"ვანკუვერისა" და "ბოსტონის" დაპირისპირებაში მაყურებელმა უამრავი ჩხუბი და ძალისმიერი ილეთი იხილა
სტენლის თასის პირველი მატჩი უსიამოვნო ინციდენტით აღინიშნა. "ვანკუვერისა" და "ბოსტონის" დაპირისპირებაში მაყურებელმა უამრავი ჩხუბი და ძალისმიერი ილეთი იხილა, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

ინციდენტი პირველი პერიოდის დასრულებისთანავე მოხდა. "ბოსტონის" კართან არეულობის შემდეგ ერთმანეთის პირისპირ დადგნენ მასპინძლების ფორვარდი ალექს ბაროუზი და "ბრუინზის" თავდამსხმელი პატრის ბერჟერონი. თითქოს რიგითი ჩხუბი იმ დროს უნდა დასრულებულიყო, როცა ჰოკეისტებს შორის მსაჯი გადგა, მაგრამ მოულოდნელად ბაროუზმა აკრძალული ილეთი გამოიყენა და... ბერჟერონს საჩვენებელ თითზე უკბინა. "ბოსტონის" ფორვარდს თავიდან არანაირი რეაგირება არ ჰქონია მოვლენათა ამგვარ განვითარებაზე, მაგრამ შემდეგ მსაჯებისკენ გაემართა საჩივლელად. არბიტრებმა განაცხადეს, რომ კბენის მომენტი არ დაუნახავთ.

"მართლა მიკბინა! ვკითხე არბიტრს, გააცნობიერა თუ არა მოხდარი და შოკისმომგვრელი პასუხი მივიღე: თურმე მე თავად ჩავტენე თითი პირში ბაროუზს! აღარ გავამახვილებ ამ ინციდენტზე ყურადღებას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ლიგამ სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოს ამ ეპიზოდს. ხისტი თამაშის წინააღმდეგი არ ვარ, მეტოქეს შეუძლია მუშტებიც იქნიოს, მაგრამ კბენა მეტისმეტია", - ამოციურად უხსნიდა მომხდარს ჟურნალისტებს ბერჟერონი.

"არ მიკბენია. დიახ, მისი თითი ჩემს პირში აღმოჩნდა, მაგრამ კბენა არ ყოფილა. რა უნდოდა მის თითს ჩემს პირში? უბრალოდ თითი მატაკა სახეში", - მოიგერია ბაროუზმა მეტოქის რეპლიკა.

ჰოკეის ეროვნული ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა უკვე განიხილა ეს ეპიზოდი. განაჩენი ბაროუზის სასარგებლოდაა - "ვანკუვერის" ფორვარდი სუფთად გამოვიდა ამ სიტუაციიდან და მეორე მატჩში მონაწილეობას მიიღებს.

კროსბი აგვისტოში დაბრუნდება

"პიტსბურგ პინგვინზის" ექიმებმა კლუბის ლიდერ სიდნი კროსბის ყინულზე ვარჯიშების განახლების უფლება მისცეს. ამ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს. ჰოკეისტი მოედანზე აგვისტოს პირველ რიცხვებში დაბრუნდება.

2011 წლის პირველ იანვარს კროსბიმ ტვინის შერყევა "ვაშინგტონ კეპიტალზის" ფორვარდ დევიდ შტეკელთან შეჯახებისას მიიღო, 5 იანვარს კი "ტამპა ბეი ლაითნინგის" მცველ ვიქტორ ჰედმანთან შეტაკების შემდეგ კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავის მდგომარეობა დამძიმდა. მას შემდეგ კროსბის აღარ უთამაშია.

თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ სიდნი იანვრის ბოლოსთვის ჩადგებოდა მწყობრში, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა - "პიტსბურგის" ლიდერის აღდგენითი პროცესი დროში ძალიან გაიწელებოდა. ცენტრფორვარდმა პლეი ოფის სტარტისთვისაც ვერ მოასწრო გამოჯანმრთელება და მისი კლუბი პირველივე რაუნდში დამარცხდა "ტამპა ბეისთან".

ტრავმამდე კროსბი ლიდერობდა საუკეთესო ბომბარდირთა და გოლეადორთა სიას. მიუხედავად იმისა, რომ წლევანდელ რეგულარულში მხოლოდ 41 მატჩი ჩაატარა, სიდნი კლუბის საუკეთესო ბომბარდირი გახდა - მის ანგარიშზე იყო 66 ქულა (32 გოლი+34 შედეგიანი პასი).

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა