იბიშევიჩი).

გოლები: 1:0 მუტუ (36), 2:0 მარიკა (40), 3:0 მარიკა (54)

ბელარუსი-საფრანგეთი 1:1

ბელარუსი: ვერემკო, შიტოვი, მარტინოვიჩი, ვერხოვცოვი, ტრუბილა, ომელიანჩუკი, ტიგორევი, კალაჩევი (89. ვ. ჰლები), ბორდაჩოვი, პუცილა (85. კისლიაკი), ვორონკოვი.

საფრანგეთი: ლორისი, სანია, რამი, სახო, აბიდალი, ლ. დიარა, დიაბი (72. რემი), რიბერი, ნასრი, მალუდა, ბენზემა.

გოლები: 1:0 აბიდალი (20 ს.კ.), 1:1 მალუდა (22)

თ მ ფ წ ბ ქ

1. საფრანგეთი 6 4 1 1 9-2 13

2. ბელარუსი 6 2 3 1 4-2 9

3. ალბანეთი 5 2 2 1 4-4 8

4. რუმინეთი 6 2 2 2 8-6 8

5. ბოსნია 5 2 1 2 6-7 7

6. ლუქსემბურგი 6 0 1 5 1-11 1

7 ივნისი

ბელარუსი-ლუქსემბურგი

ბოსნია-ალბანეთი

E ჯგუფი

0 გატანილი და 30 გაშვებული ბურთი - ასეთია, ევროპის უსუსტესი ნაკრების (მსოფლიოზე თავს ვერ დავდებთ) მონაგარი 6 ტურის შემდეგ. საუბარია სან მარინოზე, რომელიც გუშინ შინ 0:1 დამარცხდა ფინეთთან. გამარჯვების გოლი კი ფორსელის ანგარიშზეა. შვედებმა კი მოლდოვაში წაივარჯიშეს და მასპინძლებს 4:1 მოუგეს. ეს ამ დღის ყველაზე დამაჯერებელი ანგარიშით გამარჯვება იყო. დუბლი შეასრულა იოჰან ელმანდერმა.

მოლდოვა-შვედეთი 1:4

მოლდოვა: ნამაშკო, რაკუ, გოლოვატენკო, არმასი, ბოლოჰანი, სუვოროვი, გაცკანი (46. ტიგირლასი), ჩებოტარუ (78. პატრაში), ივანოვი, ბუგაევი, დოროში (63. ბოგიუ).

შვედეთი: ისაკსონი, ლუსტიგი, მელბერგი, მაისტროვიჩი, ვენდტი, სვენსონი, კალსტრიომი, ლარსონი, ტოივონენი (68. ვერნბლოომი), ჰისენი (40. ბაირამი), ელმანდერი (75. გერნდტი).

გოლები: 0:1 ტოივონენი (11), 0:2 ელმანდერი (30), 0:3 ელმანდერი (58), 1:3 ბუგაევი (61), 1:4 გერნდტი (88)

სან მარინო-ფინეთი 0:1

სან მარინო: ა. სიმონჩინი, ფ. ვიტაიოლი (88. ბაჩიოკი), დ. სიმონჩინი, დელა ვალე, ვანუჩი, მ. ვიტაიოლი (80. მონტანია), კერველინი, მარანი, მაძა (77. ბერეტი), სელვა.

ფინეთი: ჰრადეცკი, ლამპი, პასანენი, მოისანდერი, რაიტალა, ერიომენკო (68. რისკი), ჰეიკინენი, ჰეტემაი (84. სიოლუნდი), ჰამალაინენი, ვაირინენი, ფორსელი (90. სადიკი).

გოლი: 0:1 ფორსელი (41)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ჰოლანდია 6 6 0 0 21-5 18

2. შვედეთი 5 4 0 1 15-6 12

3. უნგრეთი 6 3 0 3 15-13 9

4. მოლდოვა 6 2 0 4 7-9 6

5. ფინეთი 5 2 0 3 11-6 6

6. სან მარინო 6 0 0 6 0-30 0

7 ივნისი

შვედეთი-ფინეთი

სან მარინო-უნგრეთი

G ჯგუფი

ინგლისი-შვეიცარია დღეს

ჩერნოგორია-ბულგარეთი დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ინგლისი 4 3 1 0 9-1 10

2. ჩერნოგორია 4 3 1 0 3-0 10

3. შვეიცარია 4 1 1 2 5-5 4

4. ბულგარეთი 4 1 1 2 1-5 4

5. უელსი 4 0 0 4 1-8 0

H ჯგუფი

ისლანდია-დანია დღეს

პორტუგალია-ნორვეგია დღეს

თ მ ფ წ ბ ქ

1. ნორვეგია 4 3 1 0 6-3 10

2. პორტუგალია 4 2 1 1 10-7 7

3. დანია 4 2 1 1 5-4 7

4. კვიპროსი 4 0 2 2 5-8 2

5. ისლანდია 4 0 1 3 2-6 1

I ჯგუფი

დღის სენსაციის შემოქმედნი ლიხტენშტაინელები გამოდგნენ - შესაძლოა, ლიტვა დიდი საფეხბურთო ქვეყანა ვერ არის, მაგრამ ჯუჯა სახელმწიფოსთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირზე გამარჯვება მაინც დიდი მიღწევაა. ფილიპ ერნეს და მიკელე პოლვერინოს გოლებმა ლიხტენშტაინს 2007 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველი გამარჯვება მოუტანეს. მაშინ ლიხტენშტაინმა ისლანდიის ნაკრები 3:0 გაანადგურა. მიუხედავად, ამ გამარჯვებისა ჰანს-პეტერ ცაუგის გუნდი მაინც ბოლო ადგილზე რჩება 5 თამაშიდან 3 ქულით. ამ ქვეჯგუფში ესპანეთის ნაკრები ერთპიროვნული ლიდერია, რომელსაც 5 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმი აქვს.

ლიხტენშტაინი-ლიტვა 2:0

ლიხტენშტაინი: ბ. ბიუხელი, სტოკლასა, ფიშერი (72. მ. კრისტენი), ბეკი (84. ა. კრისტენი), ბურგმაიერი, მ. ბიუხელი, ერნე (87. ჰანსელმანი), ჰასლერი, რიცბერგერი, კაუფმანი, პოლვერინო.

ლიტვა: შეტკუსი, შემბერასი, სტანკევიჩიუსი (46. დ. ჩესნაუსკისი), რადავიჩიუსი, კიანსკასი, სკრელა, პანკა, ე. ჩესნაუსკისი (68. შავენასი), დანილევიჩიუსი (46. ლაბუკასი), შერნასი, მიკოლიუნასი,

გოლები: 1:0 ერნე (7), 2:0 პოლვერინო (36)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ესპანეთი 5 5 0 0 15-5 15

2. ჩეხეთი 5 3 0 2 6-3 9

3. შოტლანდია 4 1 1 2 4-5 4

4. ლიტვა 5 1 1 3 3-8 4

5. ლიხტენშტაინი 5 1 0 4 3-10 3

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა
"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ
რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია