"სან ანტონიო სპურსის" ლეგენდარულმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მოვლენების შესახებ გააკეთა კომენტარი და ძალიან ღირსეული სიტყვით წარდგა.

"ამდენი ხნის განმავლობაში ვხედავთ პოლიციის მხრიდან ძალადობასა და რასიზმის გამოვლინებებს, თუმცა არაფერი იცვლება. ეს კი მე მაგიჟებს.

სწორედ ამიტომ ამოიფრქვა საპროტესტო ტალღები. თუმცა შესაბამისი ლიდერისა და პრობლემის გაანალიზების გარეშე, რეალურად მაინც არაფერი შეიცვლება.

თეთრკანიანი ამერიკელები ამ პრობლემის აღიარებისაგან მუდმივად თავს იკავებდნენ, იმიტომ, რომ ეს ჩვენი პრივილეგია იყო, შეგვეძლო ამაზე თვალის დახუჭვა. ესეც აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

დაუჯერებელია, რასაც პრეზიდენტი აკეთებს. ტრამპს თუ ტვინი აქვს, თუნდაც ის 99%-ით საკუთარ კეთილდღეობაზე იყოს ორიენტირებული, უნდა გამოვიდეს და ისეთი რამ გააკეთოს, რაც ხალხს გააერთიანებს.

თუმცა მას ადამიანთა ერთად ყოფნა სულაც არ ადარდებს, ასეთ მდგომარეობაშიც კი. ის ნამდვილი გიჟია. ტრამპს ის ადარდებს, რაც მას მოუტანს სარგებელს. ის არასდროს იქნება დიდი ადამიანი, ვერც კარგი პიროვნება. მასზე მეტის არაფრის თქმა არ მინდა", - თქვა პოპოვიჩმა.

71 წლის ლეგენდარული სპეციალისტი "სან ანტონიოს" 1996 წლიდან წვრთნის. ის "დეზებთან" ერთად NBA-ს ჩემპიონი 5-ჯერ გახდა. პოპოვიჩი 3-ჯერ დაასახელეს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად.

გრეგის სიტყვა კი იმით არის ისტორიული, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება არასდროს, არცერთ თეთრკანიანს არ გაუკეთებია NBA-ს ისტორიაში, არც კალათბურთელს და მით უმეტეს, არც მწვრთნელს.

მომზადებულია The Nation-ის მიხედვით

aburjga
ეს რა კაცია, რა გამრუდებულ სარკეში ხედავს ყველაფერს?! გიჟია რაა...! ეტყობა ამ ბოლოს ბიძია თომას ქოხი წაიკითხა და შთაბეჭდილებების ქვეშაა!!
შაკო
ეტყობა გააგონე, რადგან იმ პერიოდში ჩამოსული იყო აჯაგრული გეძებდა
შაკო
ამერიკაში პოლიცია თეთრებსაც ცუდად ექცევა ხოლმე, ამ ზანგებმა ცოტა არ იყოს გა....ვეს თავზე ლჭბტ-ების არ იყოს სულ უთანასწორობა და ჩაგვრა ელანდებათ
kirkita
მე მახსოვს ამ დიდი კაცის წაგებული ცჰემპიონობა ბოლო წამებზე როცა დანკანი გაიყვანა,ორჯერ ფარი წააგეს და 5 ქულიანი უპირატესობა გაანიავა.ზაან ბევრი ვაგინე მაშინ მაგრამ აქედან რაც გავაგონებდი
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
დიდი ხანია რაც ქუჩა ლათინოამერიკელებისაა, ციხეც მაგათია, მოკლედ; ხელში აიღეს ამერიკა და თეთრებს რომ ვერ იტანენ და მზად არიან თეთრები შუაზე გაგლიჯონ, ეგეც ხომ ხელისგულზე დევს?... მაფია იყო მათი შემაკავებელი და ისიც გაქრა, აღარ არის, მორჩა კინო...
ზვიადი
იმიტომ რომ მისთვის საწამებელი ცხოველი ხარ (90 პროცენტი ასეთია)
1
პოლიტიკის ანალიზს, ჯობდა სპორტული ანალიზი, რომელიც ვერ აჩვენა საფრანგეთთან. მართალც არ ხდება ასეთი არეულობები "ისე უბრალოდ" და "თავისთავად". ასე მარტივად შეფასებაც არ შეიძლება, ბევრი რამეა უცბობი და უხილავი. ამიტომ არ შეიძლება ასე ხელაღებით შეფასება. თუმცა, პოლიციელის მხრიდან მხეცობა მართლა იყო...ოღონდ რამდენად ...შემთხვევითი ეს არის საკითხი.
SL
პოპის აზრი, შეგვიძლია კალათბურთის შესახებ გავიზიაროთ! რაც შეეხება სიმართლეს, ასეთია - ყოველდღე იგივე პოლიციელებს ასი თეთრკანიანი რომ მოეკლათ, ამდენი მღელვარება არ იქნებოდა მაინც. რასიზმი მისმა მტრებმა დაიხვიეს ხელზე და ამით ცდილობენ მისი პოზიციები შეასუსტონ. მაგ ინციდენტში კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალებია, რომელიც ისე არ ხდება. ძალიან დიდი თემაა, აქ წერა ამაზე არ ღირს, სპორტული საიტია მაინც.
G.LA
მაღაზიების ძარცვას, გადაწვას და ნგრევას არავითარი კავშირი არა აქვს პროტესტთან. ესეთი მაღალ კულტურის ქვეყანაში ველური სახე გამოაჩინეს "მავანმა". დიახ უსაქმურები არიან უმეტესობა, აბა საქმიანი მაღაზიებს გაძარცვავს? როგორც ვიცი ის პოლიციელი უკვე პასუხისგებაშია მიცემული. თბილისშიც შემოაკვდათ პოლიციელებს ახალგაზსდა, რომელიც ეუბნებოდა ცუდად ვარო. თუ არ გაუძალიანდები რატომ დაგახტება ზემოდან პოლიციელი? არ ვამართლებ პოლიციელს, მარა კითხვა მებადება.
ყოჩაღ
დიდი კაცია პოპი, ძალიან დიდი!
ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა" - გრეგ პოპოვიჩი
29-წლიანი ისტორია დასრულდა - პოპოვიჩი "სან ანტონიოს" აღარ გაწვრთნის
"აი, ასეთი ბიჭია სანდრო" - პოპოვიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა
გრეგ პოპოვიჩის ორმაგი სტანდარტი?
5 წელიწადში 80 მილიონი - მამუკელაშვილს კვლავ პოპოვიჩი გაწვრთნის
"მამუს" "სან ანტონიო" მწვრთნელის გარეშეა - გრეგ პოპოვიჩი გუნდს გაურკვეველი ვადით გამოაკლდა