მოსკოვის “დინამოსა” და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელმა მასმედიას თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა

მოსკოვის “დინამოსა” და უკრაინის ნაკრების თავდამსხმელმა ანდრეი ვორონინმა თავისი შთაბეჭდილებები გაუზიარა მასმედიას უზბეკეთთან თამაშისა და ოლეგ ბლოხინის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების თაობაზე.

- შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ ბლოხინი თამაშამდე ინერვიულებდა. მისი გამოცდილების პატრონისგან ეს მოულოდნელი იქნებოდა. შეიძლება ნერვიულობდა, თუმცა ცოტას და ალბათ იმის გამო, რომ წელიწადნახევარზე მეტია, არავინ გაუწვრთნია. რაც დავაფიქსირე, პრაქტიკულად არანაირი სხვაობა ძველ ბლოხინთან არ ყოფილა. მატჩისთვის ტაქტიკა ისევ ძველებურად აგვიხსნა, ისევე დაგვმუხტა და ფეხბურთელებთანაც ძველებურად ეჭირა თავი. რასაც კონფლიქტი ჰქვია, ასეთი რამ მასთან არასოდეს მომსვლია, მაგრამ ერთხელ მინდორზე ჩემს თავს ზედმეტი ემოციების უფლება მივეცი და მწვრთნელთან მართალი არ ვიყავი. ბლოხინი ყოველთვის ასეთი იყო, პირდაპირ გეუბნებოდა, თუ რა სურდა შენგან.

- უზბეკებთან შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ გასახდელში ყვირილი არ ყოფილა?

- რა თქმა უნდა 0:0 არავის აწყობდა, მაგრამ ყვირილი არ ყოფილა. მწვრთნელმა გასაგებად აგვიხსნა, რომ ზეწოლა გაგვეძლიერებინა და გაგვეტანა. ჩვენც მშვენივრად გვესმოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ეს შეხვედრა. სწორედ ამიტომ, ავდექით და გავიტანეთ.

- ადექით და თქვენც შეაგდეთ. თუ გახსოვთ ბოლოს უკრაინის სახელით როდის გქონდათ გატანილი?

- 2007 წელს, საფრანგეთთან, მართალი ვარ, არა? მხოლოდ ძლიერ გუნდებთან ვიტან ხოლმე და შესაბამისად, უზბეკებთან არ ითვლება. თუმცა ვაღიარებ, რომ ძალიან სასიამოვნო იყო, როცა ამხელა პაუზის შემდეგ გავიტანე. ისე მხოლოდ ესპანელების, ფრანგებისა და დანიელების კარში გამაქვს.

რანდენიმე დღეში სწორედ ფრანგებს ვხვდებით და იქნებ კიდევ შევაგდო? უბრალოდ ვარსკვლავების წინააღმდეგ, რომელთაც ჩემპიონთა ლიგა და მსოფლიოს ჩემპიონატი აქვთ მოგებული, თამაში უფრო გამომდის. მათთან დუელისას მაქსიმალურად შეიძლება საკუთარი ძალების გამოცდა და ფეხბურთისგან სიამოვნების მიღება. ბოლოს კი იმას გეტყვით, რომ ნაკრებში ჩვენთან შესანიშნავი ატმოსფეროა. ბიჭებს აქამდეც მშვენივრად ვიცნობდი. თავს შესანიშნავად ვგრძნობ როგორც ფიზიკურად, ისე მორალურად.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა