<p>გუშინ ფოთში 14 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობა დამთავრდა <br> ფოთში გუშინ დამთავრდა 14 წლის მოჭადრაკეთა საქართველოს პირველობა. ვაჟებში ჩინებული შედეგით - 9 შესაძლებლიდან 8,5 ქულით დაასრულა ასპარეზობა ფოთელმა ნიკა ღვამბერიამ, რომელმაც გუშინ ლუკა ლიჩელი (გორი) დაამარცხა და ოქროს მედალთან ერთად მსოფლიოს პირველობის საგზურიც მოიპოვა.</p><p>ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელი ნოე თუთისანი (ქუთაისი) თემურ ოთხოზორიას (ზუგდიდი) დაუზავდა, ხოლო გიორგი სიბაშვილმა (თბილისი) ნოდარ მანაგაძეს (ხონი) სძლია. თუთისანმა და სიბაშვილმა 7-7 ქულას მოუყარეს თავი. ქუთაისელ მოჭადრაკეს უკეთესი კოეფიციენტი აღმოაჩნდა და ვერცხლის მედალიც და ევროპის პირველობის საგზური მას ერგო. სიბაშვილი ბრინჯაოთი დაკმაყოფილდა.</p><p>გოგონებში ლიდერთა ჯგუფის ბოლო ტურის პარტიები ასე დამთავრდა: თეა ჭოლაძე (ქუთაისი)-ნინო ხომერიკი (თბილისი) 0:1, მარიამ ჭოლაძე (ქუთაისი)-მარიამ წულაია (ქუთაისი) 1:0, ნინო ჯალაღონია (ქუთაისი)-ადა კაკუტია (ფოთი) 0:1, თათია კოხრეიძე (ფოთი)-ანა თედოშვილი (ქუთაისი) 0,5:0,5. ამდენად, 9 შესაძლებლიდან 8 ქულით კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ნინო ხომერიკი ავიდა. მარიამ ჭოლაძე მას ქულით ჩამორჩა და ვერცხლი ხვდა. 6 ქულით მესამე ადგილი ადა კაკუტიამ დაიკავა. ხომერიკი წლეულს მსოფლიოს პირველობაზე გაემგზავრება, ჭოლაძე კი ევროპელ თანატოლებს გაეჯიბრება.</p>
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე