ყაზახურმა სპორტულმა საიტმა sports.kz-მა ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს ნაკრებისა და "კაისარის" თავდამსხმელ ელგუჯა ლობჯანიძესთან.

Sportall.ge აღნიშნული ინტერვიუს თარგმანს გთავაზობთ:

- ელგუჯა, "კაისარის" შემადგენლობაში კარგად დაიწყეთ - 2 მატჩი ყაზახეთის ჩემპიონატში და 2 გოლი. სასტარტო ტურებში საკუთარი თამაშით კმაყოფილი ხართ?

- დასაწყისი მართლაც ძალიან კარგი გამოვიდა. გოლები კი გავიტანე, თუმცა მე კმაყოფილი არასდროს ვარ... ყოველთვის შეიძლება მეტის გაკეთება.

- როგორ თვლით, შეიძლება უკვე თქმა, რომ "თარაზიდან" "კაისარში" გადასვლა წარმატებული იყო თქვენთვის?

- კარიერის თვალსაზრისით რომ შევხედოთ, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. თუმცა ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ეს წარმატებული იყო, რადგან მხოლოდ დასაწყისი განვვლეთ, მთელი სეზონი წინაა.

- გაკმაყოფილებთ ის როლი, რასაც გუნდში გაძლევენ?

- ყველგან ერთი და იგივე საქმე მქონე. მე ერთი სტილი და ამოცანა მაქვს - ეს გოლების გატანაა.

- როგორ გაატარეთ კარანტინის პერიოდი და როგორ ფორმაში ხართ ახლა?

- კარანტინის დროს ბაზაზე ვიყავი, ახლა კი ვარჯიშის უფლებაც გვაქვს და ცუდ ფორმაში არ ვარ. თუმცა მომზადება კიდევ მჭირდება.

- მედიაში ბევრი იყო საუბარი "კაისარში" ხელფასების შემცირებაზე. თქვენი აზრით, ეს მორალურად იმოქმედებს ფეხბურთელებზე?

- იმის გათვალისწინებით, რაც მსოფლიოში მოხდა, მესმის, რომ ეკონომიკა დაეცა და ვიცოდი, რომ ხელფასებიც შეგვიმცირდებოდა. ეს ყველგან ასეა.

ცხადია, ეს სასიამოვნო არაა, რადგან როცა ფეხბურთელი კონტრაქტზე აწერს ხელს, იცის, ხელფასის სახით რამდენი უნდა მიიღოს. ფისოქოლოგიურად რთულია, თუმცა ვფიქრობ, რომ სულით არავინ დაეცემა.

- ფინანსური პრობლემების გამო "კაისარი" ზაფხულში ვერ გაძლიერდება. ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გუნდი კონკურენტუნარიანი იქნება?

- ვფიქრობ, რომ ევროპა ლიგასა და ჩემპიონატზე საიმედოდ გამოსასვლელად ძალები გვეყოფა. თუმცა წინასწარ ბევრს არ ვილაპარაკებ. ღმერთმა ქნას, ყველაფერი ისე იყოს, როგორც ვგეგმავთ.

- ამ ეტაპზე, საქართველოს ნაკრებში საკუთარი პერსპექტივა როგორ გესახებათ?

- ეროვნულ გუნდში ბევრი არ მითამაშია, თუმცა, რადგანაც მწვრთნელი მიძახებს, ეს ნიშნავს, რომ ჩემში პერსპექტივას ხედავს. მეც ვცდილობ, როცა საშუალება მექნება, მზად ვიყო ჩემი მაქსიმუმის ჩასადებად ნაკრებისთვის სასურველი შედეგის მიღწევისათვის.

გოგა
ქვილითაია და ზივზივაძე უნდა გამოიძახოს ვაისმა
რუბინი
ამაში ვინმე პერსპექტივას რომ ხედავს უკვე სერიოზული განაცხადია
Jeyjey
იმედია ეს კაჭარავა და არაბული განაცხადში არ იქნება
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]
ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]
ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის "დინამოს" ტოვებს