29 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ჯო კოული, რომელმაც „ლივერპულში“ ფეხი ვერ მოიკიდა, მშობლიურ ლონდონს უბრუნდება
29 წლის ინგლისელი ფეხბურთელი ჯო კოული, რომელმაც „ლივერპულში“ ფეხი ვერ მოიკიდა, მშობლიურ ლონდონს უბრუნდება - 3 მილიონ ფუნტად მას „ტოტენჰემ ჰოთსპური“ ყიდულობს. ამ კვირაში „დეზები“ კოულს სამედიცინო ტესტებს ჩაუტარებენ და მერე კონტრაქტსაც გაუფორმებენ. ასე დაემშვიდობება გარემარბი გუნდს, სადაც ტრავმებისა და შეუთავსებლობის გამო არაფერი გამოუვიდა.

„ტოტენჰემის“ თავკაცი ჰარი რედნაპი კი ის კაცია, რომელმაც წლების წინ კოულს „ვესტ ჰემში“ გაუკვალა გზა. ის დარწმუნებულია, რომ ოდინდელ შეგირდს კვლავ დააბრუნებს დიდ ფეხბურთში. თავის დროზე მას კოული თაობის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჰყავს მოხსენიებული.

კოული, შარშან, „ჩელსის“ შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონი გახდა, მაგრამ ზაფხულში „ლურჯებმა“ ის „ლივერპულში“ გაყიდეს და ეს მეტისმეტად წარუმატებელი პერიოდის მიზეზად იქცა.

„ენფილდ როუდზე“ საქმე თავიდანვე ცუდად წავიდა. კოულმა მყისიერი ეფექტი ვერ მოახდინა, რის შემდეგაც უიღბლობას უიღბლობა მოჰყვა - მერსისაიდში მისი გადამყვანი, „ლივერპულის“ გენერალური დირექტორი კრისტიან პარსლოუ სამსახურიდან წავიდა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც „ლივერპული“ ძველმა მეპატრონეებმა გაყიდეს და კლუბს ამერიკელი მილიარდერი ჯონ ჰენრი დაეპატრონა.

ჰენრის კოული არ მოეწონა. ამერიკელს ლონდონელზე გული წმინდა წყლის ბიზნესმოსაზრებების გამო აუცრუვდა - მან თქვა, რომ გუნდში ასაკოვანის ფეხბურთელის ყოლას და მისთვის კვირაში 90 ათასი ფუნტის გადახდას, ამ თანხის სხვანაირად დახარჯვა ჯობია. მან აქცენტის ახალგაზრდებზე გაკეთება ამჯობინა. ამის მერე კოული „ლივერპულში“ ყველამ ზედმეტ ტვირთად აღიქვა. ის „ენფილდ როუდზე“ 4,1 მილიონი ფუნტი დაუჯდათ. რომ გაყვეს გამოვიდა, რომ 1662 წუთიდან, რომელიც მან წითელი მაისურით მოედანზე გაატარა, თითოეულის ფასი 2 470 ფუნტი ყოფილა.

სულ, გასული სეზონის განმავლობაში, კოულმა 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ მათგან ცამეტში მოედანზე თავიდანვე არ იყო - სათადარიგოთა სკამზე იჯდა და საქმეში მერე ჩაერთო. გარდა ამისა, კოული „ლივერპულის“ შემადგენლობაში პირველ შეხვედრაშივე გააძევეს მოედნიდან, ხოლო რაც შეეხება გოლებს, ამხელა ჩემპიონატსა და თასების გათამაშებებში სამზე მეტის გატანა ვერ მოხერხა.

„ლივერპულის“ ახალმა მწვრთნელმა, კენი დალგლიშმა, თავიდან კოული აქო, თქვა, რომ ძალიან მოსწონს საქმისადმი მისი დამოკიდებულება, მაგრამ ქების სიტყვების მიუხედავად, თამაშით მაინც არ ათამაშა. ახლა კი, ყველაფერს ისიც ემატება, რომ „ლივერპული“ მომავალ სეზონში ევროპულ შეჯიბრებაში ვერ თამაშობს, რაც იმის წინაპირობაა რომ კოულს მოედანზე ფეხის შედგმის შანსი ერთიორად შეუმცირდებოდა.

ცუდი თამაშის გასამართლებლად კოულს შეუძლია თქვას, რომ მას ორთავა კუნთის ტრავმა არ აძლევდა ლაღად მოქმედების საშუალებას, თუმცა საქმე მარტო ეს არ უნდა იყოს. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ის „ლივერპულში“ კრისტიან პარსლოუმ გადაიყვანა, სხვა სიტყვებით, რომ არა დირექტორი, გარემარბი „ლივერპულში“ ვერ მოხვდებოდა - არც წინა მწვრთნელი, როი ჰოჯსონი იკლავდა მისი გულისთვის თავს.

ჯო კოულის ხელმოცარვაზე ისიც მეტყველებს, რომ ის ნაკრებში დიდი ხანია არ წაუყვანიათ. თავად განსაჯეთ, კოული ბოლოს მსოფლიოს ეროვნულ გუნდთან მსოფლიოს ჩემპიონატზე იყო და თავისი, ჯერჯერობით ბოლო, 56-ე სანაკრებო თამაში სამხრეთ აფრიკაში, გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა.

2002 წლის მუნდიალზე კი ჯო კოული ინგლისის ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი იყო. ოთხი წლის შემდეგ, 2006-ში ის ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს.

საინტერესოა, რომ ფეხბურთელებით ვაჭრობის თვალსაზრისით, კოულის „ტოტენჰემში“ მისვლა შესაძლოა ხორვატი ლუკა მოდრიჩის „დეზებიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლას ნიშნავდეს. მოგეხსენებათ, ინგლისის ჩემპიონთა თავკაც სერ ალექს ფერგიუსონს ხორვატის შეძენა სურს და მის სანაცვლოდ 28 მილიონი ფუნტის გადახდის ვარიანტს განიხილავს.

აღსანიშნავია, რომ კოულმა „ტოტენჰემში“ გადასვლის კიდევ ერთ მიზეზად ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნება დაასახელა. აქვე დავძენთ, რომ „დეზებს“ ამ ზაფხულში რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვა სურთ. ესენია, ალან ჰატონი, რობი კინი, დევიდ ბენტლი, უილსონ პალასიოსი, სებასტიან ბასონგი და ჯოვანი დოს სანტოსი. „სანდერლენდი“ რედნაპს პიტერ კრაუჩსაც კი სთხოვს.

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა