ევროპული სპრინტის ახალი მეფის, ფრანგი კრისტოფ ლემეტრის ტრიუმფით დასრულდა კონტინენტის პირველობა ბარსელონაში...

ევროპული სპრინტის ახალი მეფის, ფრანგი კრისტოფ ლემეტრის ტრიუმფით დასრულდა კონტინენტის პირველობა ბარსელონაში. 100 და 200 მეტრზე გამარჯვების შემდეგ, ფრანგმა სპრინტერმა მესამე ოქრო 4ხ100 მეტრზე ესტაფეტაში მოიპოვა. თითქოს ფრანგების ოთხეულს იოლი გამარჯვება ელოდა, რადგან მისი ძირითადმა კონკურენტმა - ბრიტანეთის ნაკრებმა კვალიფიკაცია ვერ გაიარა. მაგრამ ფინალში მოულოდნელად კარგად გამოვიდა იტალიის ნაკრები, რომელიც ბოლო მეტრამდე ინარჩუნებდა ლიდერობას, მაგრამ უკანასკნელ წამს იყოჩაღა ფრანგმა მბანჯოკმა, ვინც 6 მეასედი წამის უპირატესობა მოუტანა საფრანგეთის ნაკრებს. დანარჩენ გუნდებს ფავორიტის შეჩერების შანსი არ ჰქონია.

20 წლის ლემეტრმა სამი ოქროთი დატოვა ბარსელონა. ეს ის სპრინტერია, რომელმაც ცოტა ხნის წინ, საფრნაგეთის პირველობაზე 100 მეტრი 10 წამზე ნაკლებ დროში გაირბინა და პირველი თეთრკანიანი ათლეტი გახდა, ვინც ასეთი შედეგი დააფიქსირა. საინტერესო იქნება მისი დუელი მსოფლიოს წამყვან ათლეტებთან - უსაინ ბოლტთან, ტაისონ გაისთან და ასაფა პაუელთან, თუმცა ფრანგის შედეგებიდან გამომდინარე, მას გაუჭირდება ამ დიდ სამეულთან ბრძოლა.

ქალთა ანალოგიურ დისციპლინაში მედლები სამმა ნაკრებმა გაითამაშა - უკრაინამ, საფრანგეთმა და პოლონეთმა. სწორედ ამ თანმიმდევრობით მივიდნენ ისინი ფინიშთან. პრაქტიკულად თანაბარ ბრძოლაში უკრაინელმა ელიზავეტა ბრიზგინამ ბოლო მომენტში გამოსტაცა გამარჯვება ლეგენდარულ კრისტინ არონსა და ვერონიკა ვეიდლერს.

საინტერესო სამი ფინალი გაიმართა ტექნიკურ სახეობებში, რაც მთავარია, გამარჯვებულებმა მაღალი შედეგები აჩვენეს. ყველაზე მეტად გაგვაკვირვა გერმანელმა სიგრძეზე მხტომელმა კრისტიან რაიფმა. მესამე ცდაზე მან სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა - 8,47 მეტრი, რითაც 20 სანტიმეტრით გააუმჯობესა პირადი რეკორდი. ასე შორს წელს დუაიტ ფილიპსიც არ გადამხტარა.

ბადროს ტყორცნაში პოლონელმა პიოტრ მალახოვსკიმ სულ რაღაც 40 სანტიმეტრით აჯობა გერმანელ რობერტ ჰარტინგს. ამჯერად, პოდიუმის მიღმა აღმოჩდნენ ოლიმპიური ჩემპიონები - გერდ კანტერი და ვირგილიუს ალეკნა.

კიდევ ერთ ოლიმპიურ ჩემპიონს მოეცარა ხელი ქალებს შორის სიმაღლეზე ხტომაში. ბელგიელმა ტია ელებომ ვერ დაძლია 197 სანტიმეტრი სიმაღლე და მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა. მეორე ადგილისთვის ბრძოლაში შვედმა ემა გრინმა და გერმანელმა არიან ფრიდრიხმა ერთნაირი შედეგი აჩვენეს - 2.01 მეტრი, მაგრამ ცდების რაოდენობით უკეთესი მდგომარეობა სკანდინავიელს ჰქონდა. გამარჯვება კი ხორვატმა ლამაზმანმა ბლანკა ვლასიჩმა მოიპოვა. იმ დღეს მხოლოდ მან დაძლია 2.03 მეტრზე გადებული თამასა, რითაც დამსახურებულად მიიღო ოქროს მედალი და კარიერაში ევროპის ჩემპიონის პირველი ტიტული.

კაცები

მარათონი. 1. ვიქტორ რიოტლინი (შვეიც) - 2:15.31; 2. ხოსე მანუელ მარტინესი (ესპ) - +2.19; 3. დმიტრი საფრონოვი (რუს) - +2.45... ესტაფეტა 4X100 მ. 1. საფრანგეთი - 38,11; 2. იტალია - 38,17; 3. გერმანია - 38,44... ესტაფეტა 4ხ400 მ. 1. რუსეთი - 3.02,14; 2. ბრიტანეთი - 3.02,25; 3. ბელგია - 3.02,60; 3000 მ/სტიპლჩეზი. 1. მაიდინ მეკისი-ბენაბადი (საფ) - 8.07,87; 2. ბოაბდელაჰ ტარი (საფ) - 8.09,28; 3. ხოსე ლუის ბლანკო (ესპ) - 8.19,15... სიგრძეზე ხტომა. 1. კრისტიან რაიფი (გერ) - 8,47; 2. კაფეტიენ გომისი (საფ) - 8,24; 3. კრის ტომლინსონი (ბრიტ) - 8,23... ბადროს ტყორცნა. 1. პიოტრ მალახოვსკი (პოლ) - 68,87; 2. რობერტ ჰარტინგი (გერ) - 68,47; 3. რობერტ ფაზეკაში (უნგ) - 6,53...

ქალები

ესტაფეტა 4X100 მ. 1. უკრაინა - 42,29; 2. საფრანგეთი - 42,45; 3. პოლონეთი - 42,68... ესტაფეტა 4ხ400 მ. 1. რუსეთი - 3.21,26; 2. გერმანია - 3.24,07; 3. ბრიტანეთი - 3.24,32... 5000 მ. 1. ალემიტუ ბეკელე (თურ) - 14.52,20; 2. ელვან აბეილეგესე (თურ) - 14.54,44; 3. სარა მორეირა (პორ) - 14.54,71... სიმაღლეზე ხტომა. 1. ბლანკა ვლასიჩი (ხორ) - 2,03; 2. ემა გრინი (შვედ) - 2,01; 3. არიან ფრიდრიხი (გერ) - 2,01...

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
[VIDEO] დიოკერეშის და ეზეს დუბლები, ტუდორის მძიმე დებიუტი - "არსენალმა" "ტოტენჰემი" გაანადგურა