"ზესტაფონი" ახალი სეზონისთვის მზადებას 5 ივნისიდან დაიწყებს, ორი კვირის შემდეგ კი ავსტრიულ შეკრებაზე გაემგზავრება
"ზესტაფონი" ახალი სეზონისთვის მზადებას 5 ივნისიდან დაიწყებს. 5 და 6 ივნისს საქართველოს ჩემპიონებს თბილისში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდებათ, რის შემდეგაც ზესტაფონში გაემგზავრებიან და კლუბის ბაზაზე პირველ მოსამზადებელ ეტაპს გაივლიან. ბაზაზე სამშენებლო სამუშაოები დიდი ტემპით გრძელდება, მაგრამ ეს შეკრებას ხელს ვერ შეუშლის - ბუნებრივსაფრიანი მოედანი იდეალურ მდგომარეობაშია.

გია გეგუჩაძის გუნდი ზესტაფონში 20 ივნისამდე დარჩება, რის შემდეგაც "ზესტაფონი" ავსტრიულ შეკრებაზე, ტიროლის მხარეში გაემგზავრება. იქ ფეროელები რამდენიმე სპარინგ-მატჩს ჩაატარებენ. მეტოქეთა სია ჯერჯერჯობით, უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, ერთ-ერთი მათგანი დნეპროპეტროვსკის "დნიპრო" უნდა იყოს.

უკრაინული კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე "ზესტაფონი" პოტენციური სპარინგ-პარტნიორების ჩამონათვალშია. "ზესტაფონი" ყველა შეკრებაზე ძლიერ მეტოქეებს ეთამაშება და ალბათ, ავსტრიაშიც ასე იქნება.

"ზესტაფონის" ავსტრიისშემდგომი მარშრუტი კი უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, ვის არგუნებს წილისყრა მეტოქეც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

გეგუჩაძე, სავარაუდოდ, შვებულებას რამდენიმე დღით გაუხანგრძლივებს საქართველოს ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებს.

საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის, სანაკრებო შეკრებაზე დაშავებული ნიკა გელაშვილის მდგომარეობა კი არცთუ სახარბიელოა. საბედნიეროდ, გამოირიცხა ექიმების კიდევ უფრო მძიმე ვარაუდი და მას კოჭის მყესები არ გაუწყვეტია - მხოლოდ ჩახევა დაფიქსირდა.

სავარაუდოდ, გელაშვილი "ზესტაფონის" პირველ შეკრებას დააკლდება, მისი ავსტრიაში გამგზავრებისა და ჩემპიონთა ლიგის სასტარტო მატჩებში მონაწილეობის იმედი კი არსებობს. "ზესტაფონის" დანარჩენი ფეხბურთელები თავს კარგად გრძნობენ.

ჯერჯერობით, კლუბიდან სატრანსფერო სიახლეები არ ისმის. ჯერ ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ "ზესტაფონი" დატოვა ხორვატმა მცველმა გორან გრუიცამ, რომელსაც იმერულ კლუბში გატარებული ნახევარი სეზონის განმავლობაში ერთი ოფიციალური მატჩიც არ ჩაუტარებია.

"ზესტაფონი" მოლაპარაკებას აწარმოებს რამდენიმე ფეხბურთელთან და მათ ვინაობას შეთანხმების მიღწევისთანავე შევიტყობთ.

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა