მოსკოვის "ლოკომოტივიდან" გაშვების შემდეგ მწვრთნელმა იური სიომინმა პირველი ვრცელი ინტერვიუ "სპორტ-ექსპრესს" მისცა და "რუბინში" თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის საკითხსაც შეეხო. გთავაზობთ ამონარიდს:

"საერთოდ აღმაშფოთებელი შემთხვევა მოხდა ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით. ის "ლოკომოტივის" მომავალი იყო! მე ასე ვხედავდი - ალექსეი მირანჩუკი წავიდოდა და მის ადგილას უცბად ხვიჩა ითამაშებდა. ის კარგა ხანს იმყოფებოდა ჩვენთან იჯარით და მასში 100%-ით ვიყავით დარწმუნებული. ვფიქრობ, ადამიანებმა, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, დიდი ზიანი მიაყენეს "ლოკომოტივს" - სპორტულიც და ფინანსურიც. ჩვენ დავკარგეთ ფეხბურთელი, რომელიც ძვირად ღირებული არ იყო და ალექსეის წასვლის შემთხვევაში, უპრობლემოდ ჩაერთვებოდა ჩვენს თამაშში. შემდეგ კი გაცილებით აიმაღლებდა სატრანსფერო ღირებულებას.

ზაფხულში სასწრაფოდ, ერთი თვის განმავლობაში მრავალი საკითხი იყო გადასაწყვეტი, მათ შორის, გუნდის დაკომპლექტებისა. მით უმეტეს, ჩემპიონთა ლიგის სეზონი იყო. ამ შემთხვევაში მეშერიაკოვსა და კიკნაძეს კითხვა უნდა დავუსვათ: "გვინდოდა კი ჩვენ, რომ "ლოკომოტივს" ჩემპიონთა ლიგაზე იმაზე უკეთ ეასპარეზა, ვიდრე გასულ წელს? " მე მგონია - არა.

თუ კლუბის ხელმძღვანელები თვლიან, რომ რაღაც ამოცანები ვერ შევასრულე, ვფიქრობ, სწორი იქნებოდა, კაცურად ყველანი ერთად წავსულიყავით - გენერალური დირექტორიც, მთელი შემადგენლობით დირექტორთა საბჭო და მწვრთნელიც. ხომ მათ დამნიშნეს და დამამტკიცეს, გამიგრძელეს კონტრაქტი, ე.ი. პასუხისმგებლობა უნდა გაიზიარონ.

დიდი მადლობა მეშერიაკოვსა და კიკნაძეს, მათ ჩემში მხეცი გააღვიძეს! ყველაფერი გააკეთეს, რათა უფრო მაღალი ადგილი არ დაგვეკავებინა, რათა გუნდი უფრო ძლიერი არ გამხდარიყო. მათი მოღვაწეობა ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია გახდა.

საქმე იმაში როდია, რომ კონტრაქტი არ გამიგრძელეს. საქმე იმაშია, ვინ რჩება. სიომინს ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივეს, კიკნაძე კი მუშაობას აგრძელებს. მათ არ შეიძლება "ლოკომოტივში" იმუშაონ! ამ კლუბს აქვს ტრადიციები, რომლებსაც არაფერი საერთო არ გააჩნია ინტრიგებთან. თქვენი დატოვება სიომინის გაშვებაზე უფრო დამღუპველია.

მჯერა თუ არა, რომ "ლოკომოტივის" მწვრთნელად დავბრუნდები? რატომაც არა? რა თქმა უნდა, მჯერა!"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"იმსახურებდა თუ არა "ოქროს ბურთის" სიაში მე-12 ადგილზე გასვლას?" - სიომინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
სიომინი: ხვიჩა უმაღლესი დონეა - ლუის ენრიკე 30 მაისზე ფიქრობს
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
სიომინი: პსჟ-სთვის ხვიჩას ტრავმის მიღება დიდი პრობლემაა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
სიომინი: ხვიჩა "ნაპოლიში" მარადონაზე ნაკლებად არ თამაშობდა - "ოქროს ბურთი" შეიძლებოდა მიეცათ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა